ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება Investhub-ის ონლაინ ვებინარი — „როგორ მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საჯარო მონაცემები ინვესტირებისთვის?“, სადაც G&T-ის ასოცირებული ბროკერი — ნიკოლოზ მაზანაშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:
- სად უნდა მოვიძიოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები და როგორ გამოვიყენოთ ისინი ინვესტირების პროცესში?
- როგორ გამოვთვალოთ ინვესტიციის პოტენციური გრძელვადიანი სარგებელი?
- როგორ შევარჩიოთ სწორად საინდექსო ფონდები და ETF-ები?
- როგორ გამოვიყენოთ წარმატებული ჰეჯ-ფონდების სტრატეგიები?
- როგორ მოვიძიოთ ანალიტიკოსების პროგნოზები?
- როგორ აღმოვაჩინოთ ახალი აქციები?
- როგორ მოვიძიოთ კომპანიების კვარტალური ანგარიშები? და ა. შ.
ონლაინ ვებინარზე დასწრება უფასოა, ხანგრძლივობა — 1სთ. 30წთ. დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, ონლაინ ვებინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე, თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს.