• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

„გათავისუფლდით დესტრუქციული ჩვევებისგან“ — უორენ ბაფეტის რჩევა

ოქტომბერი 23, 2024
in ინვესტიციის ანბანი
„გათავისუფლდით დესტრუქციული ჩვევებისგან“ — უორენ ბაფეტის რჩევა
გაზიარება

93 წლის ასაკში უორენ ბაფეტი კვლავ იმ მარტივ ჭეშმარიტებას უკავშირებს ყველაფერს, რამაც წარმატებამდე მიიყვანა. „გათავისუფლდით დესტრუქციული ჩვევებისგან“ — ასეთია მისი მთელი ფილოსოფია… ადვილად კი ჟღერს, მაგრამ საკმაოდ რთულად შესასრულებელია — ყოველ შემთხვევაში, თავიდან, ვიდრე ერთგვარ ბარიერს არ გაარღვევთ და ყოველდღიურად ამ პრინციპით არ დაიწყებთ ცხოვრებას.

„უამრავ ადამიანს ვხედავ დესტრუქციული ქცევის შაბლონებით. ხაფანგში არიან გახვეულნი… არადა, თქვენს ასაკში ბევრად ადვილია მათი მოშორება, ვიდრე ჩემსაში. ამასთან, ქცევების უმეტესობა ჩვეული ხასიათისაა — ვიდრე ზედმეტად მძიმე ხასიათს არ მიიღებს, მეტისმეტად სუსტია შესამჩნევად“, — აღნიშნა ბაფეტმა.

სტატიაში კი 3 რჩევას გაგიზიარებთ, რათა ამ დესტრუქციული ჩვევებისგან გათავისუფლება შეძლოთ.

1. მოიშორეთ თქვენი ყველაზე დიდი ბრმა წერტილი

ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რომლის გადადგმა ემოციური ინტელექტის განვითარების პროცესის დასაწყებად შეგვიძლია, ე. წ. „ბრმა წერტილების“ აღიარებაა. შესაძლოა, თავად გიჭირდეთ მათი გაცნობიერება, თუმცა სხვების მოსმენაც აპრობირებული მეთოდია — დააკვირდით, რას ამბობენ თქვენზე, როგორ აღგიქვამენ და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ქცევებისგან გათავისუფლების საკითხიც წამოჭერით.

ასე ვთქვათ, ესაა შესაძლებლობა, საკუთარ თავს უფრო დიდი პრიზმიდან დააკვირდეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი აქსიომად არ უნდა მიიღოთ და რაციონალურად უნდა განსაჯოთ — უბრალოდ, თუ მართლა აღმოაჩენთ თქვენში პრობლემას, მათი მოშორების ნუ შეგეშინდებათ.

2. აუცილებელი არაა, მუდმივად მართალი იყოთ

ნამდვილად ყველას სიამოვნებს, როცა მართალი აღმოჩნდება ამა თუ იმ საკითხში. უბრალოდ, ეს გარდაუვალ მოცემულობად არ უნდა აღიქვათ — ყოველთვის თქვენი იდეა ვერ გაიმარჯვებს, თქვენს აზრს სულ არ მოიწონებენ უფროსები თუ კოლეგები… მსგავსი მომენტების დრამატულად აღქმა კი უბრალოდ ხელს შეგიშლით განვითარებასა და გუნდურ მუშაობაში.

3. მოერიდეთ სხვების განსჯას

ალბათ, ეს ყველაზე რთულია ზოგიერთისთვის, რადგან სხვების განსჯა, გაკრიტიკება და შეცდომებზე მითითება თითქოს ბუნებრივად გამოგვდის. თუმცა სათანადოდ თუ არ გააკონტროლეთ, საშინელ შედეგამდე მიხვალთ — არც არავინ გთხოვთ რჩევას და არც პრობლემის გადასაჭრელად მოგაკითხავენ. ჩათვლიან, რომ უბრალო დროის კარგვა იქნება, სანაცვლოდ კი კრიტიკის ქარცეცხლშიც მოუწევთ გავლა.

ამგვარი დამოკიდებულებით, კოლეგებთან გაუცხოების გამოწვევის წინაშეც აღმოჩნდებით. ამიტომაც, შეწყვიტეთ ნაადრევი დასკვნების გამოტანა, მუდმივი ქილიკი და სანაცვლოდ, კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებაზე იზრუნეთ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რას ნიშნავს „Walmart-ის ეფექტი“?

შემდეგი

რას ნიშნავს საინვესტიციო ფილოსოფია?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს საინვესტიციო ფილოსოფია?

რას ნიშნავს საინვესტიციო ფილოსოფია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved