ჩიკაგოს ოფციებით ვაჭრობის საბჭო ოფციონის ახსნას შემდეგნაირად იწყებს: არსებობს მრავალი გზა, როდესაც საფონდო ბროკერს შეუძლია დაარღვიოს როგორც სამართლებრივი ასევე ეთიკური ვალდებულებები კლიენტის წინაშე. ოფციონი არის ხელშეკრულება, რომელიც მყიდველს აძლევს უფლებას, მაგრამ არ ავალდებულებს, კონკრეტულ ფასად გარკვეულ თარიღამდე იყიდოს ან გაყიდოს აქტივი (აქცია ან ინდექსი).
ოფციონი აქციისა და ობლიგაციის მსგავსად ფასიანი ქაღალდია და წარმოადგენს სავალდებულო ხელშეკრულებას მკაცრად განსაზღვრული პირობებითა და თვისებებით.დამწყები ან არააქტიური ინვესტორების უმეტესობისთვის ეს განმარტება შეიძლება აბსოლუტურად გაუგებარი იყოს, თუმცა მიუხედავად ამისა ბროკერები ხანდახან ისე ყიდულობენ და ყიდიან ოფციონებს ინვესტორებისთვის რომ მათ(ინვესტორებს) საერთოდ არ ესმით რა არის ოფციონი, ხშირად ასეთი ინვესტორები ვერ აფასებენ ან ვერ ხედავენ რისკს და შეიძლება იყოს შემთხვევებიც როდესაც ინვესტორებმა საერთოდ არ იციან რომ ოფციონის ტრანზაქციები ხდება. ვეცდებით უფრო ნათლად ავხსნათ ოფციონები და მათი სახეები: არსებობს ორი სახის ოფციონი: Put და Call ოფციონები. ოფციონის ერთი კონტრაქტი აკონტროლებს 100 აქციას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ კონტრაქტების შეუზღუდავი რაოდენობა.
როდესაც ყიდულობთ Call ოფციონს, თქვენ ყიდულობთ უფლებას, რომ ამ ოფციონის გამყიდველისგან იყიდოთ კონკრეტულ 100 აქციას წინასწარ განსაზღვრულ ფასად, აღნიშნულ ფასს ეწოდება “Strike Price”. აღნიშნული ოპერაციის შესრულება კი კონკრეტულ თარიღამდე შეგიძლიათ, რომელიც თავიდანვე განსაზღვრულია. აღნიშნული ოფციონის შესაძენად, თქვენ იხდით ოფციონის გამყიდველის საკომისიოს, რასაც საბროკერო ტერმინოლოგიით „პრემია“ ქვია. როდესაც ფლობთ Call ოფციონს, იმედი და სურვილი გაქვთ, რომ ოფციონთან დაკავშირებული აქციების საბაზრო ფასი გაიზრდება უახლოეს მომავალში.
რატომ ? თუ აქციების ფასი საკმარისად იზრდება, რომ გადააჭარბოს ე.წ. “Strike Price”-ს თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ გარიგება და შეიძინოთ აღნიშნული აქცია გამყიდველისაგან საბაზრო ფასზე ნაკლები ღირებულებით. აღნიშნული გარიგების შემდეგ კი შეგიძლიათ აქციების შენახვაც და მომენტალურად გაყიდვაც მყისიერი სარგებლის მისაღებად. მაგრამ რა მოხდება, თუ აქციების ფასი შემცირდა ? ამ შემთხვევაში ელოდებით ოფციონის ვადის ამოწურვას, ასეთ შემთხვევაში ზარალი პრემიის ღირებულებით შემოიფარგლება.
როდესაც ყიდულობთ “Put” ოფციონს, თქვენ ყიდულობთ უფლებას აიძულოთ ოფციონის გამყიდველი რომ მიყიდოთ კონკრეტული 100 აქცია ე.წ. “Strike Price”-ად. როდესაც ფლობთ აღნიშნულ ოფციონს, გსურთ რომ მასთან დაკავშირებული აქციების ფასი დაეცეს და ჩამოცდეს “Strike Price”-ს. თუ ეს მოხდება, ოფციონის გამყიდველს მოუწევს თქვენგან აქციების ყიდვა “Strike Price“-ად, რომელიც იქნება უფრო მაღალი ვიდრე აღნიშნული აქციების საბაზრო ფასი მოცემული მომენტისათვის. ოფციონის შინაარსის გამო, რომ თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ ოფციონის გამყიდველი იყიდოს თქვენი აქციები საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ფასით, გაყიდვის ოფციონი ჰგავს სადაზღვევო პოლისს რომელსაც შეუძლია დაგიცვათ დიდი დანაკარგისგან. ხოლო თუ აქციათა საბაზრო ფასი შემცირების ნაცვლად გაიზრდება, თქვენი აქციები გაიზრდება ღირებულებაში და შეგიძლიათ უბრალოდ დაელოდოთ ოფციონის ვადის ამოწურვის თარიღს, რადგან აქაც ერთადერთი დანაკარგი პრემიის ღირებულებაა.
ოფციონების შესყიდვამ შესაძლოა დანაკარგებისაგან დაგიცვათ აღნიშნულის გათვალისწინებით მათი გამოყენება კონსერვატიულად ვაჭრობისასაც არის შესაძლებელი. თუმცა ასევე არსებობს სხვა მრავალი სტრატეგიაც, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი რისკი. ერთი მარტივი მაგალითია “დაუფარავი” Call ოფციონების გაყიდვა. დაიმახსოვრეთ, როდესაც Call ოფციონი შედგება, აქცია უნდა იქნას მიწოდებული გამყიდველის მიერ. თუ თქვენ გაყიდეთ აღნიშნული ოფციონი, თქვენი ვალდებულება იხურება აქციების მიწოდებისთანავე.მაგრამ თუ თქვენ ყიდით „დაუფარავ“ Call ოფციონს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ არ ფლობთ აქციებს, ამ შემთხვევაში თქვენი ზარალის პოტენციალი შეუზღუდავია.
თუ ოფციონი განხორციელდება, თქვენ ვალდებულება წარმოგექმნებათ იყიდოთ ეს აქციები ღია ბაზარზე, რაც არ უნდა მაღალი იყოს ფასი იმ დროს. ბაზარზე ფასის სწრაფი ზრდის შემთხვევაში თქვენი ზარალი შეიძლება იყოს ძალიან მოცულობითი. როგორც ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში ხსენდა აღნიშნული მიმართულებით რამოდენიმე სტრატეგია არსებობს, ზოგიერთი კი დიდ სირთულეს და რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ არაა რეკომენდირებული ყველა სახისა და ფინანსური რესურსის ინვესტორმა გამოიყენოს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი, რადგან ოფციონებს სარგებელთან ერთად დიდი ზარალის მოტანაც შეუძლია.
მიუხედავად ამისა, ბროკერები ზოგჯერ ერთვებიან არასათანადო ოფციონებით ვაჭრობაში იმ მომხმარებლების სახელით, რომლებსაც საერთოდ არ ესმით ოფციონებთან დაკავშირებული რისკები. ბროკერის ქმედების გამო ოფციონებით ვაჭრობით დაზარალებულებს კი ჩიკაგოს ოფციებით ვაჭრობის საბჭო თავის საკონტაქტო ინფორმაციას უზიარებს და დახმარებასაც პირდება. აღნიშნულ შემთხვევაში დაწესებულება საფონდო ბროკერის თაღლითობისა და გადაცდომის ადვოკატის დახმარებას შემოგთავაზებთ.