• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ოქტომბერი 22, 2024
in ადამიანები
ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

პიტერ ლინჩი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ინვესტორია. ლინჩი Fidelity Magellan Fund-ის ყოფილი მენეჯერია. იგი ფონდს სათავეში 1977 წელს, 33 წლის ასაკში ჩაუდგა და მას 13 წლის განმავლობაში მართავდა. დიდმა წარმატებამ ინვესტორს 1990 წელს, 46 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის საშუალება მისცა. მისი საინვესტიციო სტილი აღწერილია, როგორც იმ დროინდელ გაბატონებულ ეკონომიკურ გარემოსთან ადაპტირებული, მაგრამ ლინჩი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ უნდა გესმოდეთ, რას ფლობთ.

ადრეული ცხოვრება და განათლება

პიტერ ლინჩი 1944 წელს ნიუტონში, მასაჩუსეტსში დაიბადა. როდესაც ის ათი წლის იყო, მამამისი, თომას ლინჩი, სიმსივნით გარდაიცვალა. ოჯახის სარჩენად, მისი დიასახლისი დედა სამუშაო ძალას შეუერთდა, ხოლო პიტერმა გოლფის მოთამაშეების დამხმარედ დაიწყო მუშაობა. მაღალი კლასის გოლფის კლუბში მუშაობისას, იქ მოსმენილმა საუბრებმა პიტერს საფონდო ბირჟის მიმართ ინტერესი გაუჩინა.

სამსახურში მან სტიპენდია მოიპოვა და მოგვიანებით ბოსტონის კოლეჯში ჩააბარა, რომელიც 1965 წელს, ფინანსების განხრით, დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ, მან საზაფხულო სამუშაო მიიღო Fidelity-ში.

ლინჩის ერთ-ერთი პირველი წარმატებული ინვესტიცია საჰაერო სატვირთო კომპანია — Flying Tiger იყო, რომელიც მას ასპირანტურის საფასურის გადახდაში დაეხმარა. 1968 წელს პიტერმა University of Pennsylvania — Wharton School of Business ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა და ქეროლინ ჰოფზე დაქორწინდა.

25 წლის ასაკში, გოლფში Fidelity-ს პრეზიდენტის დამხმარედ მუშაობის შემდეგ, მან ამ კომპანიაში პირველი სრულგანაკვეთიანი სამუშაო მიიღო.

Peter and Carolyn Lynch at their home in Boston

აღსანიშნავი მიღწევები

1977 წელს ლინჩი სათავეში ჩაუდგა Magellan Fund-ს — მცირე, აქტივების ღირებულების სწრაფად ზრდაზე ორიენტირებულ ფონდს, რომელიც 1963 წელს შეიქმნა. მისი მართვის პირობებში, ფონდის წლიური საშუალო ანაზღაურება 29%-ს შეადგენდა და სჯობნიდა S&P 500-ის წარმადობას ყოველწლიურად, გარდა ორი წლისა. ბევრი ინვესტორი, მიუთითებს ლინჩზე, როგორც მაგალითზე, რომ აქტიურ მენეჯმენტს ბაზრის წარმადობის დაჯაბნა შეუძლია.

პიტერი ასევე ცნობილია თავისი საინვესტიციო სლოგანით — „იყიდე ის, რაშიც ერკვევი“, რომელიც ამტკიცებს, რომ ინვესტორებმა უნდა ჩადონ ინვესტიციები იმ კომპანიებში, რომლებშიც ერკვევიან, რათა ზრდის პერსპექტივებთან მიმართებაში გონივრული მოლოდინები გააჩნდეთ.

გამოქვეყნებული ნაშრომები

ლინჩი სამი ბესტსელერი საინვესტიციო წიგნის ავტორია: One Up on Wall Street (1989), Beating the Street (1994) და Learn to Earn (1995). ჯონ როტშილდთან ერთად დაწერილი, One Up on Wall Street-ში, დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ შეუძლია საშუალო დონის ინვესტორს, წარმატების მისაღწევად, გამოიყენოს ის, რაც იცის. Beating the Street დეტალურად აღწერს პიტერის მეთოდს ინვესტირებისა და საიმედო ინვესტიციების არჩევის შესახებ, ხოლო Learn to Earn ასწავლის ინვესტორებს, როგორ წაიკითხონ ფინანსური მოხსენებები, საფონდო ცხრილები და სხვა საინვესტიციო ანგარიშები.

Peter Lynch Books

მემკვიდრეობა

ლინჩმა გამოიგონა PEG კოეფიციენტი, რომელიც P/E-ს (ფასი/მოგება) EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) ზრდის ტემპთან შეფარდებით მიიღება. ეს კოეფიციენტი (ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების სტილში გავრცელებულ შეფასების სხვა მეთოდებთან ერთად) ინვესტორებს ეხმარება აქციის ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით განსაზღვრონ, არის თუ არა ის იაფი. ლინჩი ფიქრობს, რომ ინდივიდუალურ ინვესტორებს შეუძლიათ კარგი წარმადობა დააფიქსირონ ისეთ კომპანიაში ინვესტირებით, რომლის ბიზნეს მოდელსა და ფუნდამენტს იცნობენ.

ლინჩს სჯერა ინვესტირებისადმი გრძელვადიან მიდგომისა და ისეთი კომპანიების შერჩევის, რომელთა აქტივები უოლ სტრიტმა არასაკმარისად დააფასა. იგი ასევე ფიქრობს, რომ კომპანიებს, რომლებსაც ისტორიულად ინდუსტრიისთვის საშუალოზე დაბალი P/E კოეფიციენტი გააჩნია, კარგი წარმადობის დაფიქსირების პოტენციალი გააჩნია.

ქველმოქმედება

1988 წელს პიტერ და ქეროლინ ლინჩებმა შექმნეს Lynch Foundation განათლებისა და რომის კათოლიკური მისიების მხარდასაჭერად, კულტურის, ისტორიის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

1999 წელს პიტერმა და ქეროლინმა $10 მილიონი გადასცეს თავიანთ ალმა მატერს — ბოსტონის კოლეჯს. იმ დროს ეს დაწესებულების ისტორიაში ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. საპასუხოდ, კოლეჯმა თავის ერთ-ერთ განყოფილებას Lynch School of Education დაარქვა.

2010 წელს, ლინჩის ოჯახმა ბოსტონის კოლეჯს, Lynch Leadership Academy-ს ჩამოყალიბების მიზნით, $20 მილიონი გადასცა, რაც მათი მისიის, მასაჩუსეტსში განათლების მხარდაჭერის, ნაწილი იყო.

2021 წელს პიტერმა, საკუთარი და გარდაცვლილი მეუღლის კერძო კოლექციიდან, ბოსტონის კოლეჯის McMullen School of Art-ს $20 მილიონზე მეტის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები გადასცა, მათ შორის პაბლო პიკასოს ნახატები.

 

რაც შეეხება აწმყოს, პიტერ ლინჩი ამჟამად Fidelity-ს ვიცე-თავმჯდომარე და აქტიური ქველმოქმედია.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

4 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ინვესტირებაშიც გამოგადგებათ

შემდეგი

რას ნიშნავს რესურსების განაწილების ეფექტიანობა?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს რესურსების განაწილების ეფექტიანობა?

რას ნიშნავს რესურსების განაწილების ეფექტიანობა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved