ალბათ, ყველას გაგვიგია მოსაზრება, რომ ინვესტიციებში უფასო სადილი არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ინვესტიციას თან ახლავს გარკვეული რისკი.
თუმცა, არსებობს ფინანსური ნაბიჯები, რომელთა განსახორციელებლად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ბოლოდროინდელ bear market-ზე ყველა ინვესტორმა განსაკუთრებით უნდა ეძებოს გზები რისკის დონის გასაკონტროლებლად. ამ სტატიაში მოცემულია გზა, რომლის საშუალებითაც ამის გაკეთებას შეძლებთ.
S&P 500-ში ინვესტირება
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში უკიდურესად არაპროგნოზირებადი იყოს, საერთო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში ის მზარდია.
მომთმენი ინვესტორებისთვის, დაბალი საკომისიო დანახარჯების მქონე S&P 500-ის ისეთ საინდექსო ფონდებში ინვესტირება, როგორიც არის SPDR S&P 500 ETF Trust და Vanguard S&P 500 ETF არის დაბალი რისკის შემცველი სტრატეგია, რომელიც, საკმარისი დროის დათმობის შემთხვევაში, ფულს თითქმის აუცილებლად გამოიმუშავებს.
დავუბრუნდეთ 1957 წელს, როდესაც S&P 500 ინდექსი პირველად აშშ-ში არსებული 500 უმსხვილესი კომპანიის თვალყურის სადევნებლად შეიქმნა. მისმა მთლიანმა შემოსავალმა, დივიდენდების რეინვესტირების ჩათვლით, 50,000%-ზე მეტი შეადგინა. ეს გამოდის 10%-იანი წლიური ანაზღაურება, რომლის მიღებაც ინდივიდუალური აქციების კვლევაზე ძალიან დიდი დროის ხარჯვის გარეშეა შესაძლებელი.
რაც მთავარია, ინდექსმა ამის გაკეთება მრავალი ეკონომიკური რეცესიის ფონზე მოახერხა:
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ კომპანიებში ინვესტირებას, რა თქმა უნდა, თქვენთვის უფრო მაღალი წლიური შემოსავლის მოტანა შეუძლია, S&P 500-ის თქვენს საინვესტიციო პორტფელში დამატება გაძლევთ ფუფუნებას იმისა, რომ უბრალოდ ჩადოთ ინვესტიცია და ბაზრის მოკლევადიან რყევებს ყურადღება არ მიაქციოთ.
ინვესტიცია ისეთივე მარტივია, როგორადაც ამას თქვენ აქცევთ
მიუხედავად იმისა, რომ რთული საინვესტიციო სტრატეგიების გამოყენება, შესაძლოა, ინტელექტუალურად მასტიმულირებელი იყოს, ასევე, ინვესტორები რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მეტი ფულის გამომუშავებაზე უნდა ფოკუსირდნენ.