• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს „ოქტომბრის ეფექტი“?

ოქტომბერი 23, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს „ოქტომბრის ეფექტი“?
გაზიარება

„ოქტომბრის ეფექტი“ გულისხმობს მოსაზრებას, რომ ოქტომბრის თვეში საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები მცირდება. ეს უფრო ფსიქოლოგიურ მოლოდინად ითვლება, ვიდრე რეალურ მოვლენად, რადგან სტატისტიკური მონაცემების უმეტესი ნაწილი თეორიას ეწინააღმდეგება.

ზოგიერთი ინვესტორი შეიძლება განსაკუთრებით ღელავდეს ოქტომბერში, რადგან სწორედ ამ თვეში მოხდა რამდენიმე დიდი, ისტორიული საბაზრო კრახი.

„სექტემბრის ეფექტთან“ ერთად (რომელიც ასევე პროგნოზირებს სუსტ ბაზრებს სექტემბრის განმავლობაში), „ოქტომბრის ეფექტის“ შემთხვევაშიც აღქმული ბაზრის ანომალიის არსებობის რეალური მტკიცებულება არც ისე მყარია.

მართლაც, ოქტომბრის 100-წლიანი საფონდო ბირჟის ისტორია, ფაქტობრივად, უფრო პოზიტიური იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო 1907 წლის პანიკის თვე, ასევე ოქტომბერს დაემთხვა შავი სამშაბათი, ხუთშაბათი და ორშაბათი 1929 წელს და შავი ორშაბათი 1987 წელს, როდესაც DJIA ერთ დღეში 22.6%-ით შემცირდა.

„ოქტომბრის ეფექტის“ გააზრება

„ოქტომბრის ეფექტის“ თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი კრახები სწორედ ამ თვეში მოხდა. მათ შორისაა 1929 წლის შავი სამშაბათი და შავი ხუთშაბათი, ასევე 1987 წლის საფონდო ბირჟის კრახი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენს სტატისტიკური მტკიცებულებები არ ადასტურებს, „ოქტომბრის ეფექტის“ ფსიქოლოგიური მოლოდინი მაინც არსებობს. ამიტომ, ინვესტორებმა, რომლებიც ამ თვის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი, შეიძლება სხვებს აქციების უფრო იაფად შესაძენად ხელსაყრელი შესაძლებლობები შეუქმნან.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფენომენი გადაჭარბებულად აღიქმება. მიუხედავად სახელწოდებისა, ბაზრის რთული დღეების ეს, ერთი შეხედვით, კონცენტრაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის. სინამდვილეში, ისტორიულად, სექტემბერში უფრო მეტად ფიქსირდება აქციების ფასის ვარდნა, ვიდრე — ოქტომბერში. გარდა ამისა, ისტორიული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქტომბერში უფრო მეტი bear market დასრულდა, ვიდრე — დაიწყო.

ოქტომბრის კრახები

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერი ტრადიციულად ყველაზე არასტაბილური თვეა აქციებისთვის. LPL Financial-ის კვლევის მიხედვით, ოქტომბერში S&P 500 უფრო მეტი რყევებით ხასიათდება, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა თვეში, 1950 წლიდან მოყოლებული.

ზოგიერთი მათგანი შეიძლება მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ აშშ-ში ოქტომბერი წინ უსწრებს არჩევნებს (ნოემბრის დასაწყისი) ყოველ მეორე წელს.

ათწლეულების განმავლობაში ოქტომბერს ცუდი რეპუტაცია რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოვლენამ ჩამოუყალიბა. ესენია:

  • 1907 წლის პანიკა
  • შავი სამშაბათი (1929)
  • შავი ხუთშაბათი (1929)
  • შავი ორშაბათი (1929)
  • შავი ორშაბათი (1987)

საინტერესოა, რომ კატალიზატორებმა, რომლებმაც 1929 წლის კრახი და 1907 წლის პანიკა გამოიწვია, თავი სექტემბერში ან უფრო ადრე იჩინა და მათზე ბაზრის რეაქცია უბრალოდ დაგვიანებული იყო.

1907 წელს პანიკა თითქმის მარტში მოხდა. მთელი წლის განმავლობაში, საზოგადოების ნდობა ტრასტ-კომპანიების (იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მეურვე პირის ან ბიზნესის სახელით ადმინისტრირების, მართვისა და ბენეფიციარი მხარისთვის აქტივების საბოლოო გადაცემის მიზნით) მიმართ მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ისინი სარისკოდ ითვლებოდნენ რეგულაციის არარსებობის გამო. საბოლოოდ კი საზოგადოებრივმა სკეპტიციზმმა პიკს ოქტომბერში მიაღწია.

1929 წლის კრახი დაახლოებით თებერვალში დაიწყო, როდესაც ფედერალურმა რეზერვმა საბროკერო კომპანიების მიერ კლიენტებზე სავაჭროდ ფულის გასესხება აკრძალა და საპროცენტო განაკვეთები გაზარდა.

„ოქტომბრის ეფექტის“ გაქრობა

რიცხვები „ოქტომბრის ეფექტს“ მხარს არ უჭერს. თუ ოქტომბრის თვის საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ უბრალოდ არ არსებობს საშუალო მონაცემები, რომელიც ადასტურებს მტკიცებას, რომ ოქტომბერი ბირჟაზე აქციების ფასების შემცირების თვეა.

გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი ისტორიული მოვლენა ოქტომბრის თვეში მოხდა, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, კოლექტიურ მეხსიერებაში დარჩა, რადგან ტერმინი „შავი ორშაბათი“ ავისმომასწავებლად ჟღერს. თუმცა ბირჟებმა კრახი სხვა თვეებშიც განიცადა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენებია bear market-ების ისტორია 1973-2023 წლების პერიოდში და აღსანიშნავია, რომ 8 შემთხვევიდან მხოლოდ ერთში დაიწყო ეს მოვლენა ოქტომბერში, ხოლო 3 შემთხვევაში ეს თვე bear market-ის დასრულების თარიღი აღმოჩნდა.

S&P 500 Bear Market History (as of 2022 June)

„ოქტომბრის ეფექტის“ დასასრული, ალბათ, გარდაუვალია, რადგან, სინამდვილეში, გარკვეულმა ფსიქოლოგიურმა მოლოდინმა, მასთან შერეულმა შემთხვევითმა მოვლენებმა და მედიის იარლიყებმა მითი შექმნა.

გარკვეულწილად, ეს სამწუხაროა, რადგან ინვესტორებისთვის იდეალური იქნებოდა, თუ ფინანსური კატასტროფები, პანიკა და კრახები წლის მხოლოდ ერთ თვეში მოიყრიდა თავს.

წინა

რას ნიშნავს „ძველი ეკონომიკა“?

შემდეგი

როგორ გახდა ლებრონ ჯეიმსი NBA-ის პირველი მილიარდერი ვარსკვლავი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გახდა ლებრონ ჯეიმსი NBA-ის პირველი მილიარდერი ვარსკვლავი?

როგორ გახდა ლებრონ ჯეიმსი NBA-ის პირველი მილიარდერი ვარსკვლავი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved