„ან მოიგებ, ან ისწავლი“ — ეს სიტყვები ხშირად გვამშვიდებს მაშინ, როდესაც დასახულ მიზანს ვერ ვაღწევთ. ამ ფრაზის მიღმა კი დგას ემოციური ინტელექტი, საკუთარი ემოციებისა და მათზე დაფუძნებული ქმედებების კონტროლის შესაძლებლობა.
რატომ არის პერსპექტივის შეცვლა მნიშვნელოვანი?
ზემოთ ხსენებული სიტყვები გვახსენებს, რომ არსებობს არა მარცხი, არამედ სწავლის შესაძლებლობები. ამგვარი მიდგომა სიტუაციის განსხვავებული პერსპექტივით აღქმაში და ნეგატიურის ნაცვლად, დადებით შედეგებზე კონცენტრირებაში გვეხმარება. თუმცა ამ შეგონების მთავარი გასაღები ის არის, თუ როგორ ზემოქმედებს ჩვენზე მომხარი — რამდენად ღრმად ვიაზრებთ საკუთარ სწორ ან არასწორ ქმედებებს, რა უნდა გავიმეორეთ კვლავ და, პირიქით, რაზე უნდა ვთქვათ უარი სამომავლოდ. ასეთი მიდგომით განვითარებას შევძლებთ.
ნუ ფოკუსირდებით იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ
თამაშის წაგების შემდეგ, სპორტსმენებს ხშირად ეკითხებიან, თუ რამდენად უსარგებლოდ გრძნობენ ისინი თავს. ამერიკული ფეხბურთის გუნდის — Philadelphia Eagles-ის მოთამაშემ, ჯელენ ჰარტსმა დამარცხების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, თუ რამდენად ბრაზობდა თანაგუნდელებზე, ასე უპასუხა: „არასდროს მიცდია, საკუთარი რწმენა და შესაძლებლობები სხვისთვის მიმენდო. ყველამ არაჩვეულებრივად ითამაშა, მაგრამ ყველაფერი ხდება“.
ეს არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, რომ იმაზე ფოკუსირების ნაცვლად, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, შესაძლებლობებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. როდესაც სხვების ქმედებები გვაწუხებს ან გვაზარალებს, შეგვიძლია, მსხვერპლის როლი მოვირგოთ ან საკუთარი ქმედებების იმგვარად შევცვალოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
ღირებული გაკვეთილები
როდესაც მარცხის გამო დამწუხრებულები ვართ, დარდის გაზიარება საყვარელ ადამიანებთანაც შეგვიძლია — მეგობრებთან, პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და ა. შ. საუბრისას აღმოაჩენთ, რომ ამ წარუმატებლობის მიღმა, რეალურად, უამრავი ფასეული ნაბიჯი დგას, რომელიც განვითარებაში დაგეხმარათ და რაღაც ღირებული გასწავლათ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველას გამოცდილება განსხვავებულია — უნიკალური ტკივილით, სიხარულით. ამიტომ, საბოლოოდ თავად უნდა გაიაზროთ, რისი სწავლა შეგიძლიათ მოცემული სიტუაციისგან.