• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს საინვესტიციო ფილოსოფია?

ოქტომბერი 24, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს საინვესტიციო ფილოსოფია?
გაზიარება

საინვესტიციო ფილოსოფია არის შეხედულებათა და პრინციპების ერთობლიობა, რომელიც ინვესტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს წარმართავს. ეს არა წესების ან კანონების ვიწრო ნაკრები, არამედ მითითებებისა და სტრატეგიების ერთობლიობაა, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის მიზნებს, რისკისადმი ტოლერანტობას, დროის ჰორიზონტს და მოლოდინებს. როგორც წესი, საინვესტიციო ფილოსოფია ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული საინვესტიციო სტილთან.

პოპულარული საინვესტიციო ფილოსოფიებია: ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება, ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება, სოციალურად პასუხისმგებლობიანი ინვესტირება (SRI) და ა. შ. ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზები საინვესტიციო ფილოსოფიის კიდევ ერთი წყვილია.

საინვესტიციო ფილოსოფიის ტიპები

საინვესტიციო ფილოსოფია უნდა ეყრდნობოდეს ინვესტორის მიზნებს, დროის ჰორიზონტს, რისკისადმი მისი ტოლერანტობის დონეს და ინდივიდუალურ საჭიროებებს. ყველაზე გავრცელებული საინვესტიციო ფილოსოფიებია:

ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება: ეს არის დროში გამოცდილი საინვესტიციო სტრატეგია, რომლის პიონერადაც ლეგენდარული ბენჟამინ გრეჰემი ითვლება. ამ სტრატეგიის ძირითადი პრინციპი გულისხმობს მოცემულ მომენტში ბაზარზე დაუფასებელი ფასიანი ქაღალდების იდენტიფიცირებას, მათ შეძენას და გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას. როდესაც ბაზარი ასეთი აქციის რეალურ ფასს „დაინახავს“ ინვესტორები მოგების მიღებას შეძლებენ.

ფუნდამენტური ანალიზი: ეყრდნობა ძლიერი მოგების პერსპექტივის მქონე კომპანიების იდენტიფიცირებას.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება: გულისხმობს საშუალოზე მაღალი შემოსავლისა და მოგების ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიების შერჩევას. ამ სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ ფირმებს ინოვაციური პროდუქტებით, რევოლუციური ტექნოლოგიებით და ძლიერი კონკურენტული უპირატესობებით, რომლებიც მომავალი ზრდის მანიშნებელია. მიუხედავად იმისა, რომ მზარდი პოტენციალის აქციების ფასი შეიძლება საშუალო ნიშნულზე მაღალი იყოს, ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორები მზად არიან, გადაიხადონ პრემია კომპანიებისთვის, რომლებსაც განვითარების ძლიერი პერსპექტივები გააჩნია.

სოციალურად პასუხისმგებლობიანი ინვესტირება: ფოკუსირებულია ინვესტორის ღირებულებებთან შესაბამის კომპანიებში ინვესტირებაზე და ითვალისწინებს ფირმის გავლენას საზოგადოებასა და გარემოზე. SRI ზოგჯერ ცნობილია, როგორც ESG ინვესტირება.

ტექნიკური ანალიზი: ფოკუსირებულია ტენდენციებზე, შაბლონებსა და სხვა ინდიკატორებზე, რომლებიც ზრდის ან ამცირებს აქციების ფასებს.

„საწინააღმდეგო (contrarian) ინვესტირება“: როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ეს ფილოსოფია საბაზრო ტენდენციების საწინააღმდეგოდ ინვესტირებას გულისხმობს.

საინვესტიციო ფილოსოფია არის ინვესტორების ან ფულის მმართველი ფირმების ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი. ინვესტორების უმეტესობა, რომლებიც გრძელვადიან წარმატებას აღწევენ, თავიანთ საინვესტიციო ფილოსოფიას დროთა განმავლობაში ავითარებენ, აუმჯობესებენ და მას მოკლევადიან პერსპექტივაში ბაზრის პირობების ცვლილების გამო ეჭვქვეშ არ აყენებენ.

საინვესტიციო ფილოსოფიების მაგალითები

უორენ ბაფეტი და ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება

უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფილოსოფია ეფუძნება იმ აქციების შეძენას, რომელთა გამომშვები კომპანიები კარგად მართული და ბაზარზე მოცემული მომენტისთვის დაუფასებელია. ყიდვისას ინვესტორის მიზანია ფასიანი ქაღალდების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნება. Coca-Cola, American Express და Gillette — ყველა მათგანი აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა ადგილს Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელში.

ჯონ ტემპლტონი და contrarian ინვესტირება

როგორც contrarian ინვესტორი, სერ ჯონ ტემპლტონი ახერხებდა ღირებულებითი აქციების გამოვლენას ბაზრის საერთო ტენდენციების მიუხედავად. იგი მიზანმიმართულად ეძებდა აქციებს, რომლებიც მიტოვებული ან შეუმჩნეველი იყო სხვა ინვესტორების მიერ. ტემპლტონი განიხილავდა პრობლემურ ბიზნესს, როგორც ზრდის შესაძლებლობას. ის ასევე ეძებდა პოპულარულ, ზედმეტად დაფასებულ აქტივებს და იკავებდა მოკლე პოზიციებს1, რაც მათი საბოლოოდ დაცემით სარგებლობის საშუალებას მისცემდა.

აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დაწყება საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] ეს არის საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

„გათავისუფლდით დესტრუქციული ჩვევებისგან“ — უორენ ბაფეტის რჩევა

შემდეგი

სექტორული ინვესტირება — შესაძლებლობების იდენტიფიცირება სხვადასხვა ინდუსტრიაში

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
სექტორული ინვესტირება — შესაძლებლობების იდენტიფიცირება სხვადასხვა ინდუსტრიაში

სექტორული ინვესტირება — შესაძლებლობების იდენტიფიცირება სხვადასხვა ინდუსტრიაში

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved