• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს „ჰორიზონტალური შესყიდვა“?

სექტემბერი 21, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს „ჰორიზონტალური შესყიდვა“?
გაზიარება

„ჰორიზონტალური შესყიდვა“ ეწოდება მოვლენას, როდესაც ერთი კომპანია ყიდულობს მეორე ფირმას, რომელიც იმავე ინდუსტრიაში მოღვაწეობს და წარმოების იმავე ეტაპზეა. ახალი გაერთიანებული ორგანიზაცია შეიძლება იყოს უკეთეს კონკურენტულ მდგომარეობაში (ბაზრის წილის გაზრდის ან მასშტაბურობის გამო), ვიდრე ცალკეული კომპანიები ამ გარიგების განხორციელებამდე.

ჰორიზონტალური შესყიდვის დროს კომპანიას შეუძლია გააფართოოს პროდუქციის წარმოება, მაგრამ ეს მისი ბიზნესის საყრდენად არ იქცევა. ჰორიზონტალური შესყიდვები აფართოებს შემძენის შესაძლებლობებს, მაგრამ ძირითადი ბიზნეს ოპერაციები იგივე რჩება, განსხვავებით შეძენილი კომპანიისგან, რომელიც სრულიად განსხვავებულ ფირმად გარდაიქმნება.

ჰორიზონტალური შესყიდვის გააზრება

ჰორიზონტალურ შესყიდვაში ჩართული კომპანიები, როგორც წესი, აწარმოებს ერთსა და იმავე საქონელს ან მომსახურებას და მათი წარმოების ციკლები ერთსა და იმავე ეტაპზე იმყოფება. ეს საშუალებას იძლევა, რომ ახალმა ორგანიზაციამ წარმოება გააფართოოს და ბაზრის გაზრდილი წილით ისარგებლოს. თუ კომპანიები წარმოების ციკლის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფება, შეიძლება მათი აღჭურვილობები ერთმანეთს არ შეესაბამებოდეს და ეს გარიგება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არც ისე ღირებული იყოს.

ჰორიზონტალური შესყიდვის დროს ორი მსგავსი კომპანიის ინტეგრირება შეიძლება რთული იყოს, თუ მათი ორგანიზაციული კულტურები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. არსებობს სხვადასხვა ტიპის შესყიდვები, რომელთაგან ზოგიერთი ფოკუსირებულია წარმოების ციკლის სხვა ეტაპისთვის საჭირო აღჭურვილობის მოპოვებაზე ან ოპერაციების კონტროლზე.

Company Acquisition

ვერტიკალური შესყიდვისას ორი კომპანია მოღვაწეობს ერთსა და იმავე ინდუსტრიაში, მაგრამ ისინი წარმოების ციკლის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება. ეს შემსყიდველ კომპანიას საშუალებას აძლევს, მიიღოს წვდომა წარმოების რგოლზე, რომელიც საბოლოო მომხმარებლისგან უფრო მეტად არის დაშორებული (უკუ ვერტიკალური ინტეგრაცია) ან პირიქით, მასთან უფრო ახლოსაა („მოწინავე“ ვერტიკალური ინტეგრაცია). ეს ნაბიჯი შემსყიდველ კომპანიას წარმოების პროცესზე მეტი კონტროლით უზრუნველყოფს.

ჰორიზონტალური ინტეგრაცია შემსყიდველ კომპანიას საშუალებას აძლევს, შეამციროს კონკურენცია კონკურენტის შეძენით, შეთავაზებების დივერსიფიკაციით, ახალი პროდუქტების შექმნით, მასშტაბის ზრდითა და ახალ ბაზრებზე წვდომით.

ჰორიზონტალური შესყიდვის მაგალითი

მაგალითად, ენერგიის მწარმოებელი ყიდულობს კონკურენტს, რომელიც ასევე ენერგიას აწარმოებს. ეს არის ჰორიზონტალური შესყიდვა, რადგან ამ შემთხვევაში ორივე კომპანია ერთ ინდუსტრიაში მოღვაწეობს და წარმოების ერთსა და იმავე ციკლში იმყოფება.

გარდა ამისა, იმავე კომპანიამ შეიძლება შეისყიდოს ფირმა, რომელიც მართავს და აწარმოებს ქალაქის ელექტრო ქსელებს. ეს „მოწინავე“ ვერტიკალური ინტეგრაციის მაგალითია, რადგან ენერგიის მწარმოებელმა შეიძინა კომპანია, რომელიც მისი პროდუქტის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.

წინა

რას ნიშნავს კომპანიის მენეჯმენტის მითითებები?

შემდეგი

რას ნიშნავს შემოსავლიანი აქცია?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს შემოსავლიანი აქცია?

რას ნიშნავს შემოსავლიანი აქცია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved