• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს?

აგვისტო 4, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს?
გაზიარება

მეწარმის გონებაში აღმოცენებული იდეის განსახორციელებლად და კომპანიის შესაქმნელად საჭიროა ოფისის ან ქარხნის იჯარით აღება, თანამშრომლების დაქირავება, აღჭურვილობისა და ნედლეულის შეძენა, გაყიდვებისა და დისტრიბუციის ქსელის ჩამოყალიბება და ა. შ. ეს ყველაფერი კი კაპიტალს მოითხოვს.

ბევრმა კორპორატიულმა გიგანტმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მცირე კერძო სუბიექტმა და ისინი დააარსეს ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანებმა, როგორებიც არიან, მაგალითად, ჯეკ მა (Alibaba-ს დამფუძნებელი) და მარკ ცუკერბერგი (Meta Platforms-ის დამფუძნებელი).

სტარტაპს შეუძლია კაპიტალი წილის გაყიდვის ან სესხის აღების საშუალებით მოიზიდოს. ეს უკანასკნელი ვარიანტი შეიძლება სტარტაპისთვის პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, დამწყებ კომპანიებს სესხის უზრუნველსაყოფად საკმარისი აქტივები არ გააჩნია.

წილის გაყიდვა არის ყველა სასურველი ვარიანტი იმ სტარტაპთა უმეტესობისთვის, რომელსაც კაპიტალი ჭირდება. ბიზნესის დასაწყებად მეწარმეს თავდაპირველად შეუძლია გამოიყენოს სახსრები პირადი დანაზოგებიდან, ასევე მოიზიდოს კაპიტალი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან. როდესაც ბიზნესი ფართოვდება და მისი კაპიტალის საჭიროება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მეწარმემ შეიძლება მიმართოს ე. წ. Angel ინვესტორებს (მდიდარი ინვესტორი, რომელიც ფულს ახალგაზრდა, განვითარებად კომპანიაში აბანდებს. როგორც წესი, მსგავს აქციებს დიდი რისკი ახლავს თან) და ვენჩურული კაპიტალის ფირმებს.

კომპანიებს შეუძლია, მიმდინარე ოპერაციებთან ან ტრადიციულ საბანკო სესხთან შედარებით უფრო დიდი კაპიტალი პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) საშუალებით, აქციების საზოგადოებაზე მიყიდვით მოიზიდოს.

შედეგად კომპანიის კერძო ფირმის (რომლის წილსაც რამდენიმე აქციონერი ფლობს) სტატუსი საჯაროთი იცვლება, რომლის აქციებიც ფართო საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამასთან, IPO კომპანიის ადრეულ ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, განაღდონ თავიანთი მფლობელობის ნაწილი და, ხშირ შემთხვევაში, ამ პროცესში შესანიშნავი სარგებელი მიიღონ.

აქციების გამოშვებით, კომპანიები ყოფენ საკუთრებას მცირე ნაწილებად, რაც ინვესტორთა ფართო სპექტრს საშუალებას აძლევს, კომპანიის ნაწილობრივი მფლობელები გახდნენ. ეს დივერსიფიკაცია ბიზნეს ოპერაციებთან დაკავშირებულ რისკს აქციონერთა უფრო დიდ ბაზაზე ანაწილებს, რაც ნებისმიერ ცალკეულ ინვესტორზე ფინანსური ვარდნის გავლენას ამცირებს.

აქციებით ვაჭრობა მიმდინარეობს საფონდო ბირჟებზე, რაც ინვესტორებს აქციების ყიდვა-გაყიდვისთვის ლიკვიდურ ბაზარზე წვდომას აძლევს. ეს ლიკვიდურობა ინვესტორებს სთავაზობს მოქნილობას, შედარებით მარტივად გახსნან ან დახურონ თავიანთი საინვესტიციო პოზიციები, რაც, საკუთრების სხვა ფორმებთან შედარებით, აქციებში ინვესტირების მიმზიდველობას აძლიერებს.

საჯარო კომპანიებს აქციებს ბაზარი აფასებს. ამ შეფასებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იქონიოს რეპუტაციაზე და ბრენდის აღქმაზე, პოტენციურად მოიზიდოს მეტი ინვესტორი და მომხმარებელი. აქციების უფრო მაღალი ფასი შეიძლება განიმარტოს, როგორც კომპანიის ფინანსური სიძლიერის და პოტენციალის ნიშანი.

საჯარო კომპანიებს შეუძლიათ, თავიანთი აქციები, შერწყმისა და შესყიდვის ტრანზაქციების განხორციელებისთვის, ერთგვარ ვალუტის ფორმად გამოიყენონ. შემსყიდველ კომპანიებს გარიგების შესასრულებლად, ფულთან ერთად, საკუთარი აქციების გამოყენებაც შეუძლიათ. ეს მათ საშუალებას აძლევს, დაზოგონ ფულადი სახსრები და ამავდროულად უზრუნველყონ ღირებულება სამიზნე კომპანიის აქციონერებისთვის.

იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ ზემოქმედებს კომპანიაზე საკუთარი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება, შეგვიძლია დავაკვირდეთ ქვემოთ მოცემულ დიაგრამას, რომელზეც Facebook-ის მშობელი კომპანიის — Meta Platforms-ის შემოსავლის ცვლილებაა ასახული 2009-2022 წლების მონაკვეთში.

Meta Platforms

მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების გაყიდვა დაიწყება, მათი ფასი მერყეობს, რადგან ინვესტორები და ტრეიდერები მათ შინაგან ღირებულებას სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აფასებენ. არსებობს მრავალი განსხვავებული კოეფიციენტი და მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება აქციების შესაფასებლად იქნას გამოყენებული. მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზომი, P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტია. აქციების ანალიზი, როგორც წესი, ორ მიმდინარეობად იყოფა — ტექნიკური ანალიზი და ფუნდამენტური ანალიზი.

რაც შეეხება აქციების ფასს, საფონდო ბირჟაზე ის შეიძლება რამდენიმე გზით განისაზღვროს. ყველაზე გავრცელებული აუქციონის პროცესია, სადაც მყიდველები და გამყიდველები ორივე მხარისთვის მისაღებ ფასზე რიგდებიან. შეთავაზებული ფასი (bid price) არის თანხა, რომლის გადახდაც მყიდველს სურს, ხოლო მოთხოვნილი ფასი (ask price) მყიდველის მიერ დადგენილი ნიშნულია. როდესაც შეთავაზებული და მოთხოვნილი ფასები ერთმანეთს ემთხვევა, ბირჟაზე გარიგება იდება.

საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ყოველი ტრანზაქციისთვის უნდა არსებობდეს როგორც მყიდველი, ასევე — გამყიდველი. მიწოდებისა და მოთხოვნის უცვლელი კანონებიდან გამომდინარე, თუ კონკრეტული აქციის შემთხვევაში ბაზარზე არსებობს უფრო მეტი მყიდველი, ვიდრე — გამყიდველი, ამ აქციის ფასი გაიზრდება, საპირისპირო შემთხვევაში კი — შემცირდება.

Bid-ask სპრედი — სხვაობა აქციაზე შეთავაზებულ და მოთხოვნილ ფასებს შორის ასე გამოითვლება: უმაღლესი ფასი, რომლის გადახდაც მყიდველს სურს – მინიმალური ფასი, რომლის მიღების შემთხვევაშიც გამყიდველი თანახმაა აქცია გაყიდოს.

სავაჭრო გარიგება იდება მაშინ, როდესაც მყიდველი თანხმდება მოთხოვნილი ფასის გადახდას, ან გამყიდველი შეთავაზებულ ფასს იღებს. თუ მყიდველების რაოდენობა აჭარბებს გამყიდველებს, მათ შეუძლიათ აქციების შესაძენად შეთავაზებული ფასები გაზარდონ. შესაბამისად, ბაზარზე კონკრეტული აქციების ფასი იზრდება. თუ გამყიდველების რაოდენობა მყიდველებისას აჭარბებს, ბაზარზე ამ აქციის ფასი მცირდება.

ზოგიერთი საფონდო ბირჟა, უწყვეტი შეთავაზებებისა და გაყიდვის მოთხოვნების შესანარჩუნებლად, პროფესიონალ ტრეიდერებს ეყრდნობა, რადგან მოცემულ მომენტში მოტივირებულმა მყიდველმა და გამყიდველმა შეიძლება დამოუკიდებლად ერთმანეთი ვერ იპოვონ. ასეთ შუამავლებს სპეციალისტები ან „ბაზრის შემქმნელები” ეწოდება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კომპანიების მიერ აქციების გამოშვება არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელსაც მრავალმხრივი ფინანსური სარგებელი გააჩნია. აქციების გამოშვება, თავისი მნიშვნელოვანი ეფექტიდან გამომდინარე, კომპანიის ზრდისა და განვითარების მთავარი ინსტრუმენტი ხდება. ეს არის ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობა, რადგან კომპანიებს ეძლევათ წვდომა დაფინანსებაზე, ხოლო ინვესტორები, კომპანიის პოტენციური ზრდით თავიანთ წილ სარგებელს იღებენ.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved