• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს გადაუდებელი საჭიროების ფონდი?

სექტემბერი 25, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს გადაუდებელი საჭიროების ფონდი?
გაზიარება

ტერმინი „გადაუდებელი საჭიროების ფონდი“ (სარეზერვო ფონდი) გულისხმობს გადადებულ ფულს, რომლის გამოყენებაც ადამიანებს ფინანსურად რთულ პერიოდებში შეუძლიათ. სარეზერვო ფონდის მიზანია, გარკვეული დაზღვევის საშუალებით, ფინანსური უსაფრთხოების გაუმჯობესება. ამ ფონდში არსებული სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნას გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად.

გადაუდებელი საჭიროების ფონდის აქტივებს, როგორც წესი, წარმოადგენს ნაღდი ფული ან სხვა მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები. სარეზერვო ფონდი, ფინანსურად რთულ სიტუაციაში, სესხის აღების ან ინვესტიციების გაყიდვის აუცილებლობის თავიდან აცილებაში გეხმარებათ.

გადაუდებელი საჭიროების ფონდის გააზრება

სარეზერვო ფონდს ქმნით მაშინ, როცა ფულს გადადებთ რთული, გაუთვალისწინებელი მდგომარეობებისთვის, როგორიც არის სამსახურის დაკარგვა, ავადმყოფობა, ავტომობილის შეკეთება, სახლის კაპიტალური რემონტი — რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ტიპის ეკონომიკურ კრიზისზე და ლოკდაუნზე, რომელიც 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

სარეზერვო ფონდის სასურველი მოცულობა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ხარჯებზე, ცხოვრების წესზე და ვალებზე. ბევრი ფინანსური მრჩეველი რეკომენდაციას უწევს 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარისი რეზერვის არსებობას. ეს დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ჯანდაცვის მოკრძალებულ ხარჯებს ან უმუშევრობის ხანმოკლე პერიოდს.

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ საჭიროა, უფრო სოლიდური დაზღვევა იქონიოთ. მაგალითად, სახელგანთქმული ამერიკელი ფინანსური გურუ — სუზი ორმანი გვირჩევს, სარეზერვო ფონდის შექმნისას 8-თვიანი პერიოდი ავიღოთ ორიენტირად. მან ეს მოსაზრება 2020 წლის კრიზისამდე გამოთქვა.

Investor

გადაუდებელი საჭიროების ფონდის სათანადო მოცულობის შესახებ შეიძლება ბევრი რამ ინდივიდუალურმა გარემოებებმა გვიკარნახოს. მაგალითად, მარტოხელა ზრდასრული ადამიანისთვის შეიძლება 3 თვის ხარჯების დასაფარად საჭირო სარეზერვო ფონდის შექმნა საკმარისი იყოს, ხოლო ოჯახის ერთადერთი მარჩენლის შემთხვევაში ნახევარი წლისთვის ან უფრო დიდი პერიოდისთვის სამყოფი ფულის გადადება უფრო გონივრული იქნება.

თუ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობთ, შეგიძლიათ დაიწყოთ უფრო მოკრძალებული მიზნებით, როგორიცაა თქვენი წმინდა შემოსავლის მცირე ნაწილის გადანახვა და ამ შენატანების თანდათან გაზრდა. გაუთვალისწინებელი ფინანსური კრიზისის დროს მდგომარეობის შემსუბუქებაში მოკრძალებული სარეზერვო ფონდიც დაგეხმარებათ.

როგორ შევქმნათ სარეზერვო ფონდი?

სარეზერვო ფონდის შექმნისას ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ადრე დაწყებაა, რაც შედარებით მარტივია. გაითვალისწინეთ:

  • ხელფასიდან ყოველთვიურად თქვენთვის კომფორტული თანხა გამოყავით. გამოთვალეთ თქვენი ცხოვრების ხარჯები სასურველი პერიოდისთვის და სარეზერვო ფონდისთვის ეს სამიზნე მაჩვენებლად აიღეთ.
  • დამატებითი შემოსავალი დაზოგვისთვის გამოიყენეთ. შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ დამატებითი თანხა, მაგალითად, ბონუსი შოპინგისთვის გამოიყენოთ. ამის ნაცვლად, თქვენი სარეზერვო ფონდის გაზრდაზე დაფიქრდით.

გადაუდებელი საჭიროების ფონდში არსებული ფული უნდა დააბანდოთ დაბალი რისკისა და მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებში, რათა მოულოდნელი ფინანსური საჭიროებისას ამ თანხის გამოყენება ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლოთ.

სარეზერვო ფონდის შექმნა ასევე მნიშვნელოვანია მანამ, სანამ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას დაიწყებთ. აქციები გთავაზობთ გრძელვადიანი ზრდის უფრო დიდ პოტენციალს, ვიდრე ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები, მაგრამ ეკონომიკური ვარდნის დროს შეიძლება მათი ღირებულება მოულოდნელად შემცირდეს, როგორც ეს 2020 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ცხადყო. თუ სწორედ ასეთ დროს დაგჭირდებათ ფული, მაშინ ინვესტიციების დაბალ ფასად გაყიდვა მოგიწევთ, რაც მნიშვნელოვნად დაგაზარალებთ. სარეზერვო ფონდის არსებობა კი თქვენს საინვესტიციო პორტფელს ამ რისკისგან დაიცავს.

წინა

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რას ნიშნავს ინვესტიციის საშუალო ანაზღაურება?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს ინვესტიციის საშუალო ანაზღაურება?

რას ნიშნავს ინვესტიციის საშუალო ანაზღაურება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved