• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

6 მარტივი საფეხური ფინანსური თავისუფლების მისაღწევად

მარტი 4, 2022
in ინვესტიციის ანბანი
6 მარტივი საფეხური ფინანსური თავისუფლების მისაღწევად
გაზიარება

ფინანსურ თავისუფლებას სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. ბევრი ჩვენგანისთვის, ფინანსური თავისუფლება ნიშნავს ფულის ქონას იმისთვის, რომ საბანკო ანგარიშზე ფიქრის გარეშე ვაკეთოთ ის, რაც გვსურს, გვქონდეს ფინანსური სტაბილურობა და სიმშვიდე, როდესაც საქმე ფულს ეხება.

იმის მიუხედავად, თუ როგორ აღიქვამთ ფინანსურ თავისუფლებას, ამ ნაბიჯების შესრულება თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

  1. გაიაზრეთ, სად მიდის თქვენი ფული

ბიუჯეტის ან ფულადი ნაკადების დაგეგმვა აუცილებელია თქვენი ხარჯებისა და დანაზოგების გასაკონტროლებლად. საბოლოო მიზანი, თითოეული ლარის, ხარჯებისა ან დანაზოგებისთვის კატეგორიის მინიჭებაა. უმჯობესია, თავიდანვე განსაზღვროთ, საით წავა თქვენი ფული, ნაცვლად იმისა, რომ შემდეგ დაიწყოთ ამის გარკვევა. საბედნიეროდ, ბიუჯეტის მართვის გასამარტივებლად მრავალი აპლიკაცია არსებობს. მათი საშუალებით თქვენ შეძლებთ ხარჯებს თვალყური ადვენოთ.

  1. მოერიდეთ ცხოვრების წესის ინფლაციას

როგორც წესი, როდესაც ადამიანები მეტ ფულს გამოიმუშავებენ, შესაბამისად უფრო მეტს ხარჯავენ. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ – დანაზოგები შემოსავლებს არ ჩამორჩება, ფული ლარებიდან პროცენტებში გადაიყვანეთ. მაგალითად, თუ თქვენ მიზნად დაისახავთ შემოსავლების 8% დაზოგოთ, დანაზოგები შემოსავლების მატებასთან ერთად გაიზრდება. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი შემოსავალი იმატებს, ავტომატურად გაზარდეთ თქვენს შემნახველ და საინვესტიციო ანგარიშებზე გადარიცხული თანხის მოცულობა. ყოველივე ამის შემდეგ, თუ თქვენს მიმდინარე ანგარიშზე დამატებით ფულს ვერ ხედავთ, შესაბამისად ვერაფერს დახარჯავთ.

  1. უმრავლესობას ნუ გაჰყვებით

კვლევები ცხადჰყოფს, რომ ინვესტორები მიდრეკილნი არიან იყიდონ ძვირად და გაყიდონ იაფად. საშუალო ინვესტორმა 2001 წლიდან 2020 წლამდე მხოლოდ 2.9%-იანი შემოსავალი მიიღო, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში S&P 500-ის საშუალო 7.5% იყო. ემოციური ინვესტიციის დასაძლევად გამოიყენეთ ტექნიკა სახელწოდებით – „დოლარის საშუალო ღირებულება.“ ეს არის საინვესტიციო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც თქვენ ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ან ყოველ კვარტალში, გარკვეული თანხის ინვესტირებას ახორციელებთ. ეს ამცირებს იმის ალბათობას, რომ „ცხელი“ ტენდენციები, ბაზრის მოულოდნელი მოვლენები ან ცუდი ამბები თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს განაპირობებს.

  1. იყავით პროაქტიური პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით

თქვენი საპენსიო გეგმის სრული სურათის განსაზღვრა შეიძლება დიდი გამოწვევა იყოს. თუ შესაძლებელია, თქვენი საპენსიო ანგარიშის შენატანები გაზარდეთ. გამოიკვლიეთ საინვესტიციო პროდუქტები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი თქვენთვის შესაფერისია. რეგულარულად გადახედეთ თქვენს ფინანსურ გეგმას, იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორ გზაზე დგახართ.

  1. ელოდეთ მოულოდნელს

საგანგებო სიტუაციის ან სამუშაოს შეწყვეტის შემთხვევისთვის იქონიეთ სარეზერვო ფონდი სამიდან ექვს თვემდე ცხოვრების ხარჯებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საკრედიტო ბარათების გამოყენება მოგიწიოთ. ის, თუ რამდენი თვისთვის საკმარის თანხას გადაინახავთ, უნდა ეფუძნებოდეს თქვენი სამუშაოს ხანგრძლივობას, სამუშაო უსაფრთხოებასა და შემოსავლის სხვა წყაროებს.

  1. ნუ მისცემთ წარსულის შეცდომებს თქვენი პარალიზების უფლებას

თუ თქვენს წარსულში ცრუ წამოწყებები და დაბრკოლებები იყო,  თქვენი ფინანსების ფორმირებაში კიდევ ერთი დარტყმა შეიძლება რთული იყოს. არ იდარდოთ წარსულის შეცდომებზე და ნუ ინერვიულებთ იმაზე, თუ რა უნდა გაგეკეთებინათ. ამის ნაცვლად, ისწავლეთ თქვენი წარსული შეცდომების მაგალითზე, დაგეგმეთ თქვენი მომავალი იმის მიხედვით, თუ სად ხართ ახლა და სად გსურთ წასვლა. ჭკვიანური ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო დრო შეიძლება წარსულშიც იყო, მაგრამ მეორე საუკეთესო დრო სწორედ ახლაა. შეიმუშავეთ თქვენთვის კომფორტული გეგმა და მუდმივად გაზომეთ თქვენი პროგრესი.

წინა

რუსულმა რუბლმა ახალ მინიმუმს მიაღწია

შემდეგი

რუსეთთან კავშირმა ევროპულ აქციებს $100 მილიარდი დააკარგვინა

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 22, 2023
ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ
ინვესტიციის ანბანი

ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ

by Giorgi
ნოემბერი 21, 2023
შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს
ინვესტიციის ანბანი

შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს

by Giorgi
ნოემბერი 20, 2023
როგორია მაიკლ ბერის საინვესტიციო მიდგომა?
ინვესტიციის ანბანი

როგორია მაიკლ ბერის საინვესტიციო მიდგომა?

by Giorgi
ნოემბერი 16, 2023
რას მოიცავს ფინანსური სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ფინანსური სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2023
მეტი
შემდეგი
რუსეთთან კავშირმა ევროპულ აქციებს $100 მილიარდი დააკარგვინა

რუსეთთან კავშირმა ევროპულ აქციებს $100 მილიარდი დააკარგვინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • Zscaler-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა
  • რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
  • საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved