ინვესტიციის საშუალო ანაზღაურება წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში გენერირებული ანაზღაურებების საშუალო მათემატიკურ სიდიდეს. საშუალო ანაზღაურება გამოითვლება ისევე, როგორც საშუალო მაჩვენებელი რიცხვების ნებისმიერი ნაკრებისთვის — ისინი იკრიბება და შემდეგ ჯამი მათ რაოდენობაზე იყოფა.
საშუალო ანაზღაურების გააზრება
ამ მაჩვენებლის გამოთვლა რამდენიმე გზით შეიძლება. საშუალო არითმეტიკული ანაზღაურების გამოსათვლელად შემოსავალთა ჯამს ანაზღაურებების რაოდენობაზე ყოფენ.
საშუალო შემოსავალი ეუბნება ინვესტორს/ანალიტიკოსს, თუ რა ანაზღაურება ჰქონდა აქციას ან სხვა ფასიან ქაღალდს წარსულში, ასევე როგორია კომპანიების პორტფელის ანაზღაურება. საშუალო შემოსავალი განსხვავდება წლიური შემოსავლისგან, რადგან ის რთული პროცენტის ეფექტს უგულებელყოფს.
საშუალო შემოსავლის მაგალითი
დავუშვათ, რომ კონკრეტული ინვესტიციის ყოველწლიური ანაზღაურებები სრული ხუთი წლის განმავლობაში შემდეგი იყო: 10%, 15%, 10%, 0% და 5%. ამ ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში ინვესტიციის საშუალო ანაზღაურების გამოსათვლელად, ეს მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ და 5-ზე გავყოთ. გამოვა, რომ ამ ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში საშუალო წლიური ანაზღაურება 8% იყო.
ახლა კი მოდით, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მაგალითი განვიხილოთ. 2014 წელს Walmart-ის აქციების ანაზღაურება 9.1%-ს შეადგენდა, 2015 წელს — -28.6%-ს, 2016 წელს — 12.8%-ს, 2017 წელს — 42.9%-ს, ხოლო 2018 წელს — -5.7%-ს. ამ ხუთი წლის განმავლობაში Walmart-ის საშუალო ანაზღაურება = 30.5%/5 = 6.1%.
ანაზღაურების გამოთვლა ზრდის ტემპის საშუალებით
მარტივი ზრდის ტემპი საწყისი და საბოლოო მნიშვნელობების ან ნაშთების ფუნქციას წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი ასე გამოითვლება:
- BV = საწყისი ღირებულება
- EV = საბოლოო ღირებულება
მაგალითად, თუ $10,000-ს ჩადებთ კომპანიაში და მისი აქციების ფასი $50-დან $100-მდე გაიზრდება, მაშინ შეგიძლიათ ინვესტიციიდან მიღებული ანაზღაურება ასე გამოთვალოთ: $100-$50/50 = 1. ანუ ზრდის ტემპი 100%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ინვესტიციის ღირებულება ახლა $20,000-ს აღწევს.