ინვესტორები ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ერთ აზრს ინარჩუნებენ იმის გარშემო, რომ ბაზარზე ფულის გამომუშავება მოდის მტკიცე სტრატეგიით, რომელიც წესებთა ჯგუფზე არის აგებული. დამწყებმა ინვესტორმა, შეიძლება, ბევრი რამ არ იცოდეს ინვესტირების შესახებ, აქციის ფასის ზრდისას პოზიციები ზედმეტად ადრე გაყიდოს, შემცირებისას გაყიდვა დააგვიანოს და ა. შ.
თუ არ გაქვთ საკუთარი, საგულდაგულოდ შემუშავებული საინვესტიციო წესების ნაკრები, ახლა ამის გაკეთების დროა და დასაწყებად საუკეთესო იქნება იმ ადამიანების აზრის მოსმენა, ვინც ამ სფეროში უკვე მიაღწია წარმატებას. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მსოფლიოს წარმატებული ინვესტორების წესებს.
- დენის გარტმანი: მომგებიან გარიგებებს განვითარების საშუალება მიეცით
დენის გარტმანმა 1987 წელს დაიწყო გარტმანის წერილის გამოქვეყნება. ეს არის გლობალური კაპიტალური ბაზრის ყოველდღიური კომენტარი, რომელიც ყოველ დილით მიეწოდება ჰეჯ-ფონდებს, საბროკერო ფირმებს, ურთიერთდახმარების ფონდებს და სავაჭრო ფირმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, გარტმანი არის წარმატებული ტრეიდერი.
„იყავით მომთმენი მომგებიანი, ხოლო უკიდურესად მოუთმენელი წამგებიანი გარიგებების მიმართ. გახსოვდეთ, რომ სავსებით შესაძლებელია დიდი თანხების გამომუშავება ვაჭრობით/ინვესტირებით, თუ შემთხვევების სულ რაღაც 30%-ში „მართალი“ ხართ, სანამ თქვენი ზარალი მცირეა და მოგება – დიდი“ – დენის გარტმანი.
ეს წესი ეხება ახალბედა ინვესტორების ბევრ შეცდომას. პირველი: არ გაყიდოთ მოგების პირველი ნიშნის შემთხვევაში. მომგებიან გარიგებებს ზრდის საშუალება მიეცით. მეორე: წამგებიან გარიგებას „გაქცევის“ საშუალება არ მისცეთ. ინვესტორები, რომლებიც ბაზრებზე ფულს გამოიმუშავებენ, თანახმა არიან მცირე რაოდენობის დანაკარგებზე, მაგრამ ბევრი ფულის დაკარგვა უკვე სცდება მათი კომფორტის ზონას.
როგორ გარტმანი ამბობს, აუცილებელი არ არის უმეტეს შემთხვევაში მართალი იყოთ. უფრო მნიშვნელოვანია მომგებიან პოზიციას განვითარების შესაძლებლობა მისცეთ და წამგებიანი პოზიცია დროულად მოიშოროთ. თუ ამ წესს დაიცავთ, მომგებიანი გარიგებებით მიღებული ფული ბევრად გადააჭარბებს წამგებიანი გარიგებებით გამოწვეულ დანაკარგებს.
- უორენ ბაფეტი: ჩაატარეთ კვლევა
უორენ ბაფეტი ხშირად მიიჩნევა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ინვესტორად. როდესაც ბაფეტი საუბრობს, მსოფლიო ბაზრები მისი სიტყვების საფუძველზე მოძრაობს.
„სჯობს იყიდო შესანიშნავი კომპანია კარგ ფასად, ვიდრე კარგი კომპანია შესანიშნავ ფასად“ – უორენ ბაფეტი.
ბაფეტის ყოველწლიური წერილები, მისი კომპანიის – Berkshire Hathaway-ის ინვესტორების მიმართ, ფინანსების ლექციებზე გამოიყენება ყველაზე დიდ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
ბაფეტი კომპანიის შეფასებისას ორ ძირითად რჩევას გვაძლევს: ჯერ დააკვირდით კომპანიის ხარისხს, შემდეგ ფასს. კომპანიის ხარისხზე დაკვირვება მოითხოვს, რომ წაიკითხოთ ფინანსური ანგარიშგება, მოუსმინოთ საკონფერენციო ზარებს და გამოიკვლიოთ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიის ხარისხისადმი ნდობა გაგიჩნდებათ, უნდა შეფასდეს ფასი.
- ბილ გროსი: იყავით თავდაჯერებული
ბილ გროსი არის PIMCO-ს თანადამფუძნებელი. ის მართავდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს საობლიგაციო ფონდს – PIMCO Total Return Fund-ს და 2014 წელს წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, ფირმის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იყო.
გროსის წესი საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტზე არის აგებული.
„მართლა მოგწონთ კონკრეტული აქცია? დაუთმეთ მას თქვენი პორტფელის დაახლოებით 10%. გახადეთ იდეა მნიშვნელოვანი. კარგი [საინვესტიციო] იდეები უაზრო მივიწყებას არ უნდა მიეცეს“ – ბილ გროსი.
უნივერსალური წესი, რომელიც ახალბედა ინვესტორების უმეტესობამ არ იცის, არის დივერსიფიკაცია, ანუ თქვენი კაპიტალის გადანაწილება. დივერსიფიკაცია კარგი წესია, მაგრამ მას ასევე თქვენი მოგების შემცირება შეუძლია მაშინ, როდესაც თქვენ მიერ შერჩეული ერთ-ერთი კომპანია დიდ ნაბიჯს დგამს, სხვები კი არა.
ბაზარზე ფულის გამომუშავება ასევე არის ამომწურავი კვლევის საფუძველზე შანსების მიღება. ყოველთვის შეინახეთ ანგარიშზე ნაღდი ფული იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებსაც ცოტა მეტი კაპიტალი სჭირდება და ნუ შეგეშინდებათ მოქმედების, როდესაც გჯერათ, რომ თქვენი კვლევა ნამდვილს გამარჯვებულზე მიგითითებთ.
- პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი: მოთმინება საკვანძოა
შესაძლოა, არასოდეს გსმენიათ პრინც ალვალიდ ბინ ტალალის შესახებ, მაგრამ ინვესტირების სამყაროში ის კარგად არის ცნობილი. ინვესტორმა საუდის არაბეთიდან დააარსა Kingdom Holding Company, მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში, Citigroup-ის წინამორბედ Citicorp-ზე დიდი ფსონი გააკეთა და ბანკის უმსხვილესი აქციონერი გახდა.
გარდა ამისა, მან ჩადო ინვესტიცია Twitter-სა და Snapchat-ში. ალვალიდ ბინ ტალალის მოთმინება გამოიცადა დიდი რეცესიის დროს, როდესაც მისი ბევრი ინვესტიცია დაზარალდა.
“მე გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული მოთამაშე ვარ და არა გამყიდველი“ – პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი.
სხვა ინვესტორები Citi-ს აქციებს ყიდდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია 1990-იანი წლების ბოლოს დიდი წნეხის ქვეშ იყო, ალვალიდ ბინ ტალალმა გააკეთა ის, რასაც ბევრი ინვესტორი, სიმდიდრის დასაგროვებლად აკეთებს – მან ინვესტიციები შეინარჩუნა. ინვესტორებს, რომლებიც მტკიცედ არიან თავიანთ ნაბიჯებში დარწმუნებულნი და ჩატარებული აქვთ შესაბამისი კვლევა, ბაზრის რყევის მიუხედავად, საკუთარი პოზიციების შენარჩუნების უნარი გააჩნიათ.
- კარლ აიკანი: იყავით ფრთხილი
კარლ აიკანი არის აქტივისტი ინვესტორი და თანამედროვე კორპორაციული მოთამაშე, რომელიც კომპანიებში დიდ წილებს ყიდულობს და აქციონერთა ღირებულების გაზრდის მიზნით, ხმის უფლების მოპოვებას ცდილობს. მის ზოგიერთ ქონებას მოიცავდა: Time Warner, Yahoo, Clorox და Blockbuster Video.
აიკანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წესი ის არის, რომ ინვესტირების დროს სხვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბრმად არ უნდა მიიღოთ. არსებობს მხოლოდ ერთი რჩევა, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოთ: გამოიყენეთ თქვენი საკუთარი ამომწურავი კვლევა, რომელიც სანდო წყაროებიდან მოპოვებულ ფაქტებზე არის დაფუძნებული და არა მოსაზრებებზე. სხვა რჩევების გათვალისწინება და შემოწმება შესაძლებელია, მაგრამ ისინი ფულის ჩადების ერთადერთი მიზეზი არ უნდა იყოს.
- კარლოს სლიმი: იყავით წინდახედული
მსოფლიოს კიდევ ერთი უმდიდრესი ადამიანი – კარლოს სლიმი, ფლობს ასობით კომპანიას და მას 250,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. სლიმი აღნიშნავს, რომ ინვესტირების ერთ-ერთი უდიდესი შესაძლებლობა არის მექსიკასა და ლათინურ ამერიკაში სიღარიბის დაძლევა.
წარმატებული ინვესტორები აწმყოზე არ არიან მიჯაჭვულები. ამის ნაცვლად, კომპანიის ან მთელი ეკონომიკის იმპულსის შესწავლით, ისინი დებენ ინვესტიცია იმაში, რაც მოგვიანებით მოხდება. ისინი ყოველთვის წინდახედულები არიან.
თუ ახლა აკვირდებით ან ცდილობთ ინვესტიცია ჩადოთ კომპანიაში, რომელსაც უკვე ჰქონდა მოკლევადიანი მოგება, სავარაუდოდ, დიდი ნაბიჯი გამოგრჩათ. შეეცადეთ იპოვოთ შემდეგი დიდი გამარჯვებული, მაგრამ ყოველთვის დააკავშირეთ თქვენი პორტფელი დიდ კომპანიებთან, რომლებსაც სტაბილური ზრდის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
დასკვნა
წარმატებული ინვესტორებისგან და მათ მიერ განვლილი გზის მაგალითზე, ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თითოეული ეს ინვესტორი ცნობილია, როგორც ბაზრის შემსწავლელი, ასევე ლიდერი. როგორც კი ამ წესების დანერგვას დაიწყებთ და საკუთარ თავზე აიღებთ ვალდებულებას, რომ დაიცვათ ისინი მაშინაც კი, როდესაც თქვენი გონება სხვა რამეს გკარნახობთ, წარმატების მიღწევისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამთ.