• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რამდენად შესაფერისი დროა ახლა საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის?

ივნისი 8, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რამდენად შესაფერისი დროა ახლა საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის?
გაზიარება

მრავალი ინვესტორი საფონდო ბირჟის მომავლის პერსპექტივებით შეშფოთებულია, რადგან S&P 500 2020 წლის შემდეგ პირველად bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. რეალურად, MagnifyMoney-ის გამოკითხვის მიხედვით, ინვესტორების 40% ამბობს, რომ საფონდო ბირჟიდან ფული გაიტანა.

ახლა ნამდვილად რთული პერიოდია და თუ ვერ გაგირკვევიათ რამდენად ღირს ინვესტირების გაგრძელება, მარტო არ ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრის სტაბილიზაციამდე ინვესტირებისგან თავი უნდა შეიკავოთ? ან რამდენად უსაფრთხოა ახლა ინვესტირება? აი, რა უნდა იცოდეთ.

Investor

რამდენ ხანს გასტანს არასტაბილურობა?

საფონდო ბირჟის ვარდნა ხშირად ასეთი შემზარავი იმიტომ არის, რომ არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა. ექსპერტებსაც კი არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, თუ რამდენად დაეცემა ბაზარი და როდის დაიწყება აქციების ფასების აღდგენა.

როდესაც საქმე ყველაზე მძიმე კრახებიდან აღდგენას ეხება, ისტორიულად, საფონდო ბირჟას ამ მხრივ 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. ზოგჯერ, აქციების ფასების აღდგენას თვეები ან წლებიც კი სჭირდება, მაგრამ ძალიან სავარაუდოა, რომ ბაზარი, საბოლოოდ, აღდგება.

S&P 500 Performance Since 2000

ამრიგად, უხეში შეფერხებების დროს ინვესტირების პროცესში, შესაძლოა, გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებამ გაამარტივოს. თქვენი ფულის ბაზარზე დატოვების და შესაძლებლობების შემთხვევაში ინვესტირების გაგრძელების შედეგად, ბაზრის აღდგენის შემდეგ დიდ ჯილდოს მიიღებთ.

სინამდვილეში, შესაძლოა, ვარდნა ძლიერი კომპანიების აქციების შემცირებულ ფასად შესაძენად ფანტასტიკური შესაძლებლობა იყოს.

როდის აქვს აზრი ინვესტირებისგან თავის შეკავებას?

არასტაბილურობის პერიოდში ინვესტირების გაგრძელება, შესაძლოა, სიმდიდრის დასაგროვებლად შესანიშნავი გზა იყოს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ასეთ პერიოდებში პაუზის აღება უფრო გონივრულია.

მაგალითად, თუ საგანგებო ფონდი არ გაგაჩნიათ, უმჯობესია პირველ რიგში სოლიდური დანაზოგების შექმნაზე კონცენტრირდეთ.

ბაზრის ვარდმა თქვენი ფულის გასატანად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დროა, რადგან ფასები შემცირებულია და, შესაბამისად, თქვენი პოზიციების იაფად გაყიდვა მოგიწევთ. იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდით და საგანგებო ფონდი არ გაგაჩნიათ, იძულებული გახდებით, რომ ფული ბაზრიდან გამოიტანოთ და ზარალი განიცადოთ.

ანალოგიურად, თუ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობთ, შესაძლოა, ინვესტირებისგან პაუზის აღება უფრო გონივრული არჩევანი იყოს. ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა და აქციების ფასების აღდგენამდე, შესაძლოა, ისინი კიდევ უფრო შემცირდეს. თუ საფონდო ბირჟაზე მთელ თქვენს ფულს ჩადებთ, მაგრამ ის რამდენიმე კვირაში ან თვეში დაგჭირდებათ, შესაძლოა სერიოზული ზარალი განიცადოთ.

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება – თუნდაც არასტაბილურობის პერიოდში – სიმდიდრის დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. თუ ახლავე ინვესტიციის ჩადების საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი დანაზოგები იმაზე ბევრად მეტად გაზარდოთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

წინა

აქციები და ინდუსტრიები, რომლებმაც მაისში ბაზარზე ზეგავლენა იქონია

შემდეგი

3 ტოპ ტექნოლოგიური აქცია, რომლის შეძენაც ივნისში შეგიძლიათ

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 ტოპ ტექნოლოგიური აქცია, რომლის შეძენაც ივნისში შეგიძლიათ

3 ტოპ ტექნოლოგიური აქცია, რომლის შეძენაც ივნისში შეგიძლიათ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved