• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 შეცდომა, რომელიც საფონდო ბირჟის კრახის შემთხვევაში უნდა აირიდოთ

სექტემბერი 8, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 შეცდომა, რომელიც საფონდო ბირჟის კრახის შემთხვევაში უნდა აირიდოთ
გაზიარება

საფონდო ბირჟის ვარდნა გარდაუვალი მოვლენაა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია არა ინვესტორის უნარი – განსაზღვროს ბაზრის პოტენციური კრახი (ბევრმა სცადა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო), არამედ სწორად იმოქმედოს მაშინ, როდესაც ეს მოხდება.

დღეს განვიხილავთ სამ პოტენციურად გამანადგურებელ შეცდომას, რომელიც საფონდო ბირჟის ვარდნის შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ.

  1. არ დაივიწყოთ თქვენი გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია

გრძელვადიანი „ყიდვა-შენარჩუნების“ სტრატეგია არ მოძველდება, რადგან ბაზარი მოკლევადიან რყევებს განიცდის. ამ აპრობირებული სტრატეგიის გამოყენება არასტაბილურობის მომენტში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს.

ნებისმიერ საბაზრო გარემოში, თანმიმდევრული ინვესტირება ინვესტორის უპირატესობაა. თუ ბაზართან სინქრონიზებას ეცდებით, დიდი ალბათობით, იმედგაცრუებული დარჩებით.

ნიშნავს ეს, რომ უნდა შეინარჩუნოთ იმ კომპანიების აქციებიც, რომელთა ბიზნეს ფუნდამენტი სუსტია? რა თქმა უნდა, არა. იმავე პრინციპით, მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული კომპანიის აქციების ფასი ეცემა, ეს მას აუცილებლად ცუდ ინვესტიციად არ აქცევს.

როდესაც კომპანიებს საფუძვლიანად იკვლევთ, თქვენი ინვესტიციები კარგად გააზრებულია და საინვესტიციო თეზისს მხარს უჭერს ძლიერი ბიზნესი, კომპეტენტური მმართველი გუნდი და დამაჯერებელი ფინანსური მდგომარეობა, ბაზრის დროებითმა ვარდნამ არ უნდა შეგაშინოთ.

Investor
  1. ბაზრიდან ფულის გამოტანას ნუ იჩქარებთ

როდესაც გამოუცდელი ინვესტორები ხედავენ, თუ როგორ მცირდება ბაზრის ვარდნის დროს მათი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება, პანიკაში ვარდებიან და კიდევ უფრო მეტი ზარალის თავიდან ასაცილებლად ბაზრიდან ფულის გამოტანას არჩევენ.

ვარდნაზე ყველა აქცია ან პორტფელი ერთნაირად არ რეაგირებს. თქვენი საინვესტიციო პორტფელის შედგენილობა თქვენს პირად პრეფერენციებზე და რისკისადმი ტოლერანტობის დონეზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ დივერსიფიკაცია ზარალის მინიმუმამდე შემცირებაში დაგეხმარებათ.

მაგალითად, თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელი ძირითადად მზარდი პოტენციალის აქციებისგან შედგება, მაშინ ვარდნისთვის მზად ნამდვილად არ იქნებით. ასეთი პორტფელის დასაბალანსებლად ინვესტიციები უნდა ჩადოთ ღირებულებით და ლურჯი ჩიპის აქციებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციები არასოდეს უნდა გაყიდოთ ან რომ ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება წარსულს ჩაბარდა.

თუ აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მხოლოდ მათი ფასების ცვლილებებთან არის დაკავშირებული, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდეთ, გაანალიზოთ კომპანიის რეალური მდგომარეობა მანამ, სანამ ასე მოიქცევით.

  1. მოკლევადიან ცვლილებებს თქვენი გრძელვადიანი სტრატეგიის დარღვევის უფლება არ მისცეთ

დანამდვილებით არავინ იცის, დადგება თუ არა რეცესია ან რამდენს ხანს შეიძლება გაგრძელდეს ის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკა და საფონდო ბირჟა აღდგება.

მოკლევადიანი ცვალებადობა ნორმალურია და არსებობს შესაძლებლობა, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკა შენელდეს და აქციების ფასები შემცირდეს. თუ ეს მოხდება, შესაძლოა, თქვენმა ინვესტიციებმა უახლოეს პერიოდში ღირებულება დაკარგოს. თუმცა, ყველაზე უარესი რეცესიაც კი მხოლოდ დროებითია და დროთა განმავლობაში ყველაფერი გაუმჯობესდება.

ჯერ კიდევ 2008 წელს, დიდი რეცესიის მწვერვალზე უორენ ბაფეტმა The New York Times-ს გაუზიარა მოსაზრება: „რეცესიის ფონზე ბიზნესის შემოსავალი, როგორც ყოველთვის, შეფერხდება, მაგრამ მსხვილი კომპანიების უმეტესობა მოგების ახალ რეკორდებს 5, 10 და 20 წლის შემდეგ დაამყარებს.“

წინა

სად იქნება AMD 5 წელიწადში?

შემდეგი

გართობის ინდუსტრიის ტოპ 3 კომპანია, რომელსაც სექტემბერში უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გართობის ინდუსტრიის ტოპ 3 კომპანია, რომელსაც სექტემბერში უნდა დააკვირდეთ

გართობის ინდუსტრიის ტოპ 3 კომპანია, რომელსაც სექტემბერში უნდა დააკვირდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved