• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 პროდუქტიული ნაბიჯი, რომელიც აქციების ფასების ვარდნისას უნდა გადადგათ

მაისი 24, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 პროდუქტიული ნაბიჯი, რომელიც აქციების ფასების ვარდნისას უნდა გადადგათ
გაზიარება

ამ ეტაპზე მტკივნეულად ნათელია, რომ აქციები გაფართოებულ ვარდნაშია. გასულ კვირას S&P 500 ინდექსი bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. სხვა ძირითადი ინდექსები წლის დასაწყისიდან დღემდე, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა.

თქვენი საინვესტიციო პორტფელის გაუთავებლად შემოწმება ახლა ნამდვილად არ არის კარგი იდეა. ეს თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და, შესაძლოა, პანიკური გაყიდვებისკენ გიბიძგოთ, რის შედეგადაც გაანაღდებთ ზარალს, რომლის თავიდან აცილებაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა.

საფონდო ბირჟის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, არის გარკვეული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ახლა ღირს. ჩვენ სწორედ ამ საკითხს შევეხებით.

Investor
  1. შეაფასეთ თქვენი დანაზოგი

საფონდო ბირჟის ვარდნის დროს ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავთ, თუ თქვენს პოზიციებს შემცირებულ ფასად გაყიდით. ადეკვატური ფულადი რეზერვების ქონამ, შესაძლოა, ეს ნაბიჯი თავიდან აგაცილოთ.

ამიტომ, შეამოწმეთ თქვენი საგანგებო ფონდი და დარწმუნდით, რომ ის საიმედოა. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა, ინფლაციის გამო, ცხოვრების ხარჯები გაიზარდა და თუ ადრე კონკრეტული თანხა 6 თვის ხარჯების დასაფარად საკმარისი იყო ეს რეალობა შეიცვალა და ამ ვადისთვის საკმარისი რეზერვის შესაქმნელად მეტი ფული დაგჭირდებათ.

თუ თქვენი დაზოგვის დონით კმაყოფილი არ ხართ, შეეცადეთ, რომ უახლოეს მომავალში საგანგებო ფონდი გაზარდოთ. არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება bear market, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უარესი სცენარისთვის მზად იყოთ.

  1. შეადგინეთ იმ აქციების სია, რომელთა შეძენაც გსურთ

შესაძლოა, bear market შემაშფოთებელი იყოს, მაგრამ მას ასევე შეუძლია შესყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობა შექმნას. სწორედ ამიტომ, ახლა კარგი დროა, რომ სასურველი აქციების სია შეადგინოთ, დაიწყოთ ფულის გამოყოფა და შეიძინოთ ისინი, სანამ ფასები შემცირებულია.

რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ინდივიდუალური აქციების შეძენა, თუ საინდექსო ფონდებში ინვესტირება თქვენთვის უფრო კომფორტულია, მაგრამ თუ ინდივიდუალური აქციების ყიდვით ხართ დაინტერესებული, თქვენი დრო და ენერგია ბიზნესის კვლევაზე დახარჯეთ, რათა შესაფერისი ინვესტიცია შეარჩიოთ.

  1. გაარკვიეთ, გჭირდებათ თუ არა რაიმე ცხოვრებისეული გეგმის შეცვლა

თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელის გამოყენებას უახლოესი მომავლის განმავლობაში არ აპირებთ, მაშინ არსებული მდგომარეობის გამო პანიკა უადგილოა. მაგრამ, შეიძლება, გარკვეული გადაფასება დაგჭირდეთ, თუ პენსიაზე გასვლა რამდენიმე წელიწადში აპირებდით და ეს მიზანი თქვენს პორტფელზე დიდად არის დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ბაზრის ვარდნა, შესაძლოა, ხანმოკლე აღმოჩნდეს, მაგრამ რადგან ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჭკვიანური იქნება, რომ ვარიანტების განხილვას გარკვეული დრო დაუთმოთ, თუ დიდი გეგმების კორექტირებაა საჭირო.

დრო ჭკვიანურად გამოიყენეთ

აქციების ფასების შემცირების პერიოდში საინვესტიციო პორტფელის გამუდმებით შემოწმება, რა თქმა უნდა, დროის ხარჯვის საუკეთესო გზა არ არის და ამას თქვენი სტრესის დონის მნიშვნელოვნად ამაღლება შეუძლია. ნაცვლად ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების შერსულებით დროის პროდუქტიულად გამოყენებას შეძლებთ.

წინა

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

შემდეგი

როგორ უნდა მოვემზადოთ პოტენციური რეცესიისთვის?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ უნდა მოვემზადოთ პოტენციური რეცესიისთვის?

როგორ უნდა მოვემზადოთ პოტენციური რეცესიისთვის?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved