• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

ოქტომბერი 10, 2024
in ინვესტიციის ანბანი
5 ბიზნეს ეტაპი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს
გაზიარება

აქციების შეფასება არის ტერმინი, რომელსაც ინვესტორები აქტივის მიმდინარე ან სავარაუდო ღირებულების აღსაწერად იყენებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პროცესით განისაზღვრება აქცია იაფია თუ ძვირი.

როგორც ჩანს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია, შეფასება დაგვიანებული აზრია, მაგრამ განაკვეთების ზრდასთან ერთად, მიმზიდველი შეფასება ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია.

რეალობა, რა თქმა უნდა, სადღაც შუაშია.

შეფასებისას ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის ბიზნესის არსებობის ციკლის გაგება. შეფასებების მეტრიკა მხოლოდ ინსტრუმენტებია, სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგიერთი მუშაობს უკეთ, ვიდრე სხვა. ჩაქუჩი ძალიან ეფექტურია ლურსმნების დასაჭედებლად, თუმცა ხეების მოსაჭრელად არ გამოდგება. ასეთივე კონცეფცია მიესადაგება აქციების შეფასებასაც.

Investor
  1. იდეის ჩამოყალიბება

იდეის ჩამოყალიბების სტადიაზე კომპანია უფრო ოცნებაა, ვიდრე რეალობა. არ არსებობს პროდუქტი, შესაბამისად არც შემოსავალი და მოგება, ხარჯები კი მაღალია.

შეფასების საუკეთესო მცდელობა, ალბათ, არის მთლიანი ხელმისაწვდომი ბაზრის (TAM) მიმდინარე საბაზრო კაპიტალთან შედარება. თუმცა, „Dot.com-ის ბუმის“ შემდეგ, იშვიათია, რომ კომპანია ამ ეტაპზე საჯარო გახდეს.

  1. პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვება

მას შემდეგ, რაც რეალური პროდუქტი გექნებათ, კომპანიის შეფასების უნარი ჩამოყალიბებას იწყებს. კომპანიას ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ექნება შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასი/გაყიდვა კოეფიციენტის (P/S) გამოყენებას შეძლებთ.

ამჟამინდელი საჯარო ვაჭრობის კომპანიები, რომლებიც პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვების ეტაპზე იმყოფება, არის ელექტრომობილების (EV) მწარმოებლები, როგორებიც არის Rivian და Lucid.

აქციების შესაფასებლად P/S თანაფარდობის გამოყენება ბიზნესის ან ინდუსტრიის შესახებ კონტექსტურ ინფორმაციას მოითხოვს. S&P 500-სთვის საშუალო P/S თანაფარდობა არის დაახლოებით 2.8, მაგრამ თუ კომპანიებს ინდივიდუალურად შეხედავთ, ფართო დიაპაზონს დაინახავთ.

პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვების ეტაპზე P/S კოეფიციენტი, სავარაუდოდ, მაღალი იქნება, მაგრამ კარგი წესია მოძებნოთ ისეთი თანაფარდობა, რომელიც შემოსავლების ზრდის სავარაუდო ტემპზე ნაკლებია (ანუ, თუ კომპანიის გაყიდვები წელიწადში 10%-ით გაიზრდება, P/S კოეფიციენტი, რომელიც 10-ზე ნაკლებია კარგ ღირებულებაზე მიუთითებს). უფრო მაღალმა პროგნოზირებულმა ზრდის ტემპმა, შეიძლება, მაღალი P/S თანაფარდობა გაამართლოს.

  1. ზრდა

კომპანიის ზრდის ეტაპი შემოსავლების სწრაფად დაჩქარებით განისაზღვრება. შემოსავლის ზრდასთან ერთად, შეიძლება, გაგიჩნდეთ ფასი/მოგება კოეფიციენტის (P/E) გამოყენების ცდუნება, იმის დასადგენად, არის თუ არა აქციები იაფი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს, როგორც წესი, შეცდომაა. მაშინაც კი, თუ კომპანია მოგების მიღებას ახერხებს, ის, სავარაუდოდ, ბიზნესში დიდ ინვესტიციას ჩადებს, რათა ბაზრის მეტი წილი დაიპყროს, რაც მაღალ P/E თანაფარდობას გამოიწვევს.

P/S ამ ეტაპისთვის შესანიშნავი საზომია, მის გამოყენებას სხვა მეტრიკებთან ერთად, როგორიც არის ფასი/თავისუფალი ფულადი ნაკადები კოეფიციენტი (P/FCF), შეუძლია ბიზნესის ღირებულებისა და საერთო სიჯანსაღის შესანიშნავი გაგება უზრუნველყოს.

თავისუფალი ფულადი ნაკადი არის ნაღდი ფული, რომელიც რჩება ოპერაციების შემდეგ კაპიტალური დანახარჯების გამოკლებით (ფიზიკური აქტივების შესყიდვები, როგორიც არის ქონება და აღჭურვილობა). ბევრი ინვესტორი თავისუფალ ფულად ნაკადებს აღიქვამს ისევე მნიშვნელოვნად (ან უფრო მეტადაც კი), როგორც მოგებას, რადგან FCF იძლევა ნათელ სურათს იმის შესახებ, როგორ მოძრაობს ფულადი სახსრები ბიზნესში.

ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული მონაცემთა შემნახველი კომპანია Snowflake არის ზრდის ეტაპის მაგალითი.

  1. სიმწიფე

როდესაც შემოსავლების ზრდის ტემპი სტაბილიზაციას იწყებს (წელიწადში 10%-ზე ნაკლები) კომპანია სიმწიფის ეტაპზე გადადის. ბიზნესს შეუძლია ამ ეტაპზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში იარსებოს.

ფართოდ განხილული P/E თანაფარდობა სწორედ ამ ეტაპზეა გამოსადეგი, რადგან კომპანიას შესამოწმებელი თანმიმდევრული შემოსავლის გამოცდილება აქვს. ინვესტორები, როგორც წესი, ეძებენ კომპანიებს, რომლებსაც 20-ზე ნაკლები P/E კოეფიციენტი აქვს, თუმცა ცნობილია, რომ უორენ ბაფეტი უპირატესობას ანიჭებს ისეთ კომპანიებს, რომელთა P/E 15-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ 15-ზე ნაკლები P/E თანაფარდობა, ზოგადად, იაფად ითვლება, ეს მაჩვენებელი ინდუსტრიის სხვა კომპანიების ანალოგიურ კოეფიციენტებს უნდა შევადაროთ, რათა გავიგოთ არის თუ არა კომპანია ნაკლებად ან ზედმეტად დაფასებული.

მრავალი წელია, რაც 3M Company სიმწიფის ფაზაში მყოფი ბიზნესია და ამჟამად მისი P/E კოეფიციენტი 14.5-ის ტოლია, ხოლო მისი კონკურენტების – Honeywell International-ის და Emerson Electric Co.-ს იგივე მაჩვენებელი შესაბამისად, 23-ს და 20-ს უტოლდება.

  1. კლება

ყველა კომპანია, თუნდაც საუკეთესო, აღწევს იმ დონეს, როდესაც ის ბაზრის ლიდერი აღარ არის. ეს შეიძლება იყოს ცუდი მმართველობითი გადაწყვეტილებების, ბრენდის ღირებულების ნგრევის ან ახალი ინოვაციური შეფერხების შედეგი. ეს პერიოდი გაყიდვებისა და მომგებიანობის შემცირებით გამოირჩევა, რაც საბოლოოდ “სიკვდილის სპირალს” იწვევს.

ამ კომპანიების შესაფასებლად გამოსადეგი მეტრიკა არ არსებობს, რადგან ისინი ინვესტირებადი არ არის. ახალბედა ინვესტორები, შესაძლოა, მოტყუვდნენ და იფიქრონ, რომ დაბალი P/E კოეფიციენტის გამო, კონკრეტული ბიზნესი შესანიშნავი გარიგებაა. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის შეფასება კომპანიის ანალიზის მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტი.

დასკვნა

შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არავის მისცეთ უფლება, რომ საპირისპიროში დაგარწმუნოთ. მაგრამ შეფასებები ყველაფერი არ არის. ინვესტირება ბიზნესის მთლიანი სურათის დანახვაა და ზოგჯერ ეს ნიშნავს ისეთი კომპანიის აქციების ყიდვას, რომელიც, როგორც ჩანს, თანდართული წარმოუდგენელი ისტორიის გამო, ზედმეტად არის დაფასებული. ანალოგიურად, ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს, ერთი შეხედვით მომგებიან გარიგებებზე უარის თქმას, თუ ბიზნესი დაცემის ნიშნებს აჩვენებს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები

შემდეგი

გამარჯვებულები და დამარცხებულები საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გამარჯვებულები და დამარცხებულები საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში

გამარჯვებულები და დამარცხებულები საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved