• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

მომდევნო აქციის შეძენამდე საკუთარ თავს ეს 3 კითხვა დაუსვით

შესაძლოა, პასუხებმა სწორ გადაყვეტილებებამდე მიგიყვანოთ

ოქტომბერი 10, 2024
in ინვესტიციის ანბანი
მომდევნო აქციის შეძენამდე საკუთარ თავს ეს 3 კითხვა დაუსვით
გაზიარება

როდესაც საქმე საინვესტიციო პორტფელის შექმნას ეხება, თქვენ სხვადასხვა არჩევანი გაქვთ: შეგიძლიათ ინდივიდუალური აქციები შეიძინოთ ან საინდექსო ფონდებზე ორიენტირდეთ.

საინდექსო ფონდების არჩევის დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი ინვესტიციით მრავალი სხვადასხვა კომპანიის აქციების ფლობის საშუალება გეძლევათ. თუ თქვენ S&P 500-ის აქციებს ფლობთ, გამოდის, ინვესტიცია 500 კომპანიის აქციაში ჩადეთ.

საინდექსო ფონდები შესანიშნავი არჩევანია, რადგან მათი წყალობით საშუალება გეძლევათ, თავი აარიდოთ იმ ინტენსიურ კვლევებს, რომლებიც ინდივიდუალურ აქციებში ინვესტირებისას დაგჭირდებოდათ. თუმცა საინდექსო ფონდებში ინვესტირების აშკარა ნაკლი ის არის, რომ იგი არ იძლევა ბაზრის „დამარცხების“ საშუალებას. ეს იმიტომ, რომ მათი მიზანი არის ბაზრის მუშაობის შესაბამისობა და არა მისი გადაჭარბება.

თუ უფრო მაღალი მიზნები გამოძრავებთ, თქვენი საუკეთესო არჩევანი შეიძლება ინდივიდუალურ აქციებში ინვესტირება იყოს. თუმცა სანამ თქვენს პორტფელში მომდევნო აქციას დაამატებთ, ეს ძირითადი კითხვები გაითვალისწინეთ.

  1. რამდენად ვხედავ საკუთარ თავს ამ კომპანიის მფლობელად მომავალი 10 წლის ან უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში?

აქციებს შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს მნიშვნელოვანი ღირებულების მოსაპოვებლად, ნეგატიური შემოსავლის ანგარიშით გამოწვეული ზარალის აღსადგენად ან არახელსაყრელი ამბით გამოწვეული ზემოქმედების გასანეიტრალებლად. ამიტომ, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიძინოთ კონკრეტული აქცია, თუ მის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში აპირებთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ასეთი დროის ჩარჩო თქვენთვის მისაღებია, შესაძლოა, მოცემული აქცია თქვენთვის შესაფერისი არ იყოს.

  1. აქვს თუ არა ამ კომპანიას კონკურენტული უპირატესობა?

არსებობს უამრავი ბიზნესი, რომელსაც შემოსავლების გამომუშავების, ფულადი სახსრების მაქსიმალიზებისა და ვალის შეზღუდვის კარგი შესაძლებლობები გააჩნია. მაგრამ მხოლოდ ეს სულაც არ აქცევს კომპანიას კარგი შესყიდვის შესაძლებლობად.

სანამ თქვენს პირად საინვესტიციო მიქსს კონკრეტული კომპანიის აქციებს დაამატებთ, იფიქრეთ იმაზე, შეუძლია თუ არა მოცემულ კომპანიას კონკურენტებისგან განსხვავებული რაიმე სახის სარგებლის მოტანა. ეს შეიძლება იყოს საზრიანი მმართველი გუნდი ან შეუდარებელი ინოვაციური უნარი. ეს არის კარგი მიზეზი იმისთვის, რომ ერთი კომპანია მეორეს ამჯობინოთ.

  1. სძენს თუ არა ეს კომპანია ჩემს პოტფელს მრავალფეროვნებას?

თქვენს პორტფელში დივერსიფიკაციის მყარი დონის შენარჩუნება დროთა განმავლობაში დიდი სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ. ამას ასევე შეუძლია, ბაზრის ტურბულენტობის პერიოდში, გარკვეული ხარისხის დაცვა უზრუნველყოს.

საინდექსო ფონდებში ინვესტირება ინვესტორებს დივერსიფიკაციის საკითხის მოგვარებაში ეხმარება. მაგრამ თუ თქვენ უფრო მეტად ინდივიდუალურ აქციებზე ხართ ორიენტირებული, შემდეგ ჯერზე, როდესაც აქციის ყიდვას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, დაგეხმარებათ თუ არა ეს აქტივების სასურველი ნაზავის შექმნაში ან შენარჩუნებაში. მაგალითად, თუ თქვენ უკვე ფლობთ შვიდ ან რვა ჯანდაცვის კომპანიის აქციას და თქვენი მიზანი პორტფელის 20 აქციით შეზღუდვაა, გონივრული იქნება, თუ სხვა სექტორში მომუშავე კომპანიების აქციებზე ორიენტირდებით.

დასვით სწორი კითხვები

აქციების შესყიდვა არ არის ისეთი რამ, რის შესახებაც გადაწყვეტილება ახირების საფუძველზე უნდა მიიღოთ. პირიქით, ამ პროცესში მეტი ფიქრი გმართებთ. ამ მნიშვნელოვანი კითხვების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქციების შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ინანებთ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

6 მარტივი საფეხური ფინანსური თავისუფლების მისაღწევად

შემდეგი

დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები

დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved