• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც თქვენს ფულს ჯადოსნურად გაზრდის

აპრილი 26, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც თქვენს ფულს ჯადოსნურად გაზრდის
გაზიარება

„ოცნება რეალობად მაგიის საშუალებით არ იქცევა, საჭიროა მონდომება და გულმოდგინედ შრომა“ – კოლინ პაუელი.

რთულია პაუელს შევეკამათოთ. ჩვენი ოცნებების უმეტესობა სურვილებად დარჩება, თუ მოქმედებას არ მივმართავთ. დიდი ოცნებების განსახორციელებლად კი ბევრი მოქმედებაა საჭირო.

თუ სიმდიდრის დაგროვება გსურთ, გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. მაგრამ ნამდვილად შეიძლება ჯადოსნური იყოს იმის ყურება, თუ როგორ ხდება თქვენი $10,000 დროთა განმავლობაში $50,000, შემდეგ $250,000 და ერთ დღეს კი, შესაძლოა, $1 მილიონი ან მეტი. ამ სტატიაში მოცემულია ინვესტირების 3 მიდგომა, რომელიც ფულის ჯადოსნურად გაზრდაში დაგეხმარებათ.

Happy Investor
  1. ორიენტირდით აქციებზე

თუ დამწყები ინვესტორი ხართ და თქვენი მიზანი მრავალი წლის განმავლობაში სიმდიდრის დაგროვებაა, რთულია საფონდო ბირჟის დამარცხება ამ მდგომარეობამდე მისასვლელ გზად აქციოთ. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი, რომელშიც ნაჩვენებია უარტონის ბიზნეს სკოლის პროფესორის – ჯერემი სიგელის მონაცემები, რომელშიც გამოთვლილია აქციების, ობლიგაციების, თამასუქების, ოქროსა და დოლარის საშუალო ანაზღაურება 1802 წლიდან 2012 წლამდე.

აქტივთა კლასი წლიური ნომინალური ანაზღაურება
აქციები 8.1%
ობლიგაციები 5.1%
თამასუქები 4.2%
ოქრო 2.1%
აშშ დოლარი 1.4%

სიგელმა აღმოაჩინა, რომ 1926 წლიდან 2012 წლამდე აქციები 9.6%-ის ტოლი საშუალო წლიური ტემპით იზრდებოდა, გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციები კი – 5.7%-ით.

ასე რომ, როგორ შეგიძლიათ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება? სავარაუდოდ, საუკეთესო გზა არის დაბალი საკომისიოს მქონე ფართო ბაზრის საინდექსო ფონდები, რაც ინვესტორების უმეტესობას უორენ ბაფეტმაც კი ურჩია. მაგალითად, SPDR S&P 500 ETF ძალიან პოპულარული ETF-ის ფორმაა. ის თვალყურს ადევნებს S&P 500 ინდექსს, ამიტომ ინვესტიციას დებს მასში გაერთიანებულ აქციებში და ინვესტორს დაახლოებით იმავე ანაზღაურებით უზრუნველყოფს (ძალიან მცირე გადასახადებით).

  1. იყავით მომთმენი

გამდიდრების მეორე ეფექტური სტრატეგია შესასრულებლად, შეიძლება, რთული იყოს, მაგრამ ის საკმაოდ ძლიერია. ჩამოაყალიბეთ მოთმინების ჩვევა და მოემზადეთ მის მრავალი წლის განმავლობაში გასაძლიერებლად. იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში, თუ როგორ შეიძლება წლიური ინვესტიციის სხვადასხვა თანხები დროთა განმავლობაში გაიზარდოს:

8%-იანი ზრდა ყოველწლიურად $10,000-ის ინვესტირება ყოველწლიურად $15,000-ის ინვესტირება ყოველწლიურად $20,000-ის ინვესტირება
5 წლის განმავლობაში   $63,359 $95,039 $126,718
10 წლის განმავლობაში   $156,455 $234,683 $312,910
15 წლის განმავლობაში   $293,243 $439,865 $586,486
20 წლის განმავლობაში   $494,229 $741,344 $988,458
25 წლის განმავლობაში   $789,544 $1,184,316 $1,579,088
30 წლის განმავლობაში   $1,223,459 $1,835,189 $2,446,918

შეიძლება იფიქროთ, რომ მოთმინება არც ისე რთულია, მაგრამ ეს მართალი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფონდო ბირჟას დაღმავალი ტენდენცია ახასიათებს. ეს კი საშუალოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. თუ თქვენი ანგარიში გაზრდის ნაცვლად მცირდება ან ბაზარზე სიმშვიდეა და თქვენი ინვესტიციები საგრძნობლად არ იზრდება, ადვილია გაგიცრუვდეთ იმედი ან ყურადღება გაგეფანტოთ. ყველაფრის მიუხედავად, არჩეულ კურსზე დარჩენა უნდა მოახერხოთ.

  1. საინვესტიციო საქმიანობა მზარდი პოტენციალის აქციების მეშვეობით გააფართოვეთ

თუ მეტი ჯილდოს სანაცვლოდ, საკუთარ თავზე უფრო დიდი რისკის აღება გსურთ, შეგიძლიათ თქვენი ფულის ნაწილი საგულდაგულოდ შერჩეულ ინდივიდუალურ აქციებში ჩადოთ.

მზარდი პოტენციალის აქციები მიმზიდველი შესაძლებლობაა, რადგან ისინი, განსაზღვრებით, საშუალოზე სწრაფად იზრდება. თუმცა, ამ ტიპის აქციებს თან ახლავს რისკები, ამიტომ, პირველ რიგში, შეისწავლეთ მზარდი პოტენციალის აქციებში ინვესტირება და ზოგადად ინვესტირების სფერო. ამაში შემდეგი წიგნები გამოგადგებათ:

  • ჯონ ბოგლი – The Little Book of Common Sense Investing
  • ასვათ დამოდარანი – The little Book of Valuation: How to Value a Company, Pick a Stock and Profit
  • ჯოელ გრინბლატი – The Little Book That Still Beats the Market
წინა

Twitter ილონ მასკის შეთავაზებას დათანხმდა – აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა

შემდეგი

3 მზარდი პოტენციალის აქცია, 2022 წელს ფასების გასამმაგების პერსპექტივით

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
3 მზარდი პოტენციალის აქცია, 2022 წელს ფასების გასამმაგების პერსპექტივით

3 მზარდი პოტენციალის აქცია, 2022 წელს ფასების გასამმაგების პერსპექტივით

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved