• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 მეთოდი, რომელიც დივიდენდებზე ორიენტირებულ ინვესტორებს დაეხმარება

ივნისი 22, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 მეთოდი, რომელიც დივიდენდებზე ორიენტირებულ ინვესტორებს დაეხმარება
გაზიარება

ინვესტორები, რომლებიც უპირატესობას დივიდენდებს ანიჭებენ და თავიანთ საინვესტიციო პორტფელს დივიდენდური აქციებისგან აყალიბებენ, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს იღებენ. ზოგიერთი აქციის მოგება მხოლოდ მისი ფასის ზრდას ეყრდნობა, ხოლო დივიდენდური აქციები მფლობელებს მათი ფლობისთვის აჯილდოებს. თუ დივიდენდებზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ და თქვენი შედეგების გაუმჯობესება გსურთ, ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ.

Investor
  1. ორიენტირდით კომპანიებზე, რომლებიც დივიდენდებს ზრდის

თქვენი, როგორც ინვესტორის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს კომპანიის პოტენციალის დანახვა და ამის შესაბამისად ინვესტირება. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უპირველეს ყოვლისა კომპანიის მომავალი პერსპექტივიდან უნდა გამომდინარეობდეს. კომპანიის ამჟამინდელი დივიდენდური სარგებელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რამდენად აქვს კომპანიას მომავალში ამ მაჩვენებლის გაზრდის უნარი.

კომპანიები, რომლებმაც ზედიზედ 25 (ან მეტი) წლის განმავლობაში მოახერხეს დივიდენდური ანაზღაურების გაზრდა, დივიდენდ არისტოკრატების სიაში ერთიანდებიან, ხოლო ისეთ კომპანიებს, რომლებიც დივიდენდურ ანაზღაურებას თანმიმდევრულად 50 (ან მეტი) წლის განმავლობაში ზრდიან, დივიდენდ მეფეები ეწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებმა კორექციების და ვარდნის გადალახვა შეძლო. ისტორია გვიჩვენებს, რომ ბაზრის დაცემის პერიოდები გარდაუვალია შესაბამისად, ასეთ კომპანიებში ინვესტირება ჭკვიანური ნაბიჯი იქნება.

  1. ფოკუსირდით დივიდენდური ანაზღაურების კოეფიციენტზე და არა დივიდენდურ სარგებელზე

საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე ინვესტორებისთვის დამახასიათებელია კომპანიის დივიდენდურ სარგებელზე ორიენტირება, მაგრამ ამან, შეიძლება, ზოგჯერ შეცდომაში შეგიყვანოთ. დივიდენდური სარგებელი გვიჩვენებს, თუ რამდენს იხდის კომპანია ყოველწლიურად დივიდენდებში თავისი აქციების ფასთან შედარებით (დივიდენდი/ფასი). მაგალითად, თუ კომპანია ყოველწლიურად დივიდენდების სახით თითო აქციაზე $5-ს იხდის და აქციის ფასი $100-ს შეადგენს, სარგებელი 5% გამოვა, რაც ზედაპირულ დონეზე ძალიან მომგებიანია. თუმცა, თუ აქციის ფასი, რაიმე მიზეზით, $50-მდე დაეცემა, დივიდენდური სარგებელი 10% გახდება. 10%-იანი დივიდენდური სარგებელი კარგია, მაგრამ როდესაც განიხილავთ ფასების მკვეთრ ვარდნას, რომელმაც ამ მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვია, გაიგებთ, თუ რატომ არ არის მხოლოდ ეს კარგი მეტრიკა. უმჯობესი იქნება, თუ ფასის მკვეთრი ვარდნის მიზეზს გაითვალისწინებთ.

დივიდენდურ სარგებელზე მკაცრი ფოკუსირების ნაცვლად, შეისწავლეთ დივიდენდური ანაზღაურების კოეფიციენტზე, რათა კომპანიის ფინანსური სიჯანსაღის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოთ. დივიდენდური ანაზღაურების კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ მოგების რა ნაწილს გასცემს კომპანია დივიდენდების სახით. ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოითვლება: (გადახდილი დივიდენდები/მოგება გადასახადების გადახდის შემდეგ) x 100. თუ ეს კოეფიციენტი 100%-ს აჭარბებს, ეს ნიშნავს, რომ კომპანია იმაზე მეტ დივიდენდს გასცემს, ვიდრე მისი ფულადი ნაკადებია. ამ შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ეს მიუთითებს, რომ კომპანიის დივიდენდები გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სკეპტიკურ განწყობას იმ კომპანიების მიმართ, რომელთა დივიდენდური ანაზღაურების კოეფიციენტიც 50%-ს აჭარბებს.

  1. ერიდეთ დივიდენდურ ხაფანგებს

დივიდენდური ხაფანგები ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც რაღაც ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. მაგალითად, ავიღოთ პატარა, ახალგაზრდა კომპანიები. დივიდენდები ირიცხება კომპანიის მოგებიდან და ამიტომ დივიდენდებში გადახდილი ნებისმიერი თანხა არის ფული, რომელიც ფირმის ზრდისთვის არ იხარჯება. მცირე კომპანიებისთვის ზრდა ხშირად პრიორიტეტების სიის სათავეშია და თუ მენეჯმენტი, ექსპანსიის მიზნით რეინვესტირების ნაცვლად, მოგების დიდ ნაწილს აქციონერებს აძლევს, ეს, შეიძლება, შეშფოთების მიზეზი იყოს.

იგივე ეხება ვალს. კომპანიის ვალის კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი, რომელიც მთლიანი დავალიანების აქციონერთა კაპიტალზე გაყოფით გამოითვლება გვიჩვენებს, თუ რამდენად ფინანსდება კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები ვალით. რაც უფრო მაღალი ეს თანაფარდობა, მით უფრო მეტ რისკს იღებს კომპანია საკუთარ თავზე. ფინანსურად ჯანსაღ კომპანიებს უნდა შეეძლოს დივიდენდების გაცემა თავისი მოგებიდან და არა ვალის გამოყენებით.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved