• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას უნდა ველოდეთ ამ Bear ბაზრისგან, ისტორიული მონაცემებიდან გამომდინარე?

ივნისი 27, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას უნდა ველოდეთ ამ Bear ბაზრისგან, ისტორიული მონაცემებიდან გამომდინარე?
გაზიარება

2020 წლის შემდეგ პირველად საფონდო ბირჟა bear market-ის ტერიტორიაზე ამ თვის დასაწყისში შევიდა. სწრაფად აღდგენის ნიშნები, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა (გაგრძელდა მხოლოდ 2 თვე), ამჯერად არ ჩანს.

Bear market განისაზღვრება, როგორც ბაზრის მინიმუმ 20%-ით ვარდნა. ვინაიდან ეს მოვლენა გარდაუვალია, სასურველია, რომ სხვა ისტორიული შემთხვევები შევისწავლოთ, რათა გავიგოთ, რას შეიძლება ველოდოთ.

არ არსებობს ორი ერთნაირი bear market და წარსული, რა თქმა უნდა, არ არის იმის მანიშნებელი, თუ რა გველოდება მომავალში. თუმცა, ასევე ვიცით, რომ ისტორიას აქვს შაბლონები და მათ შესწავლას შეუძლია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს.

Investor

Bear Market ჩვეული მოვლენაა

მიუხედავად ამ უახლესი bear market-ის შესახებ გაკეთებული განწირული კომენტარებისა, 20%-იანი ვარდნა სავსებით ნორმალური და ჯანსაღიც კია.

1928 წლიდან მოყოლებული, bear market-ის 28 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ ამ მოვლენას საშუალოდ დაახლოებით 5 წელიწადში ერთხელ უნდა ველოდოთ. ამის გააზრება ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Bear market-ის შესახებ, როგორც წესი, მსგავს ფრაზებს მოისმენთ: „ეს არის ყველაზე ცუდი, რაც კი ოდესმე გვინახავს“ ან „მომავლის პერსპექტივა ბნელია“, მაგრამ ინვესტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ უარყოფითი სათაურები კარგად იყიდება.

მოდით, წარსული bear ბაზრებიდან ზოგიერთი შიშის მომგვრელი სათაური განვიხილოთ:

  • „კაპიტალის სიკვდილი“ – 1979 წელი
  • „Amazon.bomb” – 1999 წელი
  • „ეს ფინანსური კრიზისი ყველაზე უარესია, რომლის წინაშეც მსოფლიო ოდესმე მდგარა“ – 2008 წელი
  • „2008 წლის შემდეგ ახლა საფონდო ბირჟა ყველაზე მეტად ეცემა, რადგან ვირუსის შიში პანიკურ გაყიდვებს იწვევს“ – 2020 წელი.

1979 წლის ცნობილი „კაპიტალის სიკვდილის“ შემდეგ, S&P 500-ის ანაზღაურებამ საოცარი 10,000% შეადგინა (დივიდენდების რეინვესტირების ჩათვლით). „Amazon.bomb” – ის შემდეგ კი, Amazon-ის აქციების ფასი 4,000%-ით გაიზარდა.

თუ ინვესტიციას 50-წლიან პერიოდში ახორციელებთ, შეგიძლიათ 14 bear market-ის ნახვას ელოდოთ. თუ აპირებთ, რომ წარმატებული, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი გახდეთ, ამ მოვლენის მიღება და კურსზე დარჩენა უნდა ისწავლოთ.

Bear Market-ის ტიპური ხანგრძლივობა

საშუალო bear market დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდება, ხოლო ტიპური bull market-ის ხანგრძლივობა 2.5 წელიწადს აჭარბებს.

ყურადღება უნდა მიექცეს სიტყვას – „საშუალო“. bear ბაზრების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, თუ მას თან ახლავს ეკონომიკური რეცესია, ის მნიშვნელოვნად გახანგრძლივდება.

თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, რთულია bear market-ის ხანგრძლივობა ვიწინასწარმეტყველოთ. 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა მცირე დროით ტექნიკურად რეცესიაში შევიდა, მაგრამ თანმხლები bear market მხოლოდ 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ამის საპირისპიროდ, 2000-იანი წლების დასაწყისის რეცესია, ასევე ხანმოკლე და საკმაოდ რბილი იყო, მაგრამ იმ დროს bear market 929 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი bear market იყო.

სიუჟეტის მორალი ასეთია: არსებული ეკონომიკური პერსპექტივის საფუძველზე ნუ ეცდებით, წინასწარ განსაზღვროთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება bear market.

აქციების ფასების აღდგენას დრო სჭირდება

ბევრი ინვესტორი უშვებს შეცდომას და აქციების ყიდვას ეკონომიკის აღდგენის შემდეგ გეგმავს. საფონდო ბირჟა შორსმჭვრეტელი მექანიზმია და აქციების ფასების ასამაღლებლად ეკონომიკის მიერ აღდგენის ნიშნების გამოვლენას არ ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარს, როგორც წესი, დაცემამდე დაფიქსირებულ ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებლებამდე აღსადგენად დაახლოებით 19 თვე სჭირდება, ამის მოლოდინი დიდი შეცდომაა. ზოგიერთი „საუკეთესო დღე“ ბაზარზე, bear market-ის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, მალევე დგება.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ინვესტორმა – უორენ ბაფეტმა 2008 წლის ბაზრის კრახის შემდეგ თქვა: „1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ინფლაცია მძვინვარებდა და ეკონომიკა რეცესიას განიცდიდა, აქციების შესაძენად შესაფერისი დრო იყო… მოკლედ, ცუდი ამბავი ინვესტორის საუკეთესო მეგობარია“.

მონაცემებიც ამას ადასტურებს. S&P 500-ის საუკეთესო დღეების ნახევარი bear ბაზრებზე დაფიქსირდა და ამ ტერიტორიაზე შესვლიდან 12 თვის შემდეგ ბაზარი საშუალოდ 15%-ით იზრდება. ასე რომ, ეკონომიკის გამოჯანსაღების ლოდინმა, შესაძლოა, დიდი სარგებლის მიღების შესაძლებლობა დაგაკარგვინოთ.

დასკვნა: უბრალოდ განაგრძეთ ინვესტირება

წარსული bear ბაზრების განხილვა, შეიძლება, ნერვების დასამშვიდებლად იყოს სასარგებლო და არა „ფსკერის“ პროგნოზირებისთვის. ისტორიული მონაცემები ასახავს როგორც განსაზღვრულობას, ასევე, არაპროგნოზირებადობას.

Bear market-ის ხანგრძლივობა და სიმძიმე უკიდურესად არაპროგნოზირებადია. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ის საბოლოოდ დასრულდება და დაბალი ფასების ფონზე ინვესტირება ჩვენი საინვესტიციო პორტფელის წარმადობას საგრძნობლად გაზრდის.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved