არ არსებობს რაიმე გეგმა, რომელიც bear market-ს თავიდან აგაცილებთ, თუმცა არის რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც საზრიანი ინვესტორები ასეთ დროს დგამენ. დღევანდელ სტატიაში კი სამ მათგანს განვიხილავთ.
- მოერიდეთ პანიკას
პირველი, რაც ინვესტორებს უნდა ახსოვდეთ არის ის, რომ bear market გარდაუვალი მოვლენაა. პანიკა არის ის, რაც ასეთ დროს ნამდვილად არ დაგეხმარებათ, პირიქით, ის დაგაზარალებთ, თუ თქვენ მიერ, აქციების ფასების კლების გამო, პოზიციების გაყიდვას გამოიწვევს.
მიზანი ყოველთვის უნდა იყოს, რომ იყიდოთ დაბალ ფასად და გაყიდოთ ძვირად და არა პირიქით. თუ პენსიაზე გასვლისგან ჯერ შორს ხართ, თქვენ გაქვთ დრო, რომ ბაზრის აღდგენას დაელოდოთ. ყველა აქცია ვერ ახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას, თუმცა, ისტორიამ აჩვენა, რომ ძირითადი ინდექსები, როგორებიც არის S&P 500, Dow Jones და Nasdaq Composite მთლიანობაში საბოლოოდ აღდგა.
- ფოკუსირდით დივერსიფიკაციაზე
„ნუ ჩადებთ ყველა კვერცხს ერთ კალათაში“ ცხოვრების მრავალ ასპექტში აქტუალური გამონათქვამია და ინვესტირებაც მათ შორის არის. დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო ელემენტია და ყველა საინვესტიციო პორტფელი სათანადოდ უნდა იყოს დაბალანსებული. ძალიან არასასურველია ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენა, როდესაც თქვენი საინვესტიციო პორტფელის წარმატება მხოლოდ რამდენიმე აქციაზეა დამოკიდებული. დივერსიფიკაცია არის გასაღები იმ რისკების შესამცირებლად, რომელიც bear market-ს თან სდევს.
თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელი კარგად არის დივერსიფიცირებული, ერთი კომპანიის ძალიან სწრაფმა ზრდამ, შესაძლოა, თქვენზე იმავე პროპორციით არ იმოქმედოს, თუმცა ასევე იქნება მოულოდნელი ვარდნის შემთხვევაშიც.
- გამოიყენეთ დოლარის ღირებულების გაშუალედება
დოლარის ღირებულების გაშუალედება არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. ამ სტრატეგიის მიზანია თავიდან აიცილოთ ის ზარალი, რომელიც ბაზართან სინქრონიზების მცდელობას მოაქვს.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.