• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ფრაზა “ნაღდი ფული მეფეა” ?

აგვისტო 17, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს ფრაზა “ნაღდი ფული მეფეა” ?
გაზიარება

გაურკვევლობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივი ნაღდი ფულია. ის შეიძლება იქცეს ბიზნესის გადამრჩენად ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც დაფინანსების სხვა ფორმები ქრება. იმავდროულად, საგანგებო ფონდის არსებობამ, შეიძლება ოჯახს სამსახურების მოულოდნელი დაკარგვის ან ჯანმრთელობის კრიზისის დროს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს. და ბოლოს, საფონდო ბირჟის კრახის დროს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია საინვესტიციო პორტფელებში გარკვეული მოცულობის ნაღდი ფულის არსებობა. სწორედ იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ძვირფასი შეიძლება იყოს ნაღდი ფული ფინანსური კრიზისის დროს, ბევრი ამბობს, რომ „ნაღდი ფული მეფეა.“

ეს ფრაზა ნიშნავს, რომ ლიკვიდური სახსრების არსებობა შეიძლება კრიზისის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფულადი ინვესტიციები, როგორიც არის ფულის ბაზრის ფონდი, შემნახველი ანგარიში ან საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატი, ხშირად მაღალი ანაზღაურებით არ ხასიათდება, რთულ პერიოდებში ფულადი სახსრების ქონა შეიძლება ფასდაუდებელი უპირატესობა იყოს.

როდის არის ნაღდი ფული ზედმეტი?

ნაღდი ფულის, სხვა ვარიანტებთან შედარებით, როგორიც არის ობლიგაციები და მაღალი სარგებლის მქონე დივიდენდური აქციები, დაბალი შემოსავლის მქონე ინვესტიციაა. ამის გამო, ბევრი კამათი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა მოცულობის ნაღდი ფული უნდა შევინარჩუნოთ.

ფინანსური ექსპერტების უმეტესობა შინამეურნეობებს 3-6 თვემდე საცხოვრებელი ხარჯებისთვის საკმარისი საგანგებო ფონდის ფლობას ურჩევს. ეს ნაღდი ფული მიმდინარე ანგარიშისგან განცალკევებული უნდა იყოს. მის შესანახად საუკეთესო ადგილია მაღალი შემოსავლის მქონე შემნახველი ანგარიში, ფულის ბაზრის ანგარიში ან საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები. საგანგებო ფონდის სახსრები არალიკვიდურ ან სარისკო ინვესტიციებში არ უნდა დააბანდოთ.

სტაბილურის სამსახურისა და კარგი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ საგანგებო ფონდში ნაკლები ნაღდი ფული შეინახონ. ნაკლებად პროგნოზირებადი შემოსავლის მქონე ადამიანები კი უფრო მეტ ნაღდ ფულს უნდა ფლობდნენ.

არსებობს გარკვეული დებატები იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ნაღდი ფული უნდა შეინახოთ საბროკერო ანგარიშზე. ზოგადად, ინვესტორების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს პორტფელის მინიმუმ 5%-ის ნაღდი ფულის სახით შენახვას, რათა შესაძლებელი გახდეს ხარისხიანი აქციების იაფად ყიდვის შანსით სარგებლობა. სხვები ამტკიცებენ, რომ უნდა შეინახოთ 10%-დან 20%-მდე ნაღდი ფული.

Cash

ახალგაზრდა ინვესტორებს, რომლებიც სტაბილურად აბანდებენ ფულს, შესაძლოა, არ სურდეთ დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის შენახვა. თუმცა, პენსიონერს, რომელიც ხარჯების დასაკმაყოფილებლად პორტფელს ეყრდნობა, სხვაგვარი მიდგომა ექნება. აქ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც, ზოგიერთ ინვესტორს მეტი ნაღდი ფულის შენახვა უფრო მშვიდად და თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს.

კომპანიებისთვის, ნაღდი ფულის მოცულობა, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ, დამოკიდებულია მათი ინდუსტრიის ციკლურობაზე, ბალანსის საერთო სიმტკიცეზე და დაფინანსების საჭიროებებზე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში გონივრულია სამიდან ექვს თვემდე საოპერაციო ხარჯების დასაფარად საჭირო სახსრების შენახვა. ეს შეიძლება დაეხმაროს ფულადი ნაკადების მართვას იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს ციკლი მოულოდნელად შეიცვლება.

სუსტი ბალანსისა და მსხვილი კაპიტალური ხარჯვის პროგრამების მქონე მაღალი ციკლური ინდუსტრიების წარმომადგენელ კომპანიებს უნდა ჰქონდეს მეტი ნაღდი ფული, ვიდრე სტაბილური სექტორის კომპანიებს, რომლებიც ძლიერი ბალანსითა და კაპიტალის შეზღუდული საჭიროებებით ხასიათდება. ნაღდი ფული კომპანიებს აძლევს მოქნილობას განახორციელოს შესყიდვები ან სხვა ინვესტიციები ბაზარზე არეულობის პერიოდში. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გაანალიზებისას ინვესტორებმა ეს საკითხები უნდა გაითვალისწინონ.

ჭარბი ნაღდი ფულის ფლობის უარყოფითი მხარეები

ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ნაღდი ფული ზედმეტი არასდროს არ არის, თუმცა ბანკში ჭარბი ნაღდი ფულის ქონას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს:

ინფლაცია: ინფლაცია ნაღდი ფულის მსყიდველუნარიანობას ანადგურებს. ამის და ფულადი აქტივების დაბალი შემოსავლიანობის გამო, ნაღდი ფული ღირებულებას სტაბილურად კარგავს.

ფულის დროითი ღირებულება: ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გამო, ნაღდი ფული ახლა უფრო მეტი ღირს, ვიდრე მომავალში. სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს ჭარბი ნაღდი ფულის ფლობა ცუდი.

შესაძლებლობის ღირებულება: ნაღდი ფულის უმოქმედობა გაკარგვინებთ პოტენციურ შესაძლებლობას, მიიღოთ უფრო მაღალი ანაზღაურება ინვესტირების შემთხვევაში. ჭარბმა ნაღდმა ფულმა ასევე შესაძლოა შეამციროს ინვესტორის ან ბიზნესის აქტივების საერთო ანაზღაურება.

ამ ნაკლოვანებების გამო, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ფიზიკურ პირებს და ბიზნესებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ნაღდი ფული, რათა ფულადი ნაკადების შეფერხების დროს თავიანთი ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ. თუმცა მათ ჭარბი ნაღდი ფულის ფლობის ნაკლოვანებებიც უნდა გაითვალისწინონ.

ამ კომპანიებისთვის ნაღდი ფული ნამდვილი მეფეა

მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად დიდი მოცულობის ნაღდი ფულის ფლობა, შესაძლოა, ცუდი იყოს, ეს რამდენიმე მსხვილ კორპორაციას უზარმაზარი თანხის შენახვაში ხელს არ უშლის. მაგალითად, ტექნოლოგიური გიგანტი – Apple 2021 წლის ბოლოს $62 მილიარდის მოცულობის ნაღდ ფულს და $127.9 მილიარდის ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებს ფლობდა. ეს ფული საკმარისია პატარა ქვეყნის სამართავად. გარდა ამისა, Apple წლიურად დაახლოებით $100 მილიარდის ტოლ ფულადი სახსრების ნაკადს გამოიმუშავებს.

კომპანიები ხშირად ინახავენ დამატებით ნაღდ ფულს რადგან მოცემულ მომენტში მათ გამოყენების უკეთესი გზები არ გააჩნიათ. არსებობს მიზეზები, რის გამოც კომპანიამ შეიძლება დამატებითი ფულადი სახსრები შეინახოს:

  • დიდი შენაძენისთვის იმ შემთხვევაში, თუ შესაფერისი შესაძლებლობა გამოჩნდება.
  • კომპანიამ შეწყვიტა აქციების გამოსყიდვა, რადგან აქციების ფასი გადაჭარბებული ჩანს.
  • მენეჯმენტი ელოდება რეინვესტირების შესაძლებლობებს, როგორიც არის ახალი კაპიტალური პროექტი ან კვლევისა და განვითარების (R&D) პროგრამა.
  • კომპანიამ აქტივი ცოტა ხნის წინ გაყიდა და შემოსავალი ჯერ არ გადაუნაწილებია.

შესაძლოა, ნაღდი ფულის ფლობა ფასდაუდებელი აღმოჩნდეს

როდესაც საქმე რთულდება, ნაღდი ფული, შესაძლოა, ფასდაუდებელი აქტივი იყოს. სწორედ ის აძლევს ბიზნესს, ინვესტორებს და ინდივიდებს ფინანსურ მოქნილობას, რომ გადალახონ რთული პერიოდი და პოტენციური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ მის სიჭარბეს ნაკლოვანებები გააჩნია, ის არის უძვირფასესი აქტივი, რომელიც არასტაბილურობის დროს დაგეხმარებათ.

წინა

Dell Technologies წინ მიიწევს, მაგრამ ბაზარს მაინც ჩამორჩება – რა უნდა იცოდეთ?

შემდეგი

3 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
3 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

3 რამ, რასაც ჭკვიანი ინვესტორები Bear Market-ის დროს აკეთებენ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved