ხშირად, რთულია ხარჯვისგან თავის შეკავება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შედიხართ ისეთ მაღაზიაში, რომელშიც თქვენ წინ მრავალფეროვანი არჩევანი იშლება. ამ სტატიაში გაეცნობით 3 მეთოდს, რომელიც თქვენი ბიუჯეტის უფრო მიზნობრივ გამოყენებაში დაგეხმარებათ.
- ეწვიეთ მაღაზიას მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე კონკრეტული გჭირდებათ
თუ მაღაზია თქვენს სახლთან ახლოს არის, შეიძლება, გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ კვირაში ერთხელ ესტუმროთ მას, რათა ნახოთ, რა არის ახალი გაყიდვაში. ასე ნუ მოიქცევით. ამ ნაბიჯის გადადგმით, შეიძლება, ისეთი ნივთები იყიდოთ, რის ყიდვასაც საერთოდ არ გეგმავდით.
ამის ნაცვლად, ეწვიეთ მაღაზიას მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე კონკრეტული გჭირდებათ. თქვენი მეგობრის დაბადების დღისთვის საჩუქარი უნდა შეიძინოთ? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაღაზიაში უნდა წახვიდეთ, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალი ერთი საათი გამოგიჩნდათ და არ იცით რით დაკავდეთ.
- შეადგინეთ საყიდლების სია
მაღაზიის მიერ შემოთავაზებული არჩევანი, შეიძლება, ძალიან მაცდური იყოს, ამიტომ, იმისთვის, რომ კურსიდან არ გადაუხვიოთ, აუცილებელია წინასწარ შეადგინოთ საყიდლების სია.
როდესაც ისეთ მაღაზიაში შედიხართ, რომელიც სასურსათო პროდუქტების გარდა ბევრი კატეგორიის საქონელს ყიდის, შეიძლება, თქვენი მიზანი მხოლოდ პურის და ბანანის ყიდვა იყოს და მაღაზიიდან სრულიად სხვა ნივთებით დატვირთული გამოხვიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საყიდლების სიის შედგენის და მათი ზუსტი დაცვის ჩვევა გამოიმუშაოთ.
- წინასწარ დაზოგეთ ფული უფრო დიდი სავაჭრო „მოგზაურობისთვის“
თუ მაღაზიაში რეგულარულად არ დადიხართ და მას ძირითადად სადღესასწაულო საყიდლებზე ან სახლის დეკორისთვის საჭირო ნივთების შესაძენად სტუმრობთ, შეიძლება თქვენი ვიზიტი ბევრი ფულის დახარჯვით დასრულდეს. ამისთვის უმჯობესია ფული წინასწარ დაზოგოთ, ვიდრე საკრედიტო ბარათით გადაიხადოთ. ფულის წინასწარ დაზოგვის ჩვევა საშუალებას მოგცემთ ვალებს თავი აარიდოთ.