• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

მაისი 24, 2023
in ინვესტიციის ანბანი
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე შებიჯება საინტერესო და პოტენციურად მომგებიანი წამოწყებაა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აქციებში ინვესტირებას თან ახლავს რისკები, რომელთა ეფექტური მართვა აუცილებელია, რათა კაპიტალის დაცვა და გრძელვადიანი წარმატების შანსების მაქსიმალურად გაზრდა შეძლოთ. ამ სტატიაში ჩვენ გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად სტრატეგიას, რომელიც ინვესტორებს საფონდო ბირჟაზე უფრო მეტი თავდაჯერებულობით ნავიგაციაში და პოტენციური ზარალის შემცირებაში დაეხმარება.

მიმართეთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას

დივერსიფიკაცია რისკის მართვის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივთა კლასებში, ინდუსტრიებსა და გეოგრაფიულ რეგიონებში გადანაწილებით შეძლებთ, მთლიან პორტფელზე ინდივიდუალური აქციების არასტაბილურობის გავლენა შეამციროთ. დივერსიფიკაცია ხელს უწყობს ნებისმიერ ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკების შერბილებას და უზრუნველგყოფთ „უსაფრთხოების ბადით“ იმ გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში, რომლებმაც, შესაძლოა, კონკრეტულ სექტორებზე ან კომპანიებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს.

ჩაატარეთ საფუძვლიანი კვლევა

ინვესტიციების სამყაროში (და არამარტო) ცოდნა ძალაა. სანამ შრომით გამომუშავებულ ფულს დააბანდებთ, აუცილებელია საფუძვლიანად გამოიკვლიოთ კომპანიები, რომლებშიც ინვესტირებას აპირებთ. გაანალიზეთ მათი ფინანსური მდგომარეობა, ბიზნეს მოდელები, გაეცანით სიახლეებს და დააკვირდით ბაზრის ტენდენციებს. საფუძვლიანი კვლევის ჩატარებით შეძლებთ, მიიღოთ უფრო ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები და რისკები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

დაისახეთ მკაფიო საინვესტიციო მიზნები და დაადგინეთ რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონე

საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დაწყებამდე გადამწყვეტია საინვესტიციო მიზნებისა და რისკისადმი ტოლერანტობის დონის განსაზღვრა. დაადგინეთ, რისთვის დებთ ინვესტიციას — პენსიაზე გასასვლელად, გრძელვადიანი ზრდისთვის თუ მოკლევადიანი მოგებისთვის. მიზნების მკაფიო ჩამოყალიბება შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის შექმნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონის გაცნობიერება საშუალებას მოგცემთ, იქონიოთ რეალისტური მოლოდინები და ბაზრის რყევების დროს იმპულსური გადაწყვეტილებები თავიდან აიცილოთ.

Investor

მიმართეთ ინვესტიციების ღირებულების გასაშუალოებას

ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება (dollar-cost averaging) არის სტრატეგია, რომლის დროსაც ფიქსირებულ თანხას აბანდებთ რეგულარულად, ბაზრის პირობების მიუხედავად. ეს მიდგომა ხელს უწყობს ბაზრის მოკლევადიანი არასტაბილურობის გავლენის აღმოფხვრას. დროთა განმავლობაში თანმიმდევრული ინვესტირების საშუალებით, შეძლებთ ბაზრის ბუნებრივი რყევებით ისარგებლოთ და ამა თუ იმ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.

მოერიდეთ ემოციების საფუძველზე ინვესტირებას

შესაძლოა, ემოციებმა სწორი განსჯის უნარი დაგაკარგვინოთ და ირაციონალურ საინვესტიციო გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანოთ. შიში და სიხარბე არის გავრცელებული ემოციები, რომლებსაც ინვესტორთა ქმედებებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედება შეუძლია. აუცილებელია, შეინარჩუნოთ დისციპლინა და თავიდან აიცილოთ იმპულსური ნაბიჯები, რომლებიც ბაზრის მოკლევადიან რყევებს ან სპეკულაციურ ჭორებს ეფუძნება. ამის ნაცვლად, ყურადღება გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიაზე გაამახვილეთ.

რეგულარულად გადახედეთ და გადააბალანსეთ საინვესტიციო პორტფელი

მნიშვნელოვანია, რეგულარულად გადახედოთ თქვენი პორტფელის წარმადობას და მასში საჭირო კორექტივები შეიტანოთ. ბაზარზე პირობები ცვალებადია, ასევე იცვლება კონკრეტული აქციებისა და სექტორების წარმადობა. საინვესტიციო პორტფელის პერიოდული გადაბალანსება საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ აქტივთა სასურველი განაწილება, რომელიც თქვენს საინვესტიციო მიზნებს შეესაბამება.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Novo Nordisk-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ The Children’s Place-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას ნიშნავს სინანულის თეორია?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს სინანულის თეორია?

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?
ინვესტიციის ანბანი

რას მოიცავს ტექნოლოგიური სექტორი?

by Giorgi
ნოემბერი 22, 2023
ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ
ინვესტიციის ანბანი

ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებსაც ინვესტორები უნდა მოერიდონ

by Giorgi
ნოემბერი 29, 2023
შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს
ინვესტიციის ანბანი

შეცდომები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს დააზარალებს

by Giorgi
ნოემბერი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ The Children’s Place-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ The Children's Place-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რას ნიშნავს სინანულის თეორია?
  • რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?
  • Amazon-მა ახალი ჩიპები დააანონსა და საკუთარი ჩეთბოტი — Amazon Q გამოუშვა

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved