• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რაში დებენ ინვესტიციებს ინვესტორები Bear Market-ის პერიოდში?

სექტემბერი 4, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რაში დებენ ინვესტიციებს ინვესტორები Bear Market-ის პერიოდში?
გაზიარება

Bear Market ჩვეულებრივ განისაზღვრება, როგორც საფონდო ბირჟის ვარდნა 20%-ით ან მეტით, სულ მცირე, ორი თვის განმავლობაში. Bear ბაზრების პროგნოზირება და ასეთ პერიოდებში ბაზარზე ნავიგაცია რთულია.

ტერმინები bear market და საფონდო ბირჟის კორექცია ხშირად გამოიყენება ურთიერთშენაცვლებით, მაგრამ ისინი უარყოფითი წარმადობის ორ განსხვავებულ სიდიდეზე მიგვანიშნებს. კორექტირება ხდება მაშინ, როდესაც აქციების ფასი, ბოლო მაქსიმუმებიდან, 10%-ით ან მეტით (20%-მდე) ეცემა და ის შეიძლება გადაიზარდოს bear market-ში თუ ვარდნა 20%-ს მიაღწევს.

უბრალოდ უმოქმედობა არასდროს არის სწორი პასუხი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ bear market, როგორც წესი, რამდენიმე თვეზე მეტხანს გრძელდება. Ned Davis Research-ის თანახმად, S&P 500 ინდექსის შემთხვევაში დაფიქსირებული 27 განსხვავებული 20%-იანი ან უფრო მაღალი კლება 1929-2022 წლებში საშუალოდ 292 დღე გაგრძელდა.

შედეგად, ინვესტორებს უფრო მეტი დრო აქვთ, ვიდრე ფიქრობენ, რათა საფონდო ბირჟის ვარდნის საპასუხოდ გარკვეული ქმედებები განახორციელონ.

აქტივთა განაწილება

პირველი, რაც bear market-ის დროს უნდა გააკეთოთ, არის იმაში დარწმუნება, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი სათანადოდ არის დივერსიფიცირებული არა მხოლოდ საფონდო ბირჟის სექტორების, არამედ აქტივთა სხვადასხვა კლასის მიხედვით. დივერსიფიკაცია ამცირებს ცვალებადობას, რომელიც bear market-ის პერიოდში კიდევ უფრო იზრდება და ინვესტორს საშუალებას აძლევს, რისკი დააბალანსოს, რათა მისი წარმატება კონკრეტულ ინვესტიციაზე ზედმეტად დამოკიდებული არ იყოს.

კაპიტალის სახელმწიფო ობლიგაციებისკენ ან ნაღდ ფულისკენ მისამართად საუკეთესო დრო არის მანამ, სანამ ვარდნა დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ შეფასებები და საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ინდექსები ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. მას შემდეგ, რაც აქციების ფასები ძლიერ ვარდნას დაიწყებს, საინვესტიციო პორტფელში დიდი ცვლილებების განხორციელებამ შეიძლება უკუშედეგები გამოიწვიოს. კონსერვატიულ პორტფელზე გადართვა საუკეთესოდ მუშაობს ვარდნის მოლოდინის დროს და არა აქციების ფართო გაყიდვის პერიოდში.

ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს საინვესტიციო მიზნებზე. თუ ინვესტირებული ფული მოკლე ვადაში დაგჭირდებათ, თქვენი პორტფელი მაინც უფრო კონსერვატიული უნდა იყოს. პირიქით, თუ ახალგაზრდა ხართ და ინვესტირებას პენსიაზე გასვლისთვის ახორციელებთ, bear market-ის მოლოდინში თქვენი აქტივთა განაწილების ამგვარი ცვლილება საჭირო არ არის.

თავდაცვა

ასევე გასათვალისწინებელია, რომ აქტივების კლასებში გვხვდება „აგრესიული“ და უფრო კონსერვატიული ვარიანტები. მაგალითად, ადამიანები აქციებს უამრავ რისკთან აკავშირებენ, მაგრამ არის კომპანიების გარკვეული კატეგორიები, რომლებიც გაცილებით ნაკლებად არასტაბილურია.

თავდაცვითი სექტორის კომპანიები, მათ შორის ისინი, რომლებიც ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებს, კომუნალურ მომსახურებას და ჯანდაცვას უზრუნველყოფს, bear market-ის პერიოდში ფართო ბაზარზე უკეთესი წარმადობით გამოირჩევა. ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც მომხმარებლებს ამ სექტორში მოღვაწე კომპანიები აწვდის, როგორც წესი, მოთხოვნადია ეკონომიკური ან საბაზრო პირობების მიუხედავად. გარდა ამისა, ისინი გამოიმუშავებს დიდი მოცულობის ნაღდ ფულს, რაც ხელს უწყობს აქციონერებისთვის შედარებით მაღალ დივიდენდური შემოსავლის მიწოდებას.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უფრო სარისკო აქციები bear market-ზე გაცილებით ცუდი წარმადობით გამოირჩევა, შესაძლოა ისინი, გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო უსაფრთხო აქციებზე მომგებიანი აღმოჩნდეს.

Investor

გაყიდვა

იმის გათვალისწინებით, რომ bear market-ის დროს აქციების ფასები მცირდება, რატომ არ უნდა მოერიდოს ინვესტორი მათ საერთოდ? Bear ბაზრები ხშირად იწვევს გაყიდვებს პანიკის საფუძველზე, რამაც შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი აცდუნოს, უბიძგოს მათ აქციების გაყიდვისკენ ნაღდი ფულის ან მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციების ფლობის სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული აქციების გაყიდვა გარკვეულ შემთხვევებში გონივრული ნაბიჯია, საფონდო ბირჟის ვარდნისას პანიკის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დაგაზარალოთ. ამ დროს უნდა ფოკუსირდეთ თქვენს საინვესტიციო პორტფელში არსებული კომპანიების ბიზნეს საფუძვლებზე და არა მათი აქციების მიმდინარე ფასებზე.

რისკის ჰეჯირება

ინვესტორებს, რომლებიც ცდილობენ, bear market-ის დროს აქციების ფლობით გამოწვეული რისკი შეამცირონ ან ტაქტიკური შესაძლებლობებით ისარგებლონ შეუძლიათ, სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტი შეარჩიონ. მათ შორისაა გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციები, რომლებიც სავარაუდოდ გაძვირდება, თუ bear market-ს რეცესია მოჰყვება.

ხელსაყრელი შესაძლებლობების აღმოჩენა

იქიდან გამომდინარე, რომ წარსულში ყველა bear market-ს საბოლოოდ აქციების ფასების ზრდა მოჰყვა, საზრიანი ინვესტორები ამ პერიოდს ხშირად ხარისხიანი კომპანიების აქციების იაფად შესაძენად და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი მოგების მიღებისთვის იყენებენ. ამ შესაძლებლობების გამოყენებაში დაგეხმარებათ ერთი შესანიშნავი სტრატეგია, რომელსაც ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ეწოდება. ეს რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება გულისხმობდეს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. ინვესტიციებს დებთ როგორც მწვერვალზე, ასევე ფასის ვარდნის დროს, რათა საბოლოოდ საშუალო ღირებულება შეამციროთ.

წინა

რას ნიშნავს აქციების გამოსყიდვა?

შემდეგი

რა ხდებოდა საფონდო ბირჟაზე გასული თვის განმავლობაში?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა საფონდო ბირჟაზე გასული თვის განმავლობაში?

რა ხდებოდა საფონდო ბირჟაზე გასული თვის განმავლობაში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved