• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს „შფოთვის კედელი“?

ოქტომბერი 29, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს „შფოთვის კედელი“?
გაზიარება

„შფოთვის კედელი“ წარმოადგენს ფინანსური ბაზრების პერიოდულ ტენდენციას, გადალახოს მრავალი უარყოფითი ფაქტორი და განაგრძოს ზრდა. ეს ტერმინი ზოგადად გამოიყენება საფონდო ბირჟებთან მიმართებაში და ხაზს უსვამს დროებითი დაბრკოლებების მიმართ მათ მდგრადობას.

„შფოთვის კედლის“ გააზრება

მიუხედავად იმისა, რომ „შფოთვის კედელი“ შეიძლება ზოგჯერ მხოლოდ ერთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან გეოპოლიტიკურ საკითხს მოიცავდეს, ის საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომხმარებელთა და ინვესტორების განწყობაზე გავლენა იქონიოს. უფრო ხშირად კი „შფოთვის კედელი“ მრავალ ფრონტს აერთიანებს. ბაზრის უნარი, გადალახოს „კედელი“, ასახავს ინვესტორების რწმენას, რომ გარკვეულ მომენტში ეს საკითხები მოგვარდება. თუმცა „შფოთვის კედლის“ გადალახვის შემდეგ ბაზრის მიმართულების დადგენა შეუძლებელია და დამოკიდებულია ეკონომიკური ციკლის სტადიაზე, რომელშიც ეს ფენომენი იჩენს თავს.

მაგალითად, ბაზრის უნარი, გადალახოს „შფოთვის კედელი“, ყველაზე მკაფიოდ შესამჩნევია bear market-ის ტენდენციების დასასრულს — მეტად მოსალოდნელია, რომ ასეთ დროს „კედლის“ გადალახვის შემდეგ, ბაზარმა აღმასვლა განაგრძოს. თუმცა, თუ შფოთვის კედელი ბაზრის პიკზე წარმოიქმნება, ამ შემთხვევაში შემდგომი ვარდნა უფრო სავარაუდოა.

მოგების დაფიქსირება, თუ ლოდინი?

მაშინაც კი, როდესაც ფინანსური ბაზრები ჯანსაღი ტემპით იზრდება, ინვესტორები ყოველთვის პოულობენ ღელვის მიზეზებს, რომლებიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ლეგიტიმური. ეს დამოკიდებულია ინდივიდის მიერ ბაზრის აღქმაზე და მის საინვესტიციო მიზნებზე.

თუმცა, თუ „შფოთვის კედლის“ კონცეფციის საფუძველს ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ bull ბაზრები მშვიდობიანი ადგილი არ არის. როდესაც ბაზარზე ზრდის პერიოდია, ინვესტორები მუდმივად დაძაბულები არიან, აინტერესებთ რამდენ ხანს გასტანს აღმავალი ტენდენცია, ნერვიულობენ იმაზე, თუ როდის შეაჩერებს ერთი შეხედვით გარდაუვალი კორექცია ბაზრის ენთუზიაზმს. როდესაც ბაზარი აღმასვლას განაგრძობს, შეიძლება სულ უფრო მეტად გაგიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება — დააფიქსიროთ მოგება, თუ განაგრძოთ დინების მიყოლა.

ბაზრის ექსპერტები თავიანთ როლს იმით ასრულებენ, რომ გაფრთხილებებს გასცემენ ყველაფრის შესახებ, რაც შეიძლება არასწორად წარიმართოს ეკონომიკაში, ბაზრებზე და წამყვან აქციებთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, შესაძლოა, ეკონომისტებმა შემოგვთავაზონ ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზები, რომლებიც იდენტურ მონაცემებს ეყრდნობა. რეალურად ეს შეფასებები გამომდინარეობს ინდივიდუალური პერსპექტივიდან და მოსაზრებიდან, რომელიც შეიძლება ორი ადამიანისთვის სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ხოლო ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ინვესტორს „შფოთვის კედლის“ მიმართ, ხშირად პირდაპირ კავშირშია რისკისადმი მისი ტოლერანტობის ხარისხთან.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ გამოიმუშავებს Walmart ფულს?

შემდეგი

რა არის გადაუხდელი დივიდენდი?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს რესურსების განაწილების ეფექტიანობა?

რა არის გადაუხდელი დივიდენდი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved