მომდევნო სამშაბათს, 16 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება Investhub-ის ონლაინ ვებინარი — „საფონდო ბირჟების ანალიზი — როგორ შევაფასოთ კონკრეტული აქციები“, სადაც გალტ & თაგარტის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი — ნიკოლოზ მაზანაშვილი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:
- ინვესტირების „Top-Down“ და „Bottom-Up“ სტილების შედარება.
- მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ინვესტირებისას უნდა გავითვალისწინოთ.
- კონკრეტული სექტორებისა და აქციების ჯგუფების შერჩევა.
- კონკრეტული კომპანიების აქციების ანალიზი: 1. შემოსავლებისა და მოგების ანალიზი 2. ინდიკატორების ანალიზი 3. ფინანსურ სიახლეებსა და კვარტალურ შედეგებზე დაკვირვება
ონლაინ ვებინარზე დასწრება უფასოა; ხანგრძლივობა — 1სთ. 30წთ. დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
რეგისტრაცია შეწყდება 16 ივლისს, 18:00 საათზე.
სამშაბათს, 16 ივლისს, ონლაინ ვებინარის დაწყებამდე 2 საათით ადრე, თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს.