• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ უნდა მოვემზადოთ საფონდო ბირჟის კრახისთვის?

სექტემბერი 7, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ უნდა მოვემზადოთ საფონდო ბირჟის კრახისთვის?
გაზიარება

საფონდო ბირჟის კრახი ინვესტირების განუყოფელი ნაწილია. არავინ იცის, როდის მოხდება მომდევნო ვარდნა – ბაზრის კრახი არსებითად არაპროგნოზირებადია. ამიტომ, უმჯობესია, ამ მოვლენას სათანადოდ მომზადებული შეხვდეთ.

საფონდო ბირჟის კრახისთვის მომზადების გზები მოიცავს თქვენი ინვესტიციების გადააზრებას, მათი არჩევის მიზეზის გაცნობიერებას, საინვესტიციო მიზნებისთვის თანხების სათანადოდ გადანაწილებას და იმის დადგენას, თუ რისი მიღწევა გსურთ კრახის დროს.

რატომ განიცდის საფონდო ბირჟა კრახს?

კრახი არის რამდენიმე დღის განმავლობაში აქციების ფასების უეცარი ვარდნა. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ საბაზრო გარემოში, მაგრამ, როგორც წესი, ამ მოვლენას ადგილი აქვს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაღალი საფასო წარმადობის დაფიქსირების შემდეგ. ინვესტორების პანიკა, რომელიც, ჩვეულებრივ, გარე ეკონომიკური ან პოლიტიკური მოვლენებით არის გამოწვეული, შეიძლება იმ მასიური გაყიდვების ზეწოლის შედეგად გაძლიერდეს, რომელმაც ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

მაგალითად, საფონდო ბირჟა 2020 წლის თებერვალში დაეცა, რადგან კოვიდ-19-ის სწრაფმა გავრცელებამ გლობალური ეკონომიკის მიმართ ინვესტორების განწყობა გააუარესა. საფონდო ბირჟის ყველა კრახი არ არის ისეთივე პირდაპირი, როგორც ეს 2020 წელს იყო, მაგრამ მათ ყველას ერთი საერთო აქვს – ინვესტორები პანიკაში არიან და ინვესტიციებს ყიდიან, რადგან შიშობენ, რომ ბაზარი კიდევ უფრო დაეცემა, ეს კი მანკიერ ციკლს ქმნის, თუმცა შედარებით მცირე პერიოდის განმავლობაში.

როგორ უნდა მოემზადოთ საფონდო ბირჟის კრახისთვის?

გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ინვესტორებს საფონდო ბირჟის კრახისთვის მოსამზადებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.

დარწმუნდით, რომ თქვენს ინვესტიციებში ერკვევით

თუ ინდივიდუალურ აქციებს ყიდულობთ, მათ უკან მდგომი კომპანიების საქმიანობაში უნდა ერკვეოდეთ. არ შეიძინოთ იმ კომპანიის აქციები, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე გირჩიათ. ინვესტიციის ჩადებამდე აუცილებელია საკუთარი საფუძვლიანი კვლევა ჩაატაროთ. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ საინდექსო ფონდებში ინვესტირებაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ.

Investor

გაიაზრეთ, რისი გაკეთება გსურთ თქვენი ფულით

თუ იცით, რისი მიღწევა გინდათ თქვენი ფულით, საფონდო ბირჟის კრახს უკეთ გაუძლებთ. თუ თქვენი მიზანი მაქსიმალურად მეტი გრძელვადიანი ზრდაა, რაც შეიძლება მეტი ფული უნდა ჩადოთ აქციების მრავალფეროვან ჯგუფში და თუ პენსიაზე გასვლას მალე აპირებთ ნაკლებად სარისკო სტრატეგიას უნდა მიმართოთ, რადგან თქვენი დროის ჰორიზონტი მცირეა. ზოგადად, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის ფლობა თქვენს ფულზე კონკტერული ინვესტიციის ზემოქმედებას ამცირებს და რისკის დაბალანსების საშუალებას გაძლევთ.

იქონიეთ გეგმა

საფონდო ბირჟის კრახი გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იფიქროთ იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ მაშინ, როდესაც ეს მოხდება. შეგიძლიათ გარკვეული საკითხები ახლავე მოაწესრიგოთ, რათა შემდეგ გეგმას მიჰყვეთ.

მაგალითად, შეიძლება დამატებითი ფულადი სახსრები დაგჭირდეთ, ამიტომ აუცილებლად უნდა შექმნათ საგანგებო ფონდი, რომელიც 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარისი იქნება. გარდა ამისა, შეგიძლიათ დამატებითი ნაღდი ფული შეინახოთ ბაზრის კრახის დროს ხარისხიანი აქციების იაფად შესაძენად.

ასევე, განსაზღვრეთ, თუ როდის გადააბალანსებთ საინვესტიციო პორტფელს, რათა აქტივთა სასურველი განაწილება შეინარჩუნოთ. წინასწარ განსაზღვრულ დროს რებალანსირების ნაცვლად უმჯობესია გარკვეული ზღვრების დადგენა, რომლის დარღვევის შემთხვევაში საქმეში ჩაერთვებით და ბალანსს აღადგენთ.

რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც ბაზარი კრახს განიცდის?

პირველ რიგში, პანიკურ გაყიდვებს უნდა მოერიდოთ. ამის ნაცვლად, გადახედეთ თქვენს ინვესტიციებს და დარწმუნდით, რომ მათ უკან მდგარი კომპანიების ძლიერი საფუძვლები ხელუხლებელია. თუ ეს მდგომარეობა უარესობისკენ არის შეცვლილი, მაშინ ამ აქციების გაყიდვის დროა, რათა ფული სხვა შესაძლებლობების გამოსაყენებლად გაათავისუფლოთ.

პანიკის ნაცვლად, ბაზრის კრახში შესაძლებლობები დაინახეთ. ასეთ დროს ძალიან ბევრი ხარისხიანი კომპანიის აქციის ფასი შემცირებულია და ამ შანსის გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოგიტანთ.

საფონდო ბირჟის კრახი არის სწავლისა და ზრდის შესაძლებლობა. თუ თქვენ მისი გარდაუვალობისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ წარმატებული ინვესტორი გახდეთ.

წინა

3 რამ, რაც საზრიანმა ინვესტორებმა Meta Platforms-ის შესახებ იციან

შემდეგი

სად იქნება AMD 5 წელიწადში?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
სად იქნება AMD 5 წელიწადში?

სად იქნება AMD 5 წელიწადში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved