• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი საკუთარ თავში ინვესტირება

3 გზა საკუთარ თავში ინვესტირების დასაწყებად

მარტი 26, 2024
in საკუთარ თავში ინვესტირება
3 გზა საკუთარ თავში ინვესტირების დასაწყებად
გაზიარება

საკუთარ თავში ინვესტირების მნიშვნელობა ხშირად გვავიწყდება, როცა ცხოვრებაში ბევრი „კონკურენტული“ პრიორიტეტი გვაქვს. თუმცა როცა სათანადოდ არ ვზრუნავთ მუდმივ განვითარებაზე, ავტომატურად ვწყვეტთ ზრდას, რაც ყოველმხრივ ცუდად მოქმედებს ჩვენზე. 

პირველ რიგში, საკუთარ თავში ინვესტირება ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის და უწყვეტ პიროვნულ ზრდას უზრუნველყოფს. ეს სულაც არ ნიშნავს მაინცდამაინც ფორმალური განათლების მიღებას — უბრალოდ, გამოცდილებისა და მისწრაფებების ფართო სპექტრს მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჰობი იქნება, კარიერული წინსვლა თუ მეტი დროის დათმობა თქვენივე თავისთვის. 

ბუნებრივია, საკუთარ თავში ინვესტირების ფორმები იმისდა მიხედვით განსხვავდება, თუ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე რა გამოწვევის წინაშე იმყოფებით; ან რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ერთიანი ფორმულაც არ არსებობს — ყველას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყოველთვის მხოლოდ განვითარებას არ ნიშნავს — ზოგჯერ უბრალოდ არსებულ ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესიცაა. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის იმ შესაძლებლობებით სარგებლობა, რომლებიც ჩვენს გზაზე ჩნდება. ასევე, იმის იდენტიფიცირება, რაც რეალურად შეესაბამება ჩვენს სურვილებს. ამიტომაც, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და დროულად იმოქმედოთ — ასე მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საკუთარ ზრდას. 

სტატიაში მოცემული 3 რჩევა კი დაგეხმარებათ, ამ მრავალფეროვან და საინტერესო მოგზაურობაში პირველი ნაბიჯები გადადგათ.

  1. დაადგინეთ პირადი შთაგონების წყარო

როდესაც რაღაც დიდ ინტერესს იწვევს თქვენში ან მომენტალურად გმატებთ ენერგიას, აუცილებლად მიჰყევით მას. შესაძლოა, სამოტივაციო წიგნის წაკითხვამაც კი გიბიძგოთ ტრანსფორმაციული ნაბიჯების გადადგმისკენ. 

  1. უკუკავშირის მიღება

რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილი არაა უკუკავშირის მოთხოვნა, მაგრამ ამ ჩვევის გამომუშავება აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, პოზიტიური იქნება ის თუ ნეგატიური — თითოეული მათგანი ახალი შესაძლებლობაა განსხვავებული პერსპექტივებისა და საკუთარი თავის საპოვნელად.

თავის მხრივ, უარყოფითი უკუკავშირის მიღება განსაკუთრებით რთულია, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერც განვითარდებით. სჯობს, მწარე რეალობა მიიღოთ და დაადგინოთ, რისი გამოსწორება შეგიძლიათ პროგრესისთვის. თანაც თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება იმ წინსვლის ნახვა, რომელსაც გარკვეულ დროში მიაღწევთ.

  1. მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობები

არსებული რესურსების გამოყენება შესანიშნავი გზაა საკუთარ თავში ინვესტირების დასაწყებად — განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერულ ცხოვრებას. ასე ზუსტად გეცოდინებათ, რომ სრულად ამოწურეთ მოცემული პოტენციალი და იმ მიმართულებასაც დაინახავთ, რა უნდა ისწავლოთ და განავითაროთ შემდგომში. ასევე, ნუ დაივიწყებთ მეგობრებს, თანატოლებს, მენეჯერებს და ა. შ. 

გახსოვდეთ, საკუთარ თავში ინვესტირება მთელი ცხოვრების პროცესია და მუდმივ თვითრეფლექსიას, უწყვეტ სწავლას და ზრდის ვალდებულებას მოითხოვს. თანაც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ რამეზე კონცენტრირებაა საჭირო — სწორ დროს კი სწორი ტიპის ინვესტიცია უნდა აირჩიოთ, რომელიც სრული პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ.

წინა

ევროკავშირმა Apple-თან, Meta Platforms-თან და Alphabet-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შემდეგი

რა ხდებოდა 26 მარტს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 24, 2024
საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება
საკუთარ თავში ინვესტირება

საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

by Giorgi
ოქტომბერი 16, 2024
3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 4, 2024
რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?
საკუთარ თავში ინვესტირება

რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა 26 მარტს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა 26 მარტს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved