• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს „შავი გედი“ საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 18, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს „შავი გედი“ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

„შავი გედი“ (Black Swan) არის არაპროგნოზირებადი მოვლენა, რომელიც სცილდება ჩვეულებრივ სიტუაციას და პოტენციურად მძიმე შედეგების მომტანია. ასეთი მოვლენები ხასიათდება უკიდურესი იშვიათობით და ძლიერი ზემოქმედებით.

„შავი გედის“ გააზრება

ტერმინი პოპულარული გახადა ნასიმ ნიკოლას ტალებმა — ფინანსების პროფესორმა, მწერალმა და უოლ სტრიტის ყოფილმა ტრეიდერმა. ნასიმმა შავი გედის მოვლენის იდეა აღწერა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის მოვლენებამდე, 2007 წელს გამოქვეყნებულ წიგნში — “The Black Swan”. ავტორის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „შავი გედის“ მოვლენების პროგნოზირება, მათი უკიდურესი იშვიათობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამასთან მას კატასტროფული შედეგები გააჩნია, ადამიანებმა დაგეგმვისას მისი შესაძლებლობა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ. არსებობს მოსაზრებაც, რომ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციამ შეიძლება ამ მოვლენისგან გარკვეულწილად დაგვიცვას.

ნასიმი „შავ გედის“ აღწერისას ამბობს:

  • იმდენად იშვიათია, რომ მისი წარმოშობის შესაძლებლობაც კი უცნობია.
  • მას გააჩნია კატასტროფული ზემოქმედება.
  • „შავი გედის“ რეალობის დადგომის შემდეგ ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ის რეალურად პროგნოზირებადი იყო.

მოსაზრებები

ნასიმი ამტკიცებს, რომ უკიდურესად იშვიათი მოვლენებისთვის ალბათობისა და პროგნოზირების სტანდარტული ინსტრუმენტები, როგორიცაა ნორმალური განაწილება, არ გამოიყენება, რადგან ისინი დამოკიდებულია დიდ პოპულაციაზე და წარსულის ნიმუშებზე, რომლებიც იშვიათი მოვლენების შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის. წარსულის დაკვირვებებზე დაფუძნებული სტატისტიკა არ არის გამოსადეგი „შავი გედების“ პროგნოზირებისთვის და ასეთმა მიდგომამ, შესაძლოა, მათ მიმართ უფრო დაუცველები გაგვხადოს.

„შავი გედის“ ბოლო საკვანძო ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვირვებლებს სურთ ახსნან, თუ როგორ შეიძლებოდა მისი წინასწარმეტყველება. თუმცა, ასეთი რეტროსპექტიული სპეკულაცია რეალურად არ უწყობს ხელს მომავალი „შავი გედების“ პროგნოზირებას, რადგან ეს მოვლენა შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, დაწყებული საკრედიტო კრიზისით, დამთავრებული ომით.

წარსული „შავი გედების“ მაგალითები

2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს აშშ-ის საბინაო ბაზრის კრახი „შავი გედის“ ერთ-ერთი უახლესი და ცნობილი მაგალითია. კრახის ეფექტი კატასტროფული და გლობალური იყო, მისი პროგნოზირება კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეძლო.

ასევე 2008 წელს, ზიმბაბვეს ჰქონდა ჰიპერინფლაციის ყველაზე უარესი შემთხვევა XXI საუკუნეში — ინფლაციის პიკურმა მაჩვენებელმა 79.6 მილიარდ პროცენტს გადააჭარბა. ამ დონის ინფლაციის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია და მას ქვეყნის ფინანსურად განადგურება შეუძლია.

2001 წლის dotcom-ის ბუშტი1 „შავი გედის“ კიდევ ერთი მაგალითია, რომელსაც 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან მსგავსება გააჩნია. აშშ სარგებლობდა სწრაფი ეკონომიკური ზრდითა და კერძო სიმდიდრის მატებით მანამ, სანამ ეკონომიკა კოლაფსამდე მივიდოდა. ინტერნეტი, კომერციული გამოყენების თვალსაზრისით, საწყის ეტაპზე იმყოფებოდა და სხვადასხვა საინვესტიციო ფონდები ინვესტიციებს ახორციელებდნენ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომელთა აქციების ფასები არარეალურად მაღალი იყო. როდესაც ეს კომპანიები დაიხურა, ფონდები მძიმედ დაზარალდა და ვარდნის რისკი ინვესტორებზე გადავიდა. ინტერნეტი მაშინ დიდ სიახლეს წარმოადგენდა, ამიტომ კოლაფსის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი იყო.

უფრო უახლესი მაგალითი შეიძლება იყოს COVID-19 ვირუსის გავრცელება, რომელმაც გამოიწვია გლობალური პანდემია. ის 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გლობალური ეკონომიკა შეაფერხა.


ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ შეიძლება მოკლევადიანმა გადაწყვეტილებამ გრძელვადიანი პერსპექტივა დააზარალოს?

შემდეგი

3 რამ, რასაც საზრიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 რამ, რასაც საზრიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

3 რამ, რასაც საზრიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved