• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

უნდა ველოდეთ თუ არა საფონდო ბირჟის მორიგ კრახს?

მაისი 4, 2022
in ინვესტიციის ანბანი
უნდა ველოდეთ თუ არა საფონდო ბირჟის მორიგ კრახს?
გაზიარება

ბოლო დროს საფონდო ბირჟა საკმაოდ ცვალებადი იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში როგორც აღმასვლის ისე ვარდნის ტენდენციები ფიქსირდებოდა. ცოტა ხნის წინ, S&P 500 ოფიციალურად შევიდა კორექციის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ინდექსის ფასი წლის დასაწყისიდან 10%-ზე მეტად დაეცა.

საფონდო ბირჟის კორექციები ყოველთვის კრახს არ იწვევს, მაგრამ ეს სრულიად შესაძლებელია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ უახლოეს პერიოდში მორიგ კრახს უნდა ველოდეთ?

Investor

რამდენად სავარაუდოა საფონდო ბირჟის კრახი?

შესაძლოა, გაურკვევლობამ ზოგჯერ ბაზრის უფრო დიდი ცვალებადობა გამოიწვიოს. დღესდღეობით კი მსოფლიოში მრავალი სახის გაურკვევლობაა: რუსეთ-უკრაინის ომი, ინფლაციის ზრდა და კოვიდ-19-ის მზარდი შემთხვევები.

ასეთ პერიოდებში საფონდო ბირჟა განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია და ექსპერტებიც კი ვერ განსაზღვრავენ ზუსტად, თუ როგორ იმუშავებს ის მომდევნო კვირების ან თვეების განმავლობაში.

დიდი შანსია, რომ საფონდო ბირჟა დაეცემა, თუმცა როდის მოხდება ეს ან რამდენად მძიმე იქნება არავინ იცის. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც შეგიძლიათ მოსალოდნელი ავბედითი მოვლენისთვის მოემზადოთ. ამჟამად სწორი ნაბიჯების გადადგმით თქვენი ინვესტიციების დაცვის შესაძლებლობა გაქვთ.

  1. გააძლიერეთ თქვენი საგანგებო ფონდი

ყოველთვის გონივრულია, რომ საგანგებო ფონდში მინიმუმ 6 თვის ოდენობის დანაზოგი იყოს, მაგრამ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბაზარი არასტაბილურია.

როდესაც ბაზარი ეცემა, თავისთავად, აქციების ფასი უფრო დაბალია. ეს აქცევს ვარდნას განსაკუთრებით ცუდ დროდ თქვენი ინვესტიციების გასაყიდად, რადგან, შეიძლება, საბოლოოდ პოზიციები იმაზე ნაკლებ ფასად გაყიდოთ, ვიდრე ისინი შეიძინეთ. თუმცა, როდესაც საგანგებო ფონდი გაგაჩნიათ, დაუგეგმავი ხარჯების გაწევისთვის თქვენი ინვესტიციების გაყიდვა არ მოგიწევთ.

  1. მიმართეთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას

ბაზრის კრახის გადალახვას ყველა აქცია ვერ შეძლებს. დივერსიფიცირებული პორტფელი კი რისკების გადანაწილების საშუალებას მოგცემთ.

ის, თუ ზუსტად რამდენი აქცია უნდა გქონდეთ საინვესტიციო პორტფელში, თქვენს პირად პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ექსპერტების უმეტესობის რჩევის მიხედვით, გონივრულია სხვადასხვა ინდუსტრიის მინიმუმ 25-30 აქციას ფლობდეთ. შესაბამისად, თუ თქვენს მფლობელობაში არსებული ერთი ან ორი აქცია ბაზრის კრახს ვერ გაუძლებს, ეს მოვლენა თქვენს მთლიან პორტფელს ვერ გაანადგურებს.

  1. დარჩით გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული

საფონდო ბირჟის ვარდნა შემაძრწუნებელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დროებითი მოვლენაა. სერიოზულმა კრახმა, შეიძლება, თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელებული bear ბაზრები (ბაზარი, რომელშიც (აქციების) კურსის დაცემის ტენდენცია შეინიშნება) გამოიწვიოს, მაგრამ, საბოლოოდ, აქციების ფასები აღდგება.

გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებით და წლების განმავლობაში ბაზრის ეფექტურობაზე ფოკუსირებით, მოკლევადიან ცვალებადობაზე დამოკიდებულების თავიდან აცილება უფრო ადვილი გახდება.

S&P 500 Performance Since 2000

ხშირად, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე – გაკეთება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საფონდო ბირჟას კრახების გადალახვის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირების დროს გარანტიები არ არსებობს, ძალიან სავარაუდოა, რომ ბაზარი ნებისმიერი მომავალი ვარდნისგან აღდგენას მოახერხებს.

დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ როდის მოხდება საფონდო ბირჟის მომდევნო კრახი, მაგრამ ამ სტატიაში მოცემული ნაბიჯების გადადგმით, თქვენ ამ ნეგატიურ მოვლენას მაქსიმალურად დაცული შეხვდებით.

წინა

გუშინ ორმა ლურჯი ჩიპის კომპანიამ კვარტალური ანგარიშები წარადგინა

შემდეგი

3 ტოპ ნავთობმწარმოებლის აქცია მაისში შესაძენად

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 ტოპ ნავთობმწარმოებლის აქცია მაისში შესაძენად

3 ტოპ ნავთობმწარმოებლის აქცია მაისში შესაძენად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved