• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს რესურსების განაწილების ეფექტიანობა?

ოქტომბერი 22, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს რესურსების განაწილების ეფექტიანობა?
გაზიარება

რესურსების განაწილების ეფექტიანობა ახასიათებს ეფექტიან ბაზარს, რომელზეც საქონლის ოპტიმალური განაწილება საზოგადოების საჭიროებებსა და სურვილებს აკმაყოფილებს. განაწილების ეფექტიანობის მიზანია, უზრუნველყოს რესურსების გამოყენება ისე, რომ საზოგადოების ზღვრული სარგებელი1 ზღვრულ თვითღირებულებას2 გაუტოლდეს.

განაწილების ეფექტიანობის გააზრება

განაწილების ეფექტიანობას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციები თავიანთ რესურსებს იმ პროექტებზე ხარჯავენ, რომლებიც ყველაზე მომგებიანი და ყველაზე დიდი სიკეთის მომტანი იქნება საზოგადოებისთვის. ეს კი ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

როდესაც ბაზრის შესახებ ყველა მონაცემი ხელმისაწვდომია, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ ზუსტი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რომელი პროექტები შეიძლება იყოს ყველაზე მომგებიანი, ხოლო მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, ფართო მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პროდუქტების წარმოებაზე კონცენტრირდნენ.

ეკონომიკაში განაწილების ეფექტიანობა მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების კვეთაზე მატერიალიზდება. ამ წონასწორობის წერტილში ფირმისთვის, რომელიც პროდუქტს აწარმოებს ფასი წარმოების ზღვრულ ღირებულებას უტოლდება.

მოთხოვნები განაწილების ეფექტიანობისთვის

ეფექტიანი არის ბაზარი, რომელზეც ბაზრისა და მისი აქტივობების შესახებ ყველა შესაბამისი მონაცემი ხელმისაწვდომია თითოეული მონაწილისთვის და ეს ყოველთვის აისახება საბაზრო ფასებში.

იმისათვის, რომ ბაზარი ეფექტიანად ჩაითვალოს, საჭიროა მისი როგორც ინფორმაციული, ასევე ტრანზაქციული ან ოპერაციული ეფექტიანობა. როდესაც ბაზარი ინფორმაციულად ეფექტიანია, ბაზრის შესახებ ყველა საჭირო და შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მონაწილე მხარისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთი მხარე არ ფლობს ინფორმაციულ უპირატესობას სხვასთან შედარებით.

ამავდროულად, როდესაც ბაზარი ტრანზაქციის მხრივ ეფექტიანია, ყველა ტრანზაქციის ხარჯი გონივრული და სამართლიანია. ეს უზრუნველყოფს, რომ თითოეული ტრანზაქცია თანაბრად განხორციელებადი იყოს ყველა მხარისთვის და არცერთი მათგანისთვის არ იყოს შედარებით ძვირი. თუ სამართლიანობის ეს პირობები დაკმაყოფილებულია და ბაზარი ეფექტიანია, კაპიტალის ნაკადები მიემართება იმ მიმართულებით, სადაც ისინი ყველაზე ეფექტიანი იქნება და ინვესტორებისთვის ოპტიმალური რისკი/ანაზღაურების თანაფარდობას უზრუნველყოფს.

განაწილების ეფექტიანობა vs განაწილებითი ეფექტიანობა

განაწილების ეფექტიანობა გულისხმობს ეკონომიკაში რესურსების ოპტიმალურ განაწილებას, რომლის შედეგადაც საზოგადოების საჭიროებები და სურვილები მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული. განაწილებით ეფექტიანობას კი ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საქონელს და მომსახურებას მოიხმარენ ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. განაწილებითი ეფექტიანობა რესურსების სამართლიან განაწილებაზეა ფოკუსირებული.


[1] მაქსიმალური თანხა, რომლის გადახდაც სურს მომხმარებელს დამატებითი საქონლის ან მომსახურებისთვის.

[2] მთლიანი წარმოების ღირებულების ცვლილება, რომელიც ერთი დამატებითი ერთეულის წარმოებით არის განპირობებული.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

რას ნიშნავს აქციების რევერსული დაყოფა?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ვინ არის მელოდი ჰობსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

რას ნიშნავს აქციების რევერსული დაყოფა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved