• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო სტრატეგია საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

ივნისი 13, 2023
in ინვესტიციის ანბანი
4 საინვესტიციო სტრატეგია საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება თქვენი სიმდიდრის დროთა განმავლობაში გასაზრდელად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუმცა, ბაზრის რთულ პირობებში ნავიგაცია კარგად განსაზღვრულ საინვესტიციო სტრატეგიას საჭიროებს. უამრავი ხელმისაწვდომი ვარიანტის ფონზე სწორი მიდგომის პოვნა შეიძლება რთული ჩანდეს. დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ საფონდო ბირჟის რამდენიმე საინვესტიციო სტრატეგიას, რათა თითოეულის უკეთ გააზრებაში დაგეხმაროთ.

ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება

ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც, მათი აზრით, მათ რეალურ ღირებულებასთან შედარებით, უფრო ნაკლებად არის შეფასებული. როდესაც ბაზარი ასეთი აქციის ფასს დააკორექტირებს, ინვესტორებს შეეძლებათ, სარგებელი მიიღონ.

ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები ირწმუნებიან, რომ ბაზარი ირაციონალურია. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ფასდაკლებულად შეძენილი აქციებისგან მომავალში ინვესტორმა მოგება გამოიმუშაოს.

შედეგად, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორების უმეტესობა, გრძელ თამაშს თამაშობს, რადგან ბაზარმა შეიძლება ფასები წლების განმავლობაში არ დააკორექტიროს. იმისათვის, რომ წარმატებული ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი იყოთ, მნიშვნელოვანია უამრავი კვლევა ჩაატაროთ. არა მხოლოდ აქციებზე, რომელთა შეძენაც გსურთ, არამედ მთლიანად დიდ ბაზრებზე. შესაბამისად, ბევრი, ვინც ამ სტრატეგიას ამჯობინებს, პროფესიონალ პორტფელის მენეჯერებს მიმართავს. მათ შეუძლიათ ასეთ ინვესტორებს დიდი დახმარება გაუწიონ, რადგან მსგავსი კვლევების ჩატარება დიდ დროსა და სხვა რესურსებს მოითხოვს.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება გულისხმობს მაღალი ზრდის პოტენციალი მქონე ფასიანი ქაღალდების პორტფელის შექმნას. ხშირად, ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები ამ მეთოდს იმ აქტივებისთვის იყენებენ, რომლებსაც, მათი აზრით, ძლიერი საფუძვლიანი ღირებულება გააჩნია. ასეთი ინვესტორები ხშირად ატარებენ უამრავ კვლევას მათ მიერ არჩეული კომპანიის შესახებ. ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის კომპანიის მიმდინარე და მომავალი სიჯანსაღე, ინდუსტრია და კომპანიის კონკურენტები.

Investor

ბევრი ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორი ბაზარზე გრძელვადიან მოგებას ეძებს. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიის ზრდის პოტენციალი გრძელვადიან პერსპექტივაში იმალება. თუმცა ისინი შეიძლება მოკლევადიანი ინვესტორებიც იყვნენ. როგორც წესი, ამ ინვესტორებს აინტერესებთ ინდუსტრიები, რომლებიც მკვეთრ აღმავალ იმპულსს ავლენს სანამ უმაღლეს წერტილს მიაღწევს ან ვარდნას განიცდის. ასეთი ფასიანი ქაღალდები გავრცელებულია ისეთ განვითარებად ინდუსტრიებში, როგორიც არის, მაგალითად, ტექნოლოგიური და სამედიცინო სექტორი.

დივიდენდებზე ორიენტირებული ინვესტირება

ამ სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორები ეძებენ კომპანიებს, რომლებსაც დივიდენდების თანმიმდევრული გადახდისა და მათი ზრდის ისტორია გააჩნია. დივიდენდურ აქციებს შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური შემოსავლის ნაკადი, რაც მას პოპულარულს ხდის პენსიონერებსა და იმ ინვესტორებს შორის, რომლებიც რეგულარული შემოსავლების მიღებით არიან დაინტერესებულნი. გარდა ამისა, დივიდენდების რეინვესტირებამ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვების შანსები კიდევ უფრო გაზარდოს.

დივიდენდებზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის საინტერესოა დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები — აქციები, რომლებსაც დივიდენდური ანაზღაურების რეგულარულად ზრდის დიდი გამოცდილება გააჩნია.

ინდექსებზე ორიენტირებული ინვესტირება

ინდექსებზე ორიენტირებული ინვესტირება პასიური მიდგომაა. ინვესტორები, რომლებიც უპირატესობას ამ მეთოდს ანიჭებენ, მიზნად ისახავენ გაიმეორონ კონკრეტული ბაზრის ინდექსი წარმადობა, როგორიც არის, მაგალითად, S&P 500, შესაბამის ETF-ებში ან საინდექსო ფონდებში ინვესტირების გზით. ეს სტრატეგია ინვესტორებს უზრუნველყოფს ფართო ბაზარზე წვდომით და დივერსიფიკაციით. ინდექსებზე ორიენტირებული ინვესტირება ცნობილია თავისი სიმარტივით, დაბალი ხარჯებით და რწმენით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანი ბაზარი გაიზრდება.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასები?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Surmodics-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Surmodics-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Surmodics-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved