• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი საკუთარ თავში ინვესტირება

საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც პიროვნული ზრდისა და წარმატების გასაღები

იანვარი 15, 2024
in საკუთარ თავში ინვესტირება
საკუთარ თავში ინვესტირება, როგორც პიროვნული ზრდისა და წარმატების გასაღები
გაზიარება

შესაძლებლობებითა და უამრავი გამოუვლენელი პოტენციალით სავსე სამყაროში ინვესტიციის ერთ ტიპს უზარმაზარი ძალა აქვს, თუმცა ეს ხშირად გვავიწყდება. საუბარია საკუთარ თავში ინვესტირებაზე, რაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალო არჩევანი — ის აუცილებელია განვითარებისთვის, სრული პოტენციალის გამოვლენისთვის და პიროვნული თუ პროფესიული ზრდისთვის. საკუთარ თავში ინვესტირებით უზარმაზარ წარმატებას უდებთ სათავეს…

რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?

საკუთარ თავში ინვესტირება გულისხმობს პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე ფოკუსირებას. ასევე, მოიცავს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას. იმის ნაცვლად, რომ გარშემო არსებულ ფაქტორებს უთმობდეთ დიდ ყურადღებას, როგორიცაა სხვებისგან აღიარების მიღება ან მათი მოსაზრებების მუდმივად გათვალისწინება, თქვენივე თავზე უნდა გადაიტანოთ ძირითადი აქცენტი. სწორედ ასე შეძლებთ სასურველი მისწრაფებების სრულყოფას.

თუმცა ვიდრე უშუალოდ სარგებელზე ვისაუბრებთ, ერთგვარი ვალდებულებაც უნდა აღვნიშნოთ. ბუნებრივია, ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ჟღერს, ვინაიდან საკუთარ თავში ინვესტირებისთვის სათანადო დრო, ძალისხმევა და რესურსები უნდა გამოყოთ — ეს ყველაფერი კი იმ აქტივობებისთვის, რომლებიც უნარების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. უბრალოდ, სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე გაღებული ძალისხმევა — მთელი პროცესის განმავლობაში უკეთ სწავლობთ საკუთარ სურვილებს, ინტერესებს. თვითშემეცნება კი ავთენტურ „მე“-სთან მიგიყვანთ.

გარდა ამისა, ამგვარი ინვესტიცია გეხმარებათ, თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, რომელთა არსებობის შესახებაც ჯერ კიდევ არაფერი იცით. როდესაც კომფორტის ზონის საზღვრებს გადალახავთ და ახალ გამოცდილებებში გადაეშვებით, გაცილებით მკაფიო წარმოდგენა შეგექმნებათ შესაძლებლობების შესახებ.

რატომ ხართ კარგი „საინვესტიციო აქტივი“?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ფასდაუდებელი თვისებები და პოტენციალი გაგაჩნიათ. პიროვნულ ზრდაზე, კეთილდღეობასა და პროგრესზე ორიენტირებით ამ ღირებულებასაც სათანადოდ აღიარებთ — სხვა სიტყვებით, თანდაყოლილ ღირებულებას აცნობიერებთ, რაც უნიკალური უნარების თუ ნიჭის სრულად გამოყენებაში გეხმარებათ. თავის მხრივ, ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს ცხოვრების ყველა ასპექტზე.

ამავდროულად, საკუთარ თავში ინვესტირება ზრდის თავდაჯერებულობას. როდესაც თქვენს პიროვნებას პირველ ადგილზე აყენებთ და განვითარებაზე ფოკუსირდებით, შესაძლებლობების ახალ კარს აღებთ… ზოგჯერ ამგვარი მიდგომა ეგოცენტრიზმში ერევათ, რაც არასწორია — ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, უბრალოდ ჯანსაღ მიდგომას იყალიბებთ.

მთლიანობაში, საკუთარ თავში ინვესტირება მნიშვნელოვანი არჩევანია, რომელიც ცხოვრებას საგრძნობლად აუმჯობესებს. ეს არის უწყვეტი მოგზაურობა თვითრეფლექსიაში, ცოდნის ძიებაში, უნარების დახვეწაში, ზრდასა და ინდივიდის საუკეთესო ვერსიის გამოვლენაში. თითოეულ ამ ასპექტს კი უსაზღვრო შესაძლებლობებამდე მიჰყავხართ, ვინაიდან შინაგან ძალას, უპირატესობას იყენებთ.

წინა

გუშინ, კვარტალური ანგარიშის შემდეგ, J.M. Smucker-ის აქციების ფასი გაიზარდა

შემდეგი

ოქრო, როგორც დაგროვებისა და დივერსიფიკაციის საშუალება — ინტერვიუ სვიმონ მასხარაშვილთან

მსგავსი სტატიები

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

18 საუკეთესო გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 24, 2024
საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება
საკუთარ თავში ინვესტირება

საკუთარ თავში ინვესტირების ხელოვნება

by Giorgi
ოქტომბერი 16, 2024
3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
ოქტომბერი 4, 2024
რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?
საკუთარ თავში ინვესტირება

რას ნიშნავს საკუთარ თავში ინვესტირება?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2024
მეტი
შემდეგი
ოქრო, როგორც დაგროვებისა და დივერსიფიკაციის საშუალება — ინტერვიუ სვიმონ მასხარაშვილთან

ოქრო, როგორც დაგროვებისა და დივერსიფიკაციის საშუალება — ინტერვიუ სვიმონ მასხარაშვილთან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved