• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?

სექტემბერი 29, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს გრძელვადიანი პერსპექტივა ინვესტირებაში?
გაზიარება

გრძელვადიანი პერსპექტივა აქტივის შენარჩუნების გახანგრძლივებულ პერიოდს გულისხმობს. ფასიანი ქაღალდის სახეობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი აქტივი შეიძლება 1-30+ წლით ინახებოდეს. ზოგადად, ფიზიკური პირებისთვის გრძელვადიანი ინვესტირების პერიოდად 7-10 წელია მიჩნეული, თუმცა ამის განსაზღვრის აბსოლუტური წესი არ არსებობს.

გრძელვადიანი პერსპექტივის გააზრება

გრძელვადიანი პერსპექტივა ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული ფრაზაა ფინანსებში და მისი კონკრეტული მნიშვნელობის დადგენა შეიძლება ხანდახან რთული იყოს. მედია ხშირად ურჩევს ადამიანებს „ინვესტირებას გრძელვადიან პერსპექტივაში“, მაგრამ საკითხი, არის თუ არა კონკრეტული ინვესტიცია გრძელვადიანი, ძალიან სუბიექტურია.

მაგალითად, ყოველდღიურად მოვაჭრე ტრეიდერი და “buy and hold” სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორი ტერმინს „გრძელვადიანი პერსპექტივა“ საკმაოდ განსხვავებულად განმარტავენ. პირველი მათგანისთვის შეიძლება ერთი დღე-ღამის განმავლობაში შენარჩუნებული პოზიცია გრძელვადიანი იყოს. “Buy and hold” ინვესტორისთვის კი რამდენიმე წელზე მცირე პერიოდი მოკლე ვადად ითვლება.

გრძელვადიანი ინვესტირება კომპანიებისთვის

გრძელვადიანი ინვესტიცია კომპანიის ბალანსში აქტივების მხარეს გვხვდება და ის წარმოადგენს ფირმის ინვესტიციებს, მათ შორის აქციებს, ობლიგაციებს, უძრავ ქონებას და ნაღდ ფულს, რომლის შენარჩუნებასაც ის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აპირებს.

როდესაც ფირმა ინვესტიციების სახით სხვა კომპანიის აქციებს ან ვალს ყიდულობს, მისი ვადიანობის განსაზღვრა ზემოქმედებს იმაზე, თუ როგორ შეფასდება ეს აქტივი ბალანსში.

მოკლევადიანი ინვესტიციები „მიბმულია ბაზარზე“ და მათი ღირებულების ნებისმიერი შემცირება აღიარებულია ზარალად; თუმცა, ღირებულების ზრდა არ მიიჩნევა მოგებად ნივთის გაყიდვამდე. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციის ვადის კლასიფიკაცია პირდაპირ მოქმედებს მისი მფლობელი კომპანიის წმინდა შემოსავალზე.

ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან გრძელვადიან აქტივებში მიმდინარე ცვლილებებს, როგორც იმას ნიშანს, რომ კომპანიას, მიმდინარე ხარჯების დასაფარად, შესაძლოა, ლიკვიდაცია მოუწიოს.

გრძელვადიანი ინვესტირება ფიზიკური პირებისთვის

ბევრი ადამიანისთვის პენსიაზე გასვლისთვის დაზოგვა და ინვესტირება მთავარ გრძელვადიან პროექტს წარმოადგენს. მართალია, არის სხვა მიზნებიც, რომლებიც მრავალწლიან ძალისხმევას მოითხოვს — მაგალითად, ავტომობილის ან სახლის შეძენა, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის ინვესტირების დაწყების მიზანს პენსიაზე მშვიდად გასვლა წარმოადგეს. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო სამყაროში რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე შებიჯება და რეგულარულად ინვესტირება.

Power of Time

აქციები, ურთიერთდახმარების ფონდები და გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF) შეიძლება იყოს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი ინვესტიციები, იმის მიხედვით, თუ რა ვადით შეინარჩუნებს მათ ინვესტორი.

როგორც გრძელვადიანი პერსპექტივის, ისე რთული პროცენტის ეფექტის გამოყენებით, ინდივიდუალურ ინვესტორებს შეუძლიათ, პენსიაზე გასვლამდე დარჩენილი წლები მნიშვნელოვანი სარგებლის მისაღებად გამოიყენონ.

ინვესტირებისას გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებას მრავალი ცნობილი ინვესტორი გვირჩევს. მაგალითად, პიტერ ლინჩმა ერთხელ თქვა, რომ 10-20 წლიან ვადაში აქციების წარმადობა შედარებით პროგნოზირებადია. რაც შეეხება 2-3 წლიანი პერიოდის პროგნოზს, ამისთვის შეგიძლიათ მონეტა ააგდოთ.

აქციების ყიდვა-გაყიდვისას პიტერი არ ცდილობდა ეწინასწარმეტყველა საერთო საბაზრო ეკონომიკის მიმართულება. მას მტკიცედ სჯერა, რომ მოკლევადიანი რყევების პროგნოზირება დროდ და ძალისხმევად არ ღირს. თუ თქვენ მიერ შერჩეული კომპანია ძლიერია, დროთა განმავლობაში მისი აქციების ღირებულება გაიზრდება.

წინა

რას ნიშნავს მაკროგარემო?

შემდეგი

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

რას ნიშნავს სინანულის თეორია?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს სინანულის თეორია?

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 22, 2023
ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ
ინვესტიციის ანბანი

ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს
ინვესტიციის ანბანი

შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს

by Giorgi
ნოემბერი 20, 2023
მეტი
შემდეგი
ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ არის ალვალიდ ბინ ტალალი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რას ნიშნავს სინანულის თეორია?
  • რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?
  • Amazon-მა ახალი ჩიპები დააანონსა და საკუთარი ჩეთბოტი — Amazon Q გამოუშვა

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved