უორენ ბაფეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორია. თუმცა მანაც კი აღიარა, რომ წლების განმავლობაში ხელიდან მრავალი შესაძლებლობა გაუშვა. ერთ-ერთი ასეთი გამოუყენებელი შანსი Amazon იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია ახლა Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელშია, ეს შედარებით ახალი – 2019 წელს დამატებული პოზიციაა. რაც შეეხება Microsoft-ს, ბაფეტი ამბობს, რომ მან ამ კომპანიის აქციები ადრეულ წლებში ხელიდან გაუშვა. ამ შეცდომებმა ინვესტორებს უნდა მისცეს იმედი, რომ მათ პოტენციურად უკეთ შეუძლიათ მომავალში მოქმედებმა, ვიდრე ეს ბაფეტმა წარსულში გააკეთა.
ბიოტექნოლოგიურ და ტექნოლოგიურ აქციებზე ორიენტირება
ორი სექტორი, რომელსაც ბაფეტი ერიდება არის ბიოტექნოლოგიური და ტექნოლოგიური აქციები. Berkshire-ის პორტფელის დათვალიერებისას ინვესტორები ხედავენ, რომ ფონდის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ძლიერ ბრენდებზე (Coca-Cola, Kraft Heinz) და ფინანსურ ბიზნესებზე (Bank of America, American Express, U.S. Bancorp). მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური კომპანია – Apple ბაფეტისთვის ყველაზე ღირებულ ინვესტიციად რჩება, შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხდება ტრადიციული ტექნოლოგიური აქცია.თუმცა, მისი ძლიერი ბრენდი მომხმარებლებისთვის კვლავ ძალიან მიმზიდველია და სწორედ ამიტომ არის ის Berkshire-სთვის შესაბამისი.
მთავარი, რასაც ბაფეტი გვირჩევს არის ის, რომ ინვესტორი საკუთარი კომპეტენციის წრეში უნდა დარჩეს, ანუ ინვესტიცია ჩადოს იმაში, რაშიც ერკვევა.
ტექნოლოგიური და ბიოტექნოლოგიური აქციები ხშირად შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური ინვესტიცია იყოს, მაგრამ ამასთან მათ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ანაზღაურების მოტანა შეუძლია.
ამ წელს ბაზარზე ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქცია იყო Vertex Pharmaceuticals. კომპანიის კისტოზური ფიბროზის პრეპარატები ბიზნესისთვის მილიარდობით დოლარის მოცულობის შემოსავალს გამოიმუშავებს.
ამ კომპანიას ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ისეთ ინვესტორებისთვის, როგორიც ბაფეტია, ასეთი აქციები მიმზიდველი არ არის. გასულ წელს Vertex-ის ზრდამ 54% შეადგინა – S&P 500-ის ზარალი კი 4% იყო.
ინვესტორებს ასევე შეუძლიათ საკუთარ თავზე მეტი რისკი აიღონ
კიდევ ერთი გზა, რომლითაც ინვესტორებს შეუძლიათ უორენ ბაფეტს აჯობონ, არის მეტი რისკის აღების სურვილი. ინვესტორებს, რომლებიც განსხვავებულ მომავალს ხედავენ და მზად არიან მეტ გაურკვევლობას შეეჭიდონ, პოტენციურად შეუძლიათ, რომ ბაფეტს აჯობონ. უორენ ბაფეტის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი ფულის დაკარგვის თავიდან აცილებაა და ეს შეიძლება მაღალი რისკისა და მაღალი ჯილდოს მქონე ინვესტიციებზე უარის თქმას ნიშნავდეს.
მეტი შანსია, რომ ბაფეტს მოკლე ვადაში უფრო აჯობებთ, ვიდრე გრძელვადიან პერსპექტივაში
ბაფეტის წარმადობის გადაჭარბება შეუძლებელი არ არის და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პერსპექტივას განიხილავთ. 1965 წლიდან Berkshire-ის საშუალო წლიურმა მატებამ 20% შეადგინა. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სახის ანაზღაურების დამარცხება ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე Berkshire-ის წარმადობის გადაჭარბება რამდენიმე წლის ვადაში. ცვალებადობამ, რომელიც ტექნოლოგიურ, ბიოტექნოლოგიურ და სხვა მზარდი პოტენციალის აქციებს ხშირად ახასიათებს, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში Berkshire Hathaway-ის წარმადობის გადაჭარბების ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულოს.