• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

უორენ ბაფეტის მიერ აპრობირებული 4 მარტივი საინვესტიციო სტრატეგია

თებერვალი 15, 2023
in ინვესტიციის ანბანი
უორენ ბაფეტის მიერ აპრობირებული 4 მარტივი საინვესტიციო სტრატეგია
გაზიარება

უორენ ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტორია. როგორც Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, ის ათწლეულების განმავლობაში ყიდულობს აქციებს. ბაფეტის პირადი ქონება $110 მილიარდს აჭარბებს.

საბედნიეროდ, ლეგენდარული ინვესტორი საინვესტიციო საზოგადოებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას არ ერიდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანის აზრით, ბაფეტს ბიზნესის ღირებულების აღმოჩენის უნიკალური ნიჭი გააჩნია, ახალბედა ინვესტორებისთვის მისი სტრატეგიის ზოგიერთი ასპექტის კოპირება საკმაოდ მარტივია. ამ სტატიაში სწორედ 4 ასეთ საინვესტიციო სტრატეგიას განვიხილავთ.

  1. ჩადეთ ინვესტიცია S&P 500-ში

2017 წელს მოცემულ ინტერვიუში ბაფეტმა საპენსიო ანგარიშის მქონეებს დაბალი საკომისიო ხარჯების მქონე S&P 500-ის საინდექსო ფონდებში თანმიმდევრული ინვესტირება ურჩია. მისი სიტყვებით, „ვფიქრობ, ეს არის ის, რაც თითქმის ყოველთვის ყველაზე ლოგიკურია“.

ამ ფონდებში ინვესტირება ერთ ღამეში მილიონერად ვერ გაქცევთ, თუმცა მათ, დროთა განმავლობაში, მყარი ზრდა გამოავლინეს. ისტორიულად, S&P 500, ინფლაციის გამოკლებით, ყოველწლიურად დაახლოებით 7%-ით იზრდება.

გაითვალისწინეთ, რომ ბაფეტი ხაზს უსვამს დაბალი საკომისიო დანახარჯების მქონე ფონდებში ინვესტირებას. მაგალითად, 0.03%-ის ტოლი ხარჯების კოეფიციენტი ნიშნავს, რომ ყოველწლიურად, ყოველი ინვესტირებული $10,000-სთვის თქვენ $3-ის გადახდა მოგიწევთ.

  1. ფოკუსირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე

თქვენ შეგიძლიათ ინვესტირებას მოგების სწრაფად ან დროთა განმავლობაში მისაღებად მიმართოთ. ბაფეტი ამ უკანასკნელ სტრატეგიას მიჰყვება. ლეგენდარული ინვესტორის თქმით, იგი უპირატესობას ანიჭებს პოზიციები სამუდამოდ შეინარჩუნოს.

ზოგიერთი აქცია ხანგრძლივი შენახვის პერიოდს სხვებზე უკეთ შეეფერება. ბაფეტს მოსწონს ჩამოყალიბებული ბიზნესები, რომელსაც სხვადასხვა ეკონომიკური კლიმატის პირობებში ოპერირების ძლიერი გამოცდილება აქვს. ლურჯი ჩიპის კომპანიების და S&P 500-ის აქციები ამ კრიტერიუმებს შეესაბამება.

  1. გაიხედეთ ბაზრის ტურბულენტობის მიღმა

ბაფეტი თავისი გრძელვადიანი მიდგომისადმი ერთგულია და ტურბულენტურ ბაზრებს თავისი გადაწყვეტილების შერყევის უფლებას არ აძლევს. როდესაც ბაფეტს ბაზრის ცვალებადობის მართვის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „ბაზარს ძალიან ახლოდან ნუ შეხედავთ“.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ინვესტიცია დიდი ძალაუფლების მქონე კომპანიებში ჩადეთ. სანამ ეს კომპანიები ძირეულად არ შეიცვლება, ლოდინი თქვენი საუკეთესო ნაბიჯია. საინვესტიციო პორტფელის უცვლელად შენარჩუნება მოგიტანთ სარგებელს, როგორც კი ვარდნა აღმასვლით შეიცვლება.

  1. ნუ მიჰყვებით მასებს

როგორც ცნობილია, უორენ ბაფეტმა თავისი საინვესტიციო მიზანი ამ სახით ჩამოაყალიბა: „იყავი ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფრთხილად იყავით მაშინ, როდესაც ყველა აქციებს ყიდულობს და ეძებეთ შესაძლებლობები მაშინ, როცა აქციები მასიურად იყიდება.

ბაფეტისთვის შესაძლებლობა ხშირად კარგი აქციების დაბალ ფასებში შეძენას ნიშნავს. იგი სწორედ ასე მოიქცა 2022 წლის პირველ კვარტალში. მაშინ, როდესაც სხვა ინვესტორები ტექნოლოგიურ აქციებს ყიდდნენ, ბაფეტმა Apple-ის 3.7 მილიონი აქცია შეიძინა.

უორენ ბაფეტის მსგავსად ინვესტირება

ბაფეტი უპირატესობას მსხვილ კომპანიებს და ხანგრძლივ, უწყვეტ პერიოდებს ანიჭებს. ასევე, მას ბაზრის გაბატონებული განწყობის წინააღმდეგ მოქმედება უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები გამძლეობას მოითხოვს, მათი შესრულება ნებისმიერი ინვესტორისთვის საკმარისად მარტივია.

ბაფეტის უმარტივესი ტაქტიკის დანერგვის შემდეგ, შეგიძლიათ დროთა განმავლობაში თქვენი მოგების გამოვლენას დაელოდოთ.

წინა

5 დივიდენდური აქცია პასიური შემოსავლის გამოსამუშავებლად

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Pinterest-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Pinterest-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Pinterest-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved