• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია?

მარტი 28, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია?
გაზიარება

დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია საინვესტიციო პორტფელში აქტივთა კლასებს რისკისა და მოგების დასაბალანსებლად აერთიანებს. როგორც წესი, დაბალანსებული პორტფელი აქციებსა და ობლიგაციებს მოიცავს, თანაბარი ან ოდნავ განსხვავებული განაწილებით, როგორიც არის, მაგალითად, 60% — აქციები და 40% —ობლიგაციები. დაბალანსებული პორტფელი ასევე შეიძლება მოიცავდეს მცირე მოცულობის ფულად სახსრებს ან ფულის ბაზრის ინსტრუმენტებს ლიკვიდურობის მიზნებისთვის.

დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგიის გააზრება

საინვესტიციო პორტფელის დაკომპლექტების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს, რაც ინვესტორის პრეფერენციებსა და რისკისადმი ტოლერანტობაზეა დამოკიდებული.

სპექტრის ერთ ბოლოში არის სტრატეგიები, რომლებიც მიზნად ისახავს კაპიტალის შენარჩუნებას და მიმდინარე შემოსავლის მიღებას. ეს მიდგომა, როგორც წესი, მოიცავს უსაფრთხო, მაგრამ დაბალშემოსავლიან ინვესტიციებს, როგორებიც არის სადეპოზიტო სერტიფიკატები, მაღალ რეიტინგიანი ობლიგაციები, ფულის ბაზრის ინსტრუმენტები და ზოგიერთი ლურჯი ჩიპის აქცია, რომელიც დივიდენდებს იხდის. ასეთი სტრატეგიები მიზანშეწონილია ინვესტორებისთვის, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან მათ მფლობელობაში არსებული კაპიტალის შენარჩუნებაზე და მისი ზრდით ნაკლებად ინტერესდებიან.

მეორე მხარეს კი არის მიდგომები, რომლებიც ორიენტირებულია ზრდაზე. ეს უფრო „აგრესიული“ სტრატეგიები ზოგადად გულისხმობს აქციების უფრო მაღალ კონცენტრაციას, მათ შორის მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებში ინვესტირებას. თუ ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულია ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები, მათ შეიძლება ჰქონდეს დაბალი საკრედიტო რეიტინგი ან ნაკლები უსაფრთხოება, მაგრამ უფრო მაღალი სარგებელი. ზრდის სტრატეგიები შესაფერისია რისკისადმი მაღალი ტოლერანტობის მქონე ახალგაზრდა ინვესტორებისთვის, რომლებიც კომფორტულად იღებენ ხანმოკლე ცვალებადობას უკეთესი მოსალოდნელი გრძელვადიანი შემოსავლის სანაცვლოდ.

Investor

ინვესტორებს, რომლებიც ამ ორ ბანაკს შორის ხვდებიან, შეუძლიათ, დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგია აირჩიონ. ეს მოიცავს კონსერვატიული და აგრესიული მიდგომების შერევას. მაგალითად, დაბალანსებული პორტფელი შეიძლება მოიცავდეს:

  • დივიდენდის გადამხდელ ლურჯი ჩიპის აქციებს — 25%;
  • მცირე კაპიტალიზაციის აქციებს — 25%;
  • მაღალ რეიტინგიან სახელმწიფო ობლიგაციებს — 25%;
  • მაღალ რეიტინგიან კორპორატიული ობლიგაციებს — 25%.

დაბალანსებული საინვესტიციო სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორები ფოკუსირებულნი არიან მოკრძალებულ ანაზღაურებაზე, კაპიტალის შენარჩუნების მაღალ ალბათობასთან ერთად.

დაბალანსებული ფონდები

დაბალანსებული ფონდი არის ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ერთ პორტფელში აერთიანებს როგორც აქციებს, ისე ობლიგაციებს და ფულის ბაზრის ინსტრუმენტებს. ზოგადად, ასეთი ფონდები ინარჩუნებს აქციებისა და ობლიგაციების შედარებით ფიქსირებულ ნაზავს, როგორიცაა, შესაბამისად 60/40. დაბალანსებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდების მფლობელობები ქმნის ბალანსს კაპიტალსა და ვალს შორის. მათი ამოცანა ზრდასა და შემოსავალს შორის ბალანსის დამყარებაში მდგომარეობს, რაც განაპირობებს სახელწოდებას — „დაბალანსებული ფონდი“.

დაბალანსებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდები შეეფერება ინვესტორებს, რომლებიც უსაფრთხოების, შემოსავლისა და კაპიტალის მოკრძალებული ზრდის ნაზავზე არიან ორიენტირებულნი.

წინა

რას ნიშნავს ეკონომიკური აღმავლობა?

შემდეგი

ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები

ფინანსური პასუხისმგებლობის საფუძვლები

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved