• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინვესტირების ფსიქოლოგია

შიშისა და სიხარბის ფსიქოლოგია ინვესტირებაში

ოქტომბერი 1, 2024
in ინვესტირების ფსიქოლოგია
შიშისა და სიხარბის ფსიქოლოგია ინვესტირებაში
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება შეიძლება ამაღელვებელი და პოტენციურად მომგებიანი გამოცდილება იყოს. თუმცა ეს ასევე არის სფერო, რომელშიც ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორის მოქმედებებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორ ძლიერ ემოციას — შიშსა და სიხარბეს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ამ ემოციების მართვის სტრატეგიებს გრძელვადიანი ფინანსური წარმატების მისაღწევად.

შიშის ძალა

შიში არის პირველადი ემოცია, რომელიც ადამიანებს ათასწლეულების განმავლობაში გადარჩენაში ეხმარებოდა. ინვესტირების კონტექსტში, ეს ხშირად ფულის დაკარგვის შიშის სახით ვლინდება. როდესაც აქციების ფასები კლებას იწყებს, შესაძლოა, ინვესტორები შეშინდნენ და, მოკლევადიანი ზარალის მინიმიზაციის მცდელობისას, ინვესტიციების პანიკურად გაყიდვა დაიწყონ. სამწუხაროდ, ეს ქცევა ხშირად იწვევს ზარალის რეალიზებას და ფასების პოტენციური აღდგენის ხელიდან გაშვებას.

უფრო მეტიც, შიშმა შეიძლება ინვესტორები მოკლევადიან რყევებზე ზედმეტად დამოკიდებული გახადოს და მათ გრძელვადიანი სტრატეგიიდან გადახვევისკენ უბიძგოს.

სიხარბის ფაქტორი

მეორე მხრივ, სიხარბე შეიძლება თანაბრად დამანგრეველი იყოს. როდესაც ინვესტორები ხედავენ, რომ სხვები კონკრეტული აქციებისგან ან აქტივთა კლასისგან მნიშვნელოვან მოგებას იღებენ, შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ ამ ტენდენციით ისარგებლონ. შესაძლოა ამან გამოიწვიოს მაღალრისკიანი საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისების სურვილი სათანადო კვლევის ჩატარების ან რისკის შეფასების გარეშე. სიხარბეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ხშირად იწვევს ზედმეტ კონცენტრაციას ერთ კონკრეტულ სფეროზე, რაც პოტენციურ დანაკარგებს ზრდის.

Investor

შიშისა და სიხარბის მართვის სტრატეგიები:

შეიმუშავეთ რაციონალური სტრატეგია: წარმატებული ინვესტირების საფუძველი კარგად გააზრებული საინვესტიციო სტრატეგიის შექმნაა. ეს უნდა ითვალისწინებდეს თქვენს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს, რისკისადმი ტოლერანტობას და შესაბამის აქტივთა განაწილებას. მკაფიო გეგმის არსებობა ემოციურად დატვირთული ბაზრის პირობებში ნავიგაციაში დაგეხმარებათ.

მიმართეთ დივერსიფიკაციას: როდესაც ბაზრები ზრდასა და ვარდნას განიცდის სხვადასხვა ტიპის ინვესტიციით დაკომპლექტებული დივერსიფიცირებული პორტფელი რისკის დაბალანსებაში დაგეხმარებათ. მხოლოდ კონკრეტულ ბაზრებზე, სექტორებში ან კომპანიებში ინვესტირება ერთ სფეროზე ზედმეტად დამოკიდებულს გაგხდით და თქვენი წარმატება პირდაპირ მის წარმადობაზე იქნება მიბმული, რაც ჭკვიანური ნაბიჯი ნამდვილად არ არის. ამის საპირისპიროდ, აქტივთა სხვადასხვა კლასში, რეგიონში და სექტორში ინვესტირება პოტენციური ზარალის შემცირებისა და გრძელვადიანი შემოსავლის მაქსიმიზაციის საშუალებას მოგცემთ.

იყავით ინფორმირებული: თქვენი ინვესტიციების დაცვაში საფონდო ბირჟის სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რეგულარულად გადახედეთ თქვენს ინვესტიციებს, შეაფასეთ მათი წარმადობა და, საჭიროების შემთხვევაში, საინვესტიციო პორტფელში ცვლილებები შეიტანეთ.

იყავით მომთმენი: გაიაზრეთ, რომ ბაზრის ცვალებადობა ნორმალური მოვლენაა და მოკლევადიანი რყევები საინვესტიციო ლანდშაფტის ნაწილია. მუდამ შეინარჩუნეთ გრძელვადიანი პერსპექტივა და შიშით ან სიხარბით გამოწვეული იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ.

წინა

საინვესტიციო რჩევები კენეთ გრიფინისგან

შემდეგი

როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია აქციებში?

მსგავსი სტატიები

როგორ ზემოქმედებს ინფორმაციული მიკერძოება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე?
ინვესტირების ფსიქოლოგია

როგორ ზემოქმედებს ინფორმაციული მიკერძოება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რას ნიშნავს ტერმინი „Hot Hand”?
ინვესტირების ფსიქოლოგია

რას ნიშნავს ტერმინი „Hot Hand”?

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
როგორ მივიღოთ რაციონალური საინვესტიციო გადაწყვეტილებები?
ინვესტირების ფსიქოლოგია

როგორ მივიღოთ რაციონალური საინვესტიციო გადაწყვეტილებები?

by Giorgi
ნოემბერი 4, 2024
რას ნიშნავს „ჩარჩოს ეფექტი“?
ინვესტირების ფსიქოლოგია

რას ნიშნავს „ჩარჩოს ეფექტი“?

by Giorgi
ნოემბერი 4, 2024
ყველაფერი საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგიის შესახებ
ინვესტირების ფსიქოლოგია

ყველაფერი საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგიის შესახებ

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია აქციებში?

როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია აქციებში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved