თუ მზად ხართ საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების ჩასადებად, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. საფონდო ინვესტიცია, როდესაც ის კარგად კეთდება, ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზაა გრძელვადიანი სიმდიდრის უზრუნველსაყოფად. შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ 50 წლის წინ S&P 500 ინდექსში 10,000 აშშ დოლარის ინვესტიცია დღეს თითქმის 1,2 მილიონი დოლარი ღირდა. ჩვენ გეტყვით, როგორ განახორციელოთ ინვესტიცია.
1. განსაზღვრეთ თქვენი მიდგომა
პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორ დაიწყებთ ინვესტიციას აქციებში. ზოგი ინვესტორი ირჩევს ინდივიდუალურ აქციებს, ზოგს სრულიად სხვა მიდგომები აქვს. ქვემოთ რამდენიმე მახასიათებელს ჩამოგითვლით:
- ანალიტიკოსი, რომელსაც ახასიათებს კვლევა და ციფრების დამუშავება
- ის, ვისაც სძულს მათემატიკა და საშინაო დავალებების კეთება
- ის, ვინც კვირაში რამდენიმე საათს საფონდო ბირჟის კვლევას უძღვნის
- ის, ვინც კითხულობს იმ კომპანიების შესახებ, სადაც ინვესტიციას განახორციელებდა
- ის, ვინც ძალიან დაკავებული, მაგრამ პროფესიონალია და დრო არ აქვს აქციების გასაანალიზებლად
2. გადაწყვიტეთ, რამდენს ჩადებთ ინვესტიციებში
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ საფონდო ბაზარი არაა ადგილი იმ ფულის ჩასადებად, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ბაზარი არაპროგნოზირებადია, მაგალითად, 2020 წელს 40%-ზე მეტით დაეცა, თუმცა რამდენიმე თვეში ყველა დროის მაქსიმუმს დაუბრუნდა.
3. გახსენით საინვესტიციო ანგარიში
აქციებში ინვესტიციებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ე.წ. Საბროკერო ანგარიში, რომლის გახსნაც, როგორც წესი, სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი ესაჭიროება.
4. აირჩიეთ სათქვენო აქციები
რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე აბზაცში ჩვენ ვერ განვიხილავთ ყველაფერს, რაც უნდა გაითვალისწინოთ აქციების შერჩევისა და ანალიზის დროს, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ცნებები, რომლებსაც უნდა დაეუფლოთ:
- თქვენი პორტფელის დივერსიფიკაცია
- ინვესიტირება მხოლოდ იმ ბიზნესში, რომელიც თქვენთვის გასაგები და ნაცნობია
- თავიდან მოერიდეთ სწრაფად ცვალებად აქციებს
- შეისწავლეთ აქციების შეფასების ძირითადი კონცეფცია
5. განაგრძეთ ინვესტირება
საფონდო ბირჟაზე ფულის გამომუშავების ყველაზე საიმედო გზაა დიდი ბიზნესის აქციების შეძენა გონივრულ ფასებში და მათი შენარჩუნება მანამ, სანამ ბიზნესი კარგად აკეთებს თავის საქმეს (ან სანამ ფული დაგჭირდებათ). თუ ამას გააკეთებთ, თქვენ შეიძლება რაღაც ცვლილებები განიცადოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში შესანიშნავ ინვესტიციებს მიიღებთ. როგორც უორენ ბაფეტი იტყოდა, არაჩვეულებრივი შედეგის მისაღებად არაჩვეულებრივი საქმის გაკეთება არ გჭირდებათ. უბრალოდ მიჰყევით რჩევებს!
წარმოგიდგენთ ვიდეო თუთორიალებს, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ინვესტირება აქციებში. ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილავთ მოკლე ვიდეო გაკვეთილებს, რომლებშიც დეტალურადაა ახსნილი ის ნაბიჯები, რაც გჭირდებათ:
- ანგარიშის გასახსნელად ანგარიშის გახსნა
- თანხის შესატანად თანხის შეტანა
- აქციის შესაძენად აქციის ყიდვა
- ტრანზაქციების შესამოწმებლად ტრანზაქციის შემოწმება
- სიების შესაქმნელად სიების შექმნა
- აქციების გასაყიდად როგორ გავყიდო აქცია?
- ანგარიშიდან თანხის გასატანად ანგარიშიდან თანხის გატანა
ყველა ვიდეოგაკვეთილი იხილე აქ: ვიდეოგაკვეთილები
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.