„ოცნება რეალობად მაგიის საშუალებით არ იქცევა, საჭიროა მონდომება და გულმოდგინედ შრომა“ – კოლინ პაუელი.
რთულია პაუელს შევეკამათოთ. ჩვენი ოცნებების უმეტესობა სურვილებად დარჩება, თუ მოქმედებას არ მივმართავთ. დიდი ოცნებების განსახორციელებლად კი ბევრი მოქმედებაა საჭირო.
თუ სიმდიდრის დაგროვება გსურთ, გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. მაგრამ ნამდვილად შეიძლება ჯადოსნური იყოს იმის ყურება, თუ როგორ ხდება თქვენი $10,000 დროთა განმავლობაში $50,000, შემდეგ $250,000 და ერთ დღეს კი, შესაძლოა, $1 მილიონი ან მეტი. ამ სტატიაში მოცემულია ინვესტირების 3 მიდგომა, რომელიც ფულის ჯადოსნურად გაზრდაში დაგეხმარებათ.
- ორიენტირდით აქციებზე
თუ დამწყები ინვესტორი ხართ და თქვენი მიზანი მრავალი წლის განმავლობაში სიმდიდრის დაგროვებაა, რთულია საფონდო ბირჟის დამარცხება ამ მდგომარეობამდე მისასვლელ გზად აქციოთ. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი, რომელშიც ნაჩვენებია უარტონის ბიზნეს სკოლის პროფესორის – ჯერემი სიგელის მონაცემები, რომელშიც გამოთვლილია აქციების, ობლიგაციების, თამასუქების, ოქროსა და დოლარის საშუალო ანაზღაურება 1802 წლიდან 2012 წლამდე.
აქტივთა კლასი | წლიური ნომინალური ანაზღაურება |
აქციები | 8.1% |
ობლიგაციები | 5.1% |
თამასუქები | 4.2% |
ოქრო | 2.1% |
აშშ დოლარი | 1.4% |
სიგელმა აღმოაჩინა, რომ 1926 წლიდან 2012 წლამდე აქციები 9.6%-ის ტოლი საშუალო წლიური ტემპით იზრდებოდა, გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციები კი – 5.7%-ით.
ასე რომ, როგორ შეგიძლიათ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება? სავარაუდოდ, საუკეთესო გზა არის დაბალი საკომისიოს მქონე ფართო ბაზრის საინდექსო ფონდები, რაც ინვესტორების უმეტესობას უორენ ბაფეტმაც კი ურჩია. მაგალითად, SPDR S&P 500 ETF ძალიან პოპულარული ETF-ის ფორმაა. ის თვალყურს ადევნებს S&P 500 ინდექსს, ამიტომ ინვესტიციას დებს მასში გაერთიანებულ აქციებში და ინვესტორს დაახლოებით იმავე ანაზღაურებით უზრუნველყოფს (ძალიან მცირე გადასახადებით).
- იყავით მომთმენი
გამდიდრების მეორე ეფექტური სტრატეგია შესასრულებლად, შეიძლება, რთული იყოს, მაგრამ ის საკმაოდ ძლიერია. ჩამოაყალიბეთ მოთმინების ჩვევა და მოემზადეთ მის მრავალი წლის განმავლობაში გასაძლიერებლად. იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში, თუ როგორ შეიძლება წლიური ინვესტიციის სხვადასხვა თანხები დროთა განმავლობაში გაიზარდოს:
8%-იანი ზრდა | ყოველწლიურად $10,000-ის ინვესტირება | ყოველწლიურად $15,000-ის ინვესტირება | ყოველწლიურად $20,000-ის ინვესტირება |
5 წლის განმავლობაში | $63,359 | $95,039 | $126,718 |
10 წლის განმავლობაში | $156,455 | $234,683 | $312,910 |
15 წლის განმავლობაში | $293,243 | $439,865 | $586,486 |
20 წლის განმავლობაში | $494,229 | $741,344 | $988,458 |
25 წლის განმავლობაში | $789,544 | $1,184,316 | $1,579,088 |
30 წლის განმავლობაში | $1,223,459 | $1,835,189 | $2,446,918 |
შეიძლება იფიქროთ, რომ მოთმინება არც ისე რთულია, მაგრამ ეს მართალი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფონდო ბირჟას დაღმავალი ტენდენცია ახასიათებს. ეს კი საშუალოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. თუ თქვენი ანგარიში გაზრდის ნაცვლად მცირდება ან ბაზარზე სიმშვიდეა და თქვენი ინვესტიციები საგრძნობლად არ იზრდება, ადვილია გაგიცრუვდეთ იმედი ან ყურადღება გაგეფანტოთ. ყველაფრის მიუხედავად, არჩეულ კურსზე დარჩენა უნდა მოახერხოთ.
- საინვესტიციო საქმიანობა მზარდი პოტენციალის აქციების მეშვეობით გააფართოვეთ
თუ მეტი ჯილდოს სანაცვლოდ, საკუთარ თავზე უფრო დიდი რისკის აღება გსურთ, შეგიძლიათ თქვენი ფულის ნაწილი საგულდაგულოდ შერჩეულ ინდივიდუალურ აქციებში ჩადოთ.
მზარდი პოტენციალის აქციები მიმზიდველი შესაძლებლობაა, რადგან ისინი, განსაზღვრებით, საშუალოზე სწრაფად იზრდება. თუმცა, ამ ტიპის აქციებს თან ახლავს რისკები, ამიტომ, პირველ რიგში, შეისწავლეთ მზარდი პოტენციალის აქციებში ინვესტირება და ზოგადად ინვესტირების სფერო. ამაში შემდეგი წიგნები გამოგადგებათ:
- ჯონ ბოგლი – The Little Book of Common Sense Investing
- ასვათ დამოდარანი – The little Book of Valuation: How to Value a Company, Pick a Stock and Profit
- ჯოელ გრინბლატი – The Little Book That Still Beats the Market