• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 გზა, რომ Bear Market-ს უორენ ბაფეტის მსგავსად გაუმკლავდეთ

ივლისი 13, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 გზა, რომ Bear Market-ს უორენ ბაფეტის მსგავსად გაუმკლავდეთ
გაზიარება

უორენ ბაფეტს მრავალი ადამიანი ყველაზე დიდ ინვესტორად მიიჩნევს. ძნელია ამ აზრს შეეკამათო, როდესაც მისი კარიერის განმავლობაში უწყვეტ წარმატებას ხედავ.

ბაფეტის საინვესტიციო წარმატებაში ერთ-ერთი საუკეთესო ფაქტორი ის არის, რომ ის მიჰყვება მარტივ პრინციპებს, რომელთა გამოყენება დამწყებ ინვესტორებსაც კი შეუძლიათ. ამ სტატიაში მოცემულია სამი გზა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ bear market-ს გაუმკლავდეთ ისე, როგორც ამას ომაჰას ორაკული (ასე უწოდებენ ბაფეტს) აკეთებს.

  1. გამოიყენეთ ეს როგორც ქაოსში ღირებულების პოვნის შანსი

ირონიულია, მაგრამ, არასტაბილურობა საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური რამ არის. იმის გამო, რომ bear market-ის დროს აქციების ფასები მცირდება, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირებამ, შესაძლოა, შეგაშინოთ. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გახსოვდეთ: bear market გარდაუვალია. ისტორიულად, ეს მოვლენა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება და არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს რეალობა მომავალში შეიცვლება.

ბაფეტი მუდამ მიზნად ისახავს ჩადოს ინვესტიციები მაშინ, როდესაც აქციების ფასები მათ რეალურ ღირებულებაზე უფრო შემცირებულია. იმის ნაცვლად, რომ bear market-ის შეგეშინდეთ, შეგიძლიათ ეს მოვლენა განიხილოთ, როგორც ხარისხიანი აქციების დაბალ ფასად შეძენის შანსი.

როგორც ბაფეტმა ერთხელ თქვა: „შესაძლებლობა იშვიათად მოდის. როცა ოქრო წვიმს, გამოიყენე სათლი და არა სათითე.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, bear market-ის შემთხვევაში თქვენი საყვარელი აქციები მკვეთრად გაიაფდება და ეს შანსი თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.

  1. ნუ მიჰყვებით მასებს

ბაფეტი ამბობს, რომ ინვესტორები ფრთხილად უნდა იყვნენ მაშინ, როდესაც სხვები ხარბები არიან და უნდა გამოიჩინონ სიხარბე მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ. ზოგადად, bear market ინვესტორების შიშზე მიანიშნებს. როდესაც ინვესტორები პანიკაში არიან, აქციებს ყიდიან და ამით ფასები კიდევ უფრო მცირდება. თუ თქვენც ასე მოიქცევით, შესაძლოა, მომავალში თქვენ მიერ გაყიდული აქციების უფრო ძვირად ყიდვა მოგიწიოთ.

  1. ორიენტირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე

ინვესტირების დროს პრიორიტეტული ყოველთვის თქვენი გრძელვადიანი ინტერესები უნდა იყოს. სამწუხაროდ, ადვილია ემოციებს აჰყვეთ და მიიღოთ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებმაც, შესაძლოა, მომავალში ძალიან დაგაზარალოთ. თუ ნამდვილად გჯერათ თქვენი ინვესტიციების, ფასების მოკლევადიან რყევას არ უნდა მისცეთ უფლება, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს, თუ თქვენ მიერ არჩეული კომპანიის ბიზნესში არსებითად არაფერი შეცვლილა.

ბაფეტის აზრები გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტირების შესახებ, შეიძლება, მისი ერთ-ერთი გამონათქვამით შეჯამდეს: „თუ მზად არ ხართ, რომ აქციას 10 წლის განმავლობაში ფლობდეთ, მაშინ მისი 10 წუთით ფლობაზეც არ იფიქროთ.“ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ინვესტიციას ახორციელებთ, ეს გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა გააკეთოთ.

მთლიან სურათს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ bear ბაზრები მოკლევადიანი მოვლენებია, ამიტომ ნუ მისცემთ მათ უფლებას, რომ თქვენი გრძელვადიანი გეგმიდან გადახვევისკენ გიბიძგოთ.

წინა

რატომ გაუთანაბრდა ევრო დოლარს?

შემდეგი

EV კომპანია, რომელმაც Pepsi-ს მტკიცე კვარტალურ ანგარიშს აჯობა

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
EV კომპანია, რომელმაც Pepsi-ს მტკიცე კვარტალურ ანგარიშს აჯობა

EV კომპანია, რომელმაც Pepsi-ს მტკიცე კვარტალურ ანგარიშს აჯობა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved