• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები

ოქტომბერი 10, 2024
in ინვესტიციის ანბანი
დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები
გაზიარება

როგორც იცით დივიდენდი კომპანიის მხრიდან აქციონერებისათვის განაწილებული მოგებაა, ინვესტირებისას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კი კომპანიების დივიდენდთან დაკავშირებული პოლიტიკაა. იხდიან თუ არა კომპანიები დივიდენდს. გარდა აღნიშნულისა არსებობს ამ მიმართულებით დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციები, რომლებიც დივიდენდს უწყვეტად და სულ მზარდი მოცულობითაც გასცემენ.

ასეთ კომპანიებსა და მათ აქციებს, აქციების უნიკალურ კლასებში აერთიანებენ და მათ დივიდენდ არისტოკრატებს ან დივიდენდ მეფეებს უწოდებენ.

რას ნიშნავს თითოეული?

დივიდენდ არისტოკრატები

დივიდენდ არისტოკრატები არის კომპანიები S&P 500 ინდექსში, რომლებიც არა მხოლოდ მუდმივად გასცემენ დივიდენდებს, არამედ ყოველწლიურად ზრდის მის მოცულობას.

კომპანია განიხილება დივიდენდ არისტოკრატად, თუ იგი გაზრდის თავის დივიდენდებს უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. დივიდენდ არისტოკრატების ზოგიერთი მოყვარული მათ აფასებს დამატებითი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა კომპანიის ზომა და ლიკვიდურობა, მაგალითად, საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ დოლარზე მეტი და ა.შ.

კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი დივიდენდური შემოსავლის გენერირება შედარებით იშვიათია და როგორც წესი დიდი სტაბილურობით სარგებლობს. მათ აქვთ პროდუქტები რომელთა გაყიდვაზეც ეკონომიკური რეცესია პირდაპირპროპორციულად არ მოქმედებს, ზუსტად ეს აძლევთ საშუალებას რომ მიიღონ მზარდი შემოსავალი მაშინაც კი როდესაც სხვა კომპანიები გადარჩენისთვის იბრძვიან. 2021 წლის მონაცემების მიხედვით 65 დივიდენდის არისტოკრატს ვხვდებით, ისინი გადანაწილებულნი არიან მრავალ სექტორში, მათ შორის: ჯანდაცვა, საცალო ვაჭრობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება/გადამუშავება და მშენებლობა.

როგორც წესი სტარტაპ კომპანიები და ტექნოლოგიური კომპანიები იშვიათად გვთავაზობენ დივიდენდებს, რადგან ასეთი კომპანიათა მენეჯმენტს ურჩევნიათ შემოსავლის რეინვესტირება მოახდინონ, რათა ხელი შეუწყონ მაღალი ზრდის მაჩვენებლებს.

დივიდენდ მეფეები

დივიდენდების არისტოკრატების მსგავსად, “დივიდენდების მეფეები” არიან კომპანიები, რომლებიც ცნობილია დივიდენდების ხანგრძლივი გადახდით.  დივიდენდის არისტოკრატი უნდა იყოს S&P 500-ის წევრი და ჰქონდეს დივიდენდის მზარდი გადახდა 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო დივიდენდის მეფის კვალიფიკაციისთვის ორგანიზაციას  მხოლოდ ერთი კრიტერიუმის დაკმაყოფილება უწევს: მზარდი დივიდენდის გადახდა უწყვეტად მინიმუმ 50 წლის განმავლობაში. ზოგიერთი დივიდენდის მეფე ასევე არის დივიდენდის არისტოკრატი, თუმცა ყველა არისტოკრატი არ არის დივიდენდის მეფე. იშვიათია კომპანიები რომლებიც მუდმივად ზრდიან თავიანთ დივიდენდებს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ამიტომ დივიდენდების მეფეების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე არისტოკრატებისა.

დივიდენდ არისტოკრატებისა და დივიდენდ მეფეების ძლიერი და სუსტი მხარეები

როგორც წესი კომპანია რომელიც იხდის მუდმივად მზარდ დივიდენდს, იდეალურია ინვესტორებისთვის, მით უფრო მათთვის რომლებიც ეძებენ სტაბილურ შემოსავალს, ასეთი კომპანია არის დადებითი სიგნალი იმისა, რომ ორგანიზაციას მყარი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ დივიდენდი არის ფირმის მოგების ნაწილი, რომელსაც ის უხდის თავის მფლობელებს (აქციონერებს) ნაღდი ფულის სახით. ნებისმიერი თანხა, რომელიც გადახდილია დივიდენდში შესაძლებელია მიმართული ყოფილიყო რეინვესტირების მიმართულებით. თუ ბიზნესი უხდის აქციონერებს მოგების ძალიან მაღალ პროცენტს, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მენეჯმენტი კომპანიაში ზრდის შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს.  აქედან გამომდინარე, დივიდენდის არისტოკრატი შეიძლება აფუჭებდეს ან ხელიდან უშვებდეს ზრდის შესაძლებლობებს.

რამდენად დროულია დივიდენდების არისტოკრატებსა და მეფეებში ინვესტიცია რეცესიის დროს?

ასეთი კომპანიები უკვე მომწიფებულნი არიან, რადგან უკვე რამდენიმეჯერ გაუძლეს ეკონომიკურ ვარდნას, თუმცა მაინც მოახერხეს დივიდენდების გაზრდა მათ შორის რეცესიის დროსაც. ამიტომ რეცესიისას ნამდვილად კარგი აზრია  ასეთი აქციების ძიება, ის შეიძლება გამოდგეს უსაფრთხო თავშესაფრად, სანამ სხვა ყველაფერი იკლებს.

წინა

მომდევნო აქციის შეძენამდე საკუთარ თავს ეს 3 კითხვა დაუსვით

შემდეგი

5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved