• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი პერსონალური ფინანსები

3 არაჯანსაღი დამოკიდებულება ბიუჯეტირების მიმართ

მარტი 5, 2024
in პერსონალური ფინანსები
3 არაჯანსაღი დამოკიდებულება ბიუჯეტირების მიმართ
გაზიარება

ბიუჯეტირება პერსონალური ფინანსების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან ფულის მართვისთვის ის ერთგვარ სახელმძღვანელო ჩარჩოს წარმოადგენს. ხარჯვის მკაფიო ლიმიტების დაწესებით და რესურსების ეფექტიანად განაწილებით, ინდივიდებს შეუძლიათ თავიანთი ფინანსური მიზნების პრიორიტეტიზაცია და იმაში დარწმუნება, რომ მათ მისაღწევად სწორ გზაზე დგანან. უფრო მეტიც, ბიუჯეტირება ხელს უწყობს ფინანსურ ცნობიერებას და პასუხისმგებლობიანი მიდგომის ჩამოყალიბებას შემოსავლებისა და ხარჯების რეგულარული მონიტორინგის წახალისებით. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტირება საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რაც იწვევს უფრო მეტ ფინანსურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და წარმატებას.

დღევანდელ სტატიაში კი შემოგთავაზებთ 3 ფრაზას, რომელიც ბიუჯეტირების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულების ნიშანია.

  1. „ბიუჯეტირება ჩემთვის ზედმეტად სტრესულია“

გასაგებია, რომ ბიუჯეტის შედგება შეიძლება რთული და დამთრგუნველი ჩანდეს. ძალიან ხშირად, ადამიანები ამ პროცესს აღიქვამენ, როგორც მტკივნეულ მათემატიკურ პრობლემას, რომელიც ცხოვრებას ყველანაირი სიამოვნებისგან ცლის. თუმცა ბიუჯეტირება სასჯელად ან შეზღუდვად არ უნდა მივიღოთ. პირიქით, ეს შეიძლება სიცხადისა და სიმშვიდის წყარო იყოს. როდესაც ბიუჯეტის მიხედვით მოქმედებას დაიწყებთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ხელფასიდან თითოეული ლარი გამოყენებული იქნება კონკრეტული მიზნისთვის და გექნებათ საკმარისი თანხა თქვენი ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური მიზნის მისაღწევად.

  1. „ბიუჯეტირება მაგრძნობინებს, რომ საკმარისი ფული არასოდეს მექნება“

მართალია, ზოგ ადამიანს ეკონომიურობა უყვარს, მაგრამ ბიუჯეტირება არ უნდა აღძრავდეს ხელმომჭირნეობის განცდას. ამის ნაცვლად, ფინანსების ბიუჯეტის მიხედვით მართვამ მეტი თავისუფლება უნდა მოგანიჭოთ.

როცა კარგად შედგენილი ბიუჯეტი გაქვთ და იცით, როგორ მუშაობს თქვენი ფინანსები, მეტად თავდაჯერებული ხდებით და ფულსაც უფრო თავისუფლად ხარჯავთ

  1. „ბიუჯეტირება სევდას მგვრის, რადგან გარკვეული ნივთების შეძენა არ შემიძლია“

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ბევრ ადამიანს ეუფლება ხელმომჭირნეობის განცდა ბიუჯეტის შედგენისას. რეალურად კი, მისმა სწორად გამოყენებამ შეიძლება თქვენი მსყიდველობითი შესაძლებლობები გაზარდოს და საშუალება მოგცეთ, ფული დახარჯოთ იმ ნივთებსა და გამოცდილებებზე, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ბიუჯეტირების მიმართ გავრცელებულ არაჯანსაღ დამოკიდებულებებს საშუალებას ნუ მისცემთ, დაგაბრკოლოთ და ფინანსური წარმატებისკენ თქვენი სვლა შეაფერხოს. ბიუჯეტის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება ხელმომჭირნეობის, სევდისა და საკუთარი თავის უარყოფის ნაცვლად, ფინანსურ ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვებას და ფულის სწორი მიმართულებით დახარჯვას გულისხმობს. შესაძლოა, ბიუჯეტირებამ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა სრულიად სხვა კუთხით დაგანახოთ და ცხოვრებისგან მეტის მიღების საშუალება მოგცეთ.

წინა

თებერვალში Nvidia-ს აქციების ფასი დაახლოებით 29%-ით გაიზარდა

შემდეგი

გუშინ Meta-ს სოციალური მედიის სერვისები დროებით გაითიშა — კომპანიის აქციების ფასი შემცირდა

მსგავსი სტატიები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად
პერსონალური ფინანსები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან

by Giorgi
ოქტომბერი 18, 2024
რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
პერსონალური ფინანსები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ოქტომბერი 17, 2024
პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები

by Giorgi
ივლისი 1, 2024
3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს
პერსონალური ფინანსები

3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს

by Giorgi
ივნისი 3, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Meta-ს სოციალური მედიის სერვისები დროებით გაითიშა — კომპანიის აქციების ფასი შემცირდა

გუშინ Meta-ს სოციალური მედიის სერვისები დროებით გაითიშა — კომპანიის აქციების ფასი შემცირდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved