• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

5 აპრობირებული საინვესტიციო სტრატეგია რეცესიის დასაძლევად

აგვისტო 5, 2022
in ინვესტიციის ანბანი
5 აპრობირებული საინვესტიციო სტრატეგია რეცესიის დასაძლევად
გაზიარება

ინვესტორებისთვის რეცესიის თავიდან აცილების გზა არ არსებობს. ეკონომიკური ციკლები ბუნებრივია და მათ ბაზრის რადიკალურად გადაადგილება შეუძლია. ზარალის შეზღუდვისა და გრძელვადიანი მოგების გაზრდის მიზნით ინვესტორებს შეუძლიათ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგია გამოიყენონ.

  1. შეინარჩუნეთ ინვესტიციები

ჯერჯერობით სიაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. ამასთან, ამის შესრულება ყველაზე მარტივია. სავარაუდოდ, საფონდო ბირჟა, რეცესიის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ დაზარალდება. ჩვენი ადამიანური კი ინსტინქტი არის ზარალის შესაჩერებლად მოქმედება.

ასეთ დროს აქციების გაყიდვა ყველაზე ცუდი დროა. ამით თქვენ ზარალს ანაღდებთ. შეგიძლიათ შემდგომი დანაკარგები თავიდან აიცილოთ, მაგრამ ამის გაკეთება, ასევე, დაგაკარგვინებთ ბაზრის აღდგენისას მიღებულ პოტენციურ მოგებას. ზოგიერთ შემთხვევაში აღდგენას წლები სჭირდება და ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუმცა, ხანდახან აღდგენა მყისიერად ხდება და წინასწარ ამის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია.

თუ კომპანიის საფუძველში არაფერი შეცვლილა და მას კვლავ ძლიერი პოტენციალი გააჩნია, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ეს ნიშნავს, რომ მათ ხარისხიანი აქციების ყიდვა კიდევ უფრო იაფად შეუძლიათ. წმინდა რაციონალური პერსპექტივიდან რეცესია გაყიდვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დროა.

  1. ორიენტირდით დივიდენდურ აქციებზე

დივიდენდური აქციები თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის შესანიშნავი დანამატია, განსაკუთრებით ბაზრის ვარდნის დროს. როდესაც ინვესტორების რისკის მადა მცირდება, კაპიტალი, როგორც წესი, ღირებულებითი აქციებისა და სხვა სტაბილური ბიზნესებისკენ მიედინება. დივიდენდური აქციები უფრო პოპულარული ხდება მაშინ, როდესაც ჰორიზონტზე არეულობაა. ეს ზუსტად ის არის, რაც 2022 წლის დასაწყისში ვნახეთ.

Investor

დივიდენდურ აქციების უპირატესობა ისიც არის, რომ მათ, როგორც წესი, ბაზრის კრახის დროსაც მოაქვს დივიდენდური ანაზღაურება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენსიონერებისთვის, რომლებიც საინვესტიციო შემოსავალს ეყრდნობიან. ეს ასევე შესანიშნავი გზაა შეინარჩუნოთ ინვესტიციები, სანამ საფონდო ბირჟის აღდგენას ელოდებით. გარდა ამისა, ნაკლებად გაგიჩნდებათ იმ აქციების გაყიდვის ცდუნება, რომლებსაც თქვენთვის სტაბილური შემოსავალი მოაქვს.

შესაძლოა, რეცესიამ საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ბიზნესის მოგებას და ფინანსურ სიჯანსაღეს, რამაც შეიძლება დივიდენდების შემცირება გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ თქვენი დივიდენდური საინვესტიციო სტრატეგია მოიცავს თავდაცვით აქციებს ისეთი სექტორებიდან, როგორიც არის ჯანდაცვა, სამომხმარებლო ძირითადი პროდუქტები და კომუნალური მომსახურება.

  1. მართეთ არასტაბილურობა

ეს არის მნიშვნელოვანი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც გასათვალისწინებელია რეცესიამდე. თუ ამაზე წინასწარ არ იზრუნებთ, მერე შეიძლება გვიანი იყოს. არასტაბილურობა საფონდო ბირჟის გარდაუვალი ნაწილია. ბაზარი ციკლურად მოძრაობს და კრახები, როგორც წესი, რეცესიას ემთხვევა.

ცვალებადობას ვერ აირიდებთ, მაგრამ მისი მართვა ნამდვილად შეგიძლიათ. ინვესტორებს შეუძლიათ რისკისადმი ტოლერანტობა დროის ჰორიზონტის, ფინანსური საჭიროებებისა და პირადი გემოვნების საფუძველზე შეაფასონ. თუ დიდი ხნის განმავლობაში თქვენს ინვესტიციებზე წვდომა არ გჭირდებათ და მოკლევადიანი დანაკარგები არ გაწუხებთ, მაშინ შეგიძლიათ აგრესიული ზრდისთვის ინვესტირებას მიმართოთ. თუ თქვენი აქციების გაყიდვა მალე მოგიწევთ (ან უბრალოდ ზარალს ემოციურად ვერ უმკლავდებით) თქვენი აქტივების ალოკაციის რისკის ტოლერანტობის შესაბამისად დაბალანსება მნიშვნელოვანია. არასტაბილურობის შესამცირებლად ობლიგაციები პოპულარული აქტივთა კლასია.

  1. დარჩით ლიკვიდური

თუ ნამდვილად რეცესიაში შევდივართ, მაშინ გონივრული იქნება „მშრალი დენთის“ (ეს არის ნაღდი ფული ან ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაბალი რისკის შემცველია და ხასიათდება მაღალი ლიკვიდურობით, შეიძლება მარტივად გადაიქცეს ნაღდ ფულად) შენარჩუნება. როდესაც ბაზარი ფსკერს მიუახლოვდება კმაყოფილი იქნებით თუ ხელთ ნაღდი ფული გექნებათ. თუმცა ეს სიის პირველი პუნქტის დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

  1. შეიძინეთ იაფი, იმედისმომცემი აქციები

თუ ხელთ ნაღდი ფული გაქვთ, ბაზრის ვარდნა შესაფერისი დროა დაუფასებელი მზარდი პოტენციალის აქციების შესაძენად. მზარდი პოტენციალის აქციების ფასები, როგორც წესი, კრახების დროს მცირდება, მაგრამ bull market-ის დროს ისინი ფართო ბაზარზე უკეთესი წარმადობით ხასიათდება.

ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემთა ანალიტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ფინტექ კომპანიების აქციები 2021 წლის მაქსიმალურ მაჩვენებლებთან შედარებით გაცილებით დაბალია. ეს ინდუსტრიები მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია.

თუ გარკვეული კომპანიების შესახებ კვლევები უკვე ჩატარებული გაქვთ და მათდამი ნდობით ხართ განწყობილი, გრძელვადიანი პერიოდისთვის მათი აქციების თქვენს საინვესტიციო პორტფელში დამატება კარგი იდეაა.

წინა

2 აქცია, რომელიც შესაძლოა ბაზრის აღდგენას წინ გაუძღვეს

შემდეგი

რომელია უკეთესი ინვესტიცია – Apple თუ Nasdaq-ის ყველა აქცია?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რომელია უკეთესი ინვესტიცია – Apple თუ Nasdaq-ის ყველა აქცია?

რომელია უკეთესი ინვესტიცია - Apple თუ Nasdaq-ის ყველა აქცია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved