26 იანვარს, 19:00 საათზე Solo Lounge-ში (ი.ჭავჭავაძის გამზ. №29) Solo მომხმარებლებისთვის გაიმართება ინვესტიციების შესახებ SOLO Talks-ის მეორე შეხვედრა, რომელსაც გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ასოცირებული ბროკერი ნიკოლოზ მაზანაშვილი გაუძღვება და შემდეგ აქტუალურ საკითხებს განიხილავს:
- ინვესტირების Top-Down და Bottom-Up სტილების შედარება
- მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ინვესტირებისას უნდა გაითვალისწინოთ
- როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად მომგებიანი სექტორები და ინდუსტრიები
- კონკრეტული კომპანიების აქციების ანალიზი:
- კომპანიების შემოსავლებისა და მოგების ანალიზი;
- ინდიკატორების ანალიზი;
- ფინანსურ სიახლეებსა და კვარტალურ შედეგებზე დაკვირვება.
შეხვედრის ხანგრძლივობაა 60 წუთი. დასწრება უფასოა, სპეციალური ბილეთის აღება კი ამ ბმულზე შეგიძლიათ: SOLO Talks – ის მეორე შეხვედრა ინვესტიციებზე ბილეთები (biletebi.ge)
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება მთლიანობაში 3 ნაწილად იმართება. პირველი ნაწილი 2022 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა და შემდეგ საკითხებს შეეხებოდა:
- რომელ საინვესტიციო პროდუქტებში შეგიძლიათ ინვესტირება;
- როგორ უნდა გახდეთ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორიც არის: Tesla, Google, Apple და ა. შ.