• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორია მაიკლ ბერის საინვესტიციო მიდგომა?

ნოემბერი 16, 2023
in ინვესტიციის ანბანი
როგორია მაიკლ ბერის საინვესტიციო მიდგომა?
გაზიარება

როდესაც საქმე წარმატებულ საინვესტიციო ისტორიებს ეხება, მაიკლ ბერი ერთ-ერთი გამორჩეული ინვესტორია. თავდაპირველად იგი ინვესტირებით სამედიცინო სკოლაში სწავლის დროს დაინტერესდა და აქციების შერჩევაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

საინვესტიციო სამყაროში მაიკლი ცნობილია იმით, რომ მან იწინასწარმეტყველა იპოთეკური კრიზისი, რომელიც აშშ-ში 2007-2010 წლების მანძილზე გრძელდებოდა. 2007 წელს მან მოკლე პოზიცია1 დაიკავა იპოთეკური ობლიგაციების ბაზარზე, რითაც გამოიმუშავა პირადი მოგება — $100 მილიონი, ხოლო მის მიერ დაარსებული ჰეჯ-ფონდის — Scion Capital-ის ინვესტორებს $700 მილიონი მოუტანა.

2015 წელს იპოთეკური ბაზრის კრიზისის შესახებ გადაღებულ ოსკაროსან ფილმში — The Big Short — კი მაიკლი ცნობილმა მსახიობმა — კრისტიან ბეილმა განასახიერა.

დღეს სწორედ ამ საინტერესო ინვესტორის შესახებ ვისაუბრებთ და მის საინვესტიციო მიდგომას განვიხილავთ.

მაიკლ ბერის საინვესტიციო მიდგომა

მაიკლ ბერი არის ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორი, რომელმაც თავისი საინვესტიციო სტილი ბენჟამინ გრეჰემისა და დევიდ დოდის წიგნის — Security Analysis-ის საფუძველზე შეიმუშავა. ბერის ინვესტიციების ძირითადი კომპონენტი უსაფრთხოების ზღვარია. ერთხელ მან თქვა: „აქციების შერჩევის ჩემეული პროცესი 100%-ით უსაფრთხოების ზღვრის კონცეფციაზეა დაფუძნებული“.

უსაფრთხოების ზღვარი არის საინვესტიციო პრინციპი, რომლის მიხედვითაც ინვესტორი ყიდულობს ფასიან ქაღალდებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მათსავე შინაგან ღირებულებას.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ კომპანია რეალურად უფრო მეტი ღირს ვიდრე მისი ამჟამინდელი აქციების ფასია, მაშინ ეს არის უსაფრთხო ინვესტიცია, რადგან ფასი საბოლოოდ კომპანიის ღირებულების შესატყვისად გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინვესტორი მიჰყვება ღირებულებაზე ორიენტირებულ საინვესტიციო სტრატეგიას, მაიკლ ბერის მიდგომის რამდენიმე უნიკალური ელემენტი ახასიათებს, რაც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა. აი, რა განასხვავებს მაიკლის საინვესტიციო მიდგომას სხვებისგან:

  • იგი ეძებს ღირებულებას ყველგან. მისი ყველაზე ცნობილი ინვესტიცია არა აქციები, არამედ იპოთეკური ობლიგაციების ბაზარზე შეძენილი პოზიციები იყო.
  • მაიკლი გარე გავლენებს და ბაზრის განწყობებს უფლებას არ აძლევს, მის გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს. იგი თავის ინვესტიციებს აფუძნებს საკუთარ ტექნიკურ ანალიზზე და საპირისპირო შეხედულების მოსმენას არ უშინდება.
  • მაიკლი ხშირად ახორციელებს ინვესტიციებს ბაზრის არაპოპულარულ სექტორებში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს Scion Asset Management მხოლოდ ცხრა განსხვავებულ აქციას ფლობდა. ეს შეეფერება ბერის სტილს, იგი არ დებს ინვესტიციებს მრავალ კომპანიაში იმ იმედით, რომ რამდენიმე დიდი გამარჯვებული დამარცხებულებს დააბალანსებს.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ მაიკლ ბერისგან ინვესტირების შესახებ?

მაიკლ ბერის ინვესტიციების მიღმა არსებული ზოგადი იდეა საკმაოდ მარტივია, მაგრამ იმის გამეორება, რასაც იგი აკეთებს, ბევრად რთულია. მაიკლი ცნობილია საფუძვლიანი კვლევების ჩატარებით და აშკარად ძლიერი ანალიტიკური გონებით — ეს ორი ფაქტორი მისი წარმატების გასაღებია.

მაიკლ ბერის წარმატებულ საინვესტიციო გზაში შეიძლება მრავალი ღირებული გაკვეთილი აღმოვაჩინოთ. აი, რამდენიმე მათგანი:

  • ორიენტირდით ხარისხზე და არა რაოდენობაზე.
  • ნუ შეგეშინდებათ არასტანდარტულად ფიქრისა და მოქმედების.
  • იყავით მზად თქვენი ინვესტიციების შესანარჩუნებლად არასტაბილურობის პერიოდშიც კი.
 
[1] ეს არის საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს.
წინა

გასულ კვარტალში Berkshire Hathaway-ის პორტფელში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved