• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება ადამიანები

ვინ არის ბილ მილერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

აგვისტო 11, 2023
in ადამიანები
ვინ არის ბილ მილერი? — ინვესტორის ბიოგრაფია
გაზიარება

ბილ მილერი 1950 წელს, ლაურინბურგში, ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა. ფონდების მართვის დაუმარცხებელმა სტრატეგიებმა ის ლეგენდარულ ინვესტორად აქცია. ამჟამად მისი ქონება დაახლოებით $1.8 მილიარდს შეადგენს.

ადრეული ცხოვრება და განათლება

მიუხედავად იმისა, რომ ბილი დღეს მდიდარია, იგი ტიპურ საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა. მისი მამა ადგილობრივ სატვირთო კომპანიაში ტერმინალის მენეჯერად მუშაობდა. 1968 წელს ბილმა Miami Palmetto-ს უმაღლესი სკოლა დაამთავრა. მან სწავლა განაგრძო Washington & Lee University-ში, რომელიც 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა ეკონომიკის განხრით. მაშინვე კორპორატიულ სამყაროში შებიჯების ნაცვლად, ბილი შეუერთდა აშშ-ის არმიას, სადაც 1972-1975 წლებში მსახურობდა. სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მან Johns Hopkins University-ში დოქტორანტურა დაამთავრა ფილოსოფიის განხრით.

ფინანსები და საინვესტიციო კარიერა

ფინანსებით გატაცებულმა ბილმა ამ ინდუსტრიაში სამსახურის ძებნა დაიწყო. ნახევარ განაკვეთზე ბუღალტრად მუშაობამ საბოლოოდ მას უფრო მომგებიანი შეთავაზება მოუტანა J.E. Baker Company-ში, სადაც მან ხაზინადრის თანამდებობა დაიკავა.

1981 წელს ბილი Legg Mason Capital Management Inc.-ში ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსი გახდა. შემდეგ კი მან სახელი გაითქვა Legg Mason Value Trust-ის ხელმძღვანელობით, როდესაც ფონდმა თავის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ბილმა გრძელვადიანი წარმატებული ინვესტიციები განახორციელა და ზედიზედ 15 წლის განმავლობაში S&P 500-ის შედეგების დაჯაბნა მოახერხა. ამ პერიოდში, 1991-2006 წლებში, მილერის ფონდი $19 მილიარდზე მეტით გაიზარდა.

Miller Value Partners

1999 წელს ბილმა საკუთარი საინვესტიციო ფირმა — Miller Value Partners დააარსა. მისი საინვესტიციო სტრატეგიები ხელშეუხებელი ჩანდა, თუმცა ისიც კი არ იყო დაზღვეული 2008 წლის ფინანსური კრიზისისგან. საფონდო ბირჟის ვარდნასთან ერთად, ბილის ქონებაც მნიშვნელოვნად შემცირდა. მან თავისი სიმდიდრის დაახლოებით 90% დაკარგა.

ადამიანების უმეტესობისთვის ასეთი დიდი დანაკარგების შემდეგ ფეხზე წამოდგომა ძალიან რთულია, მაგრამ ბილმა ეს შეძლო. მან თავისი საინვესტიციო პორტფელი დააკომპლექტა ერთი შეხედვით სარისკო ინვესტიციებით, როგორებიც მაშინ Amazon და Bitcoin იყო. ამ გადაწყვეტილებებმა კი შედეგი გამოიღო და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად ინვესტორის ქონება დაახლოებით $1.8 მილიარდს აღწევს.

ბილ მილერის საინვესტიციო სტილი

ბილის საინვესტიციო სტილმა მას მილიარდობით დოლარი მოუტანა, მისი პრინციპების ძირითადი ნაწილი კი მოთმინებას ეყრდნობა. როგორც ყველა წარმატებული და ჭკვიანი ინვესტორი, ბილ მილერიც მომთმენი და საფუძვლიანი მკვლევარია. მისი ფულის ზრდა მყისიერი არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ მან უზარმაზარი შემოსავლის მიღება მოახერხა. ბილს ათწლეულების განმავლობაში სწავლა და ინვესტირება დასჭირდა, რათა დღევანდელი დონისთვის მიეღწია. ის არ უგულებელყოფს არცერთ აქციას, რადგან იცის, რომ შეიძლება არსებობდეს მომენტი, როდესაც ნებისმიერი აქცია, თავის შინაგან ღირებულებასთან შედარებით, უფრო იაფად იყიდება.

მათ, ვისაც ბილისგან სწავლას სურს, ინვესტორი საფუძვლიანი ანალიზის ჩატარებას და უსაფრთხო სტრატეგიის შემუშავებას სთავაზობს. იგი გვახსენებს, რომ სხვების მოსაზრებებზე ან აქციების დაბალ ფასზე დაფუძნებული ვარაუდები არასწორი და შეცდომაში შემყვანია. იმ აქციის ანალიზი, რომელიც ძალიან ძვირი ან იაფი ჩანს, აუცილებელია მისი რეალური ღირებულების დასადგენად.

ამასთან ბილის სტილი მოიცავს სხვა ინვესტორების შეცდომებზე სწავლას. შეცდომების უმეტესობას მოკლევადიანი ინვესტიციები განაპირობებს, ამიტომ ბილი აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვლევა და ანალიზი კარგი გრძელვადიანი ინვესტიციის მოსაძებნად.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ
ადამიანები

საინტერესო ფაქტები ბილ გეითსის შესახებ

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ჯოელ გრინბლატი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
დეკემბერი 19, 2024
დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

დოქტორ ჰერბერტ ვერტჰაიმის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
დეკემბერი 18, 2024
ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია
ადამიანები

ვინ არის ბილ გროსი? — ინვესტორის ბიოგრაფია

by Giorgi
ნოემბერი 25, 2024
ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია
ადამიანები

ენ შაიბერი — თვითშემდგარი მილიონერის წარმატებული საინვესტიციო ისტორია

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved